• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

January 6, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ახალი წელი, პირველ რიგში, უგემრიელეს სუფრასთან, ქართულ სტუმარმასპინძლობასა და ყველასთვის სასიამოვნო ტრადიციებთან ასოცირდება. ყველა ოჯახში საახალწლო სამზადისია, რაც წარმოუდგენელია კერძების საოცარი სურნელისა და არომატის გარეშე. თუმცა, ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ გადავტვირთოთ ზედმეტი საკვებით, რასაც შესაძლოა შემდგომში არასასურველი შედეგები მოჰყვეს. სწორედ ამ და სხვა მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალი OK! ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა, რა შეიძლება იყოს სიმსუქნის განვითარების მიზეზები და რომელია მასთან ასოცირებული დაავადებები, რა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჯანსაღი კვების რაციონი და როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი როგორც ახალ წლამდე, ასევე ახალი წლის შემდეგ.

 

უპირველესად, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობისა და პროფესიის შესახებ.

მოგესალმებით, მე გახლავართ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და 10 წელია, რაც საექიმო პრაქტიკას ვეწევი. ჩემი ძირითადი საქმიანობაა შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისა და მასთან ასოცირებული გართულებების მართვა, რაზეც ბევრი ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული. ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე და ჩემი სადოქტორო თემის ნაწილიც მიძღვნილია სიმსუქნისა და მისგან გამოწვეული გართულებების მართვაზე.

 

 

რას მოიცავს ენდოკრინოლოგია?

ენდოკრინოლოგია მედიცინის შედარებით ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი დარგია. იგი შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას. მათგან გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. ენდოკრინოლოგი მართავს შაქრიან დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს, ჭარბ წონას და ა.შ.

 

 

რა არის სიმსუქნე?

ეს ის მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებასთან.

სიმსუქნედ მიიჩნევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, ხოლო მორბიდული სიმსუქნეა >40კგ/მ2.

 

ძირითადად რა ასაკში გვხვდება სიმსუქნე?

სიმსუქნე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. ბავშვთა ასაკში დაწყებული ზრდასრულობამდე დასრულებული. ეს პრობლემა აღენიშნება როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.

 

რა შეიძლება იყოს სიმსუქნის განვითარების მიზეზები და რომელია სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებები?

სიმსუქნის განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს: გენეტიკა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვადასხვა სახის მედიკამენტები, ჰორმონული დისბალანსი, ენდოკრინული და არაენდოკრინული დაავადებები.

სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებებია: არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გარკვეული ტიპის სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი, ინსულტი, მეტაბოლური სინდრომი, უნაყოფობა.

 

რა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჯანსაღი კვების რაციონი?

ჯანსაღი კვება გულისხმობს ორგანიზმისთვის საკვები ნივთიერებების რეგულარულად საჭირო რაოდენობით და ოპტიმალური თანაფარდობით მიწოდებას. ესენია: ცილები, ჯანსაღი ცხიმები, ნახშირწყლები, წყალი, მინერალები და ვიტამინები. უნდა მოვერიდოთ მაღალკალორიულ და არაჯანსაღ პროდუქტებს, როგორიცაა: ე.წ Fast food-ი, ჩიფსები, რაფინირებული შაქარი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ცხიმისა და მარილის მაღალი შემცველობა, საკონდიტრო ნაწარმი, გაყინული მზა პროდუქტები, სოსისები და ძეხვეული.

 

ახლოვდება ახალი წელი, რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს? როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი როგორც ახალ წლამდე, ასევე ახალი წლის შემდეგ?

როგორც ვიცით, ახალი წლის პერიოდი ყველაზე რთულია ამ მიმართულებით. ამ პერიოდში ხდება წონის მატება, ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ულუფების ზომის მართვით. შევეცადოთ ნაკლებად მივირთვათ მაღალკალორიული პროდუქტები. ვიკვებოთ ცოტ-ცოტა და ხშირად. ყველა საკვები ცოტ-ცოტა გავსინჯოთ, რომ შემდგომ არ გართულდეს მონელების პროცესი. ალკოჰოლიც წარმოადგენს კალორიულ პროდუქტს და შევეცადოთ ზომიერად მივირთვათ. რაც შეეხება ახალი წლის პერიოდის გავლის შემდეგ, აუცილებელია კალორიების შემცირება ბალანსირებული კვების დაცვით.

 

 

თქვენს მიდგომებსა და მეთოდებზეც გვიამბეთ.

მკურნალობის პერიოდში მრავალი პაციენტი გათავისუფლდა ჭარბი წონისგან და, ამასთან ერთად, ისწავლა მისი მართვა. ყოველთვის ვთავაზობ პაციენტზე პერსონალურად მორგებულ მკურნალობის მეთოდს, სადაც მოიაზრება ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგის მიერ კვლევის შედეგად შექმნილი ინდივიდუალური კვების მოდელი და ფიზიკური აქტივობა, სხვა დამხმარე დამატებით მკურნალობის მეთოდებთან ერთად. იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს სასურველი შედეგი, ყველა მასზე მორგებულ მიდგომას ვთავაზობ, იმის გათვალისწინებით, თუ რა ცხოვრების წესს ეწევა, რა უყვარს და ა.შ.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მამაკაცის ჩანთების გამორჩეული მოდელები, რომლებიც 2021 წელს იქნება აქტუალური

#OK! მამაკაცის ჩანთების გამორჩეული მოდელები, რომლებიც 2021 წელს იქნება აქტუალური

March 1, 2021
#OK! ზუკა შონია

#OK! ზუკა შონია

March 6, 2022
#OK! გვინეტ პელტროუს თამამი ფოტოსესია საკუთარი ბრენდისთვის

#OK! გვინეტ პელტროუს თამამი ფოტოსესია საკუთარი ბრენდისთვის

June 8, 2021
#OK! სოფია რიჩი გრეგორი რასელის ობიექტივში! მოდელის მონოქრომული იმიჯი!

#OK! სოფია რიჩი გრეგორი რასელის ობიექტივში! მოდელის მონოქრომული იმიჯი!

May 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

December 1, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები