• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დაბრკოლება, როგორც მოტივაცია – ინტერვიუ დიმიტრი კირხანიდთან

October 20, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ბუნებით მაქსიმალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალია. მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა აქციოს დაბრკოლება ახალ შესაძლებლობად და ჰქონდეს წარმატებული ბიზნესსაკონსულტაციო საქმიანობა. „საქმე ნულიდან კი არ დავიწყე, არამედ მინუსებიდან“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში „დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრის“ დამფუძნებელი, დიმიტრი კირხანიდი.

 

დიმა, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ ეს სფერო უნდა ამერჩია და ჩავაბარე ეკონომიურზე, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. მაქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი, პირველი კურსიდან სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. სამი წელი ვიყავი გენერალური დირექტორის თანაშემწე, სადაც ტექნიკურად ვისწავლე ბევრი რამ, შემდეგ გადავედი ინვესტორთან, ათამდე ინვესტორთან ვითანამშრომლე როგორც ბუღალტერმა, იურისტმა და თანაშემწემ, რამაც პროფესიონალურად გამზარდა და უდიდესი გამოცდილება შემძინა. ამის შემდეგ კი შევქმენი ჩემი კომპანია – „დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრი“.

რა იყო კომპანიის შექმნის მიზანი? და რატომ უნდა გააკეთოს კომპანიამ თუ ინვესტორმა თქვენზე არჩევანი?

ჩემი მიზანია, რომ ამ სფეროში საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ვიყოთ. „დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრი“ (DKCC) არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საქართველოს თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს მაღალხარისხიან საბუღალტრო, იურიდიულ და იუსტიციის სრულ მომსახურებას. ჩვენ კლიენტებს ვეხმარებით ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა: კომპანიების რეგისტრაცია და მისი თანმდევი ბიუროკრატიული საკითხები, დოკუმენტაციების მომზადება, ხელშეკრულებების შედგენა, დროის გარკვეულ შუალედში (წლიური თუ თვიური) ფინანსური ანალიზი და ა. შ.

პროფესიონალიზმი არის ის, რითაც ჩვენი გუნდი გამოირჩევა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის კვალდაკვალ გამოგყვებათ სასურველი შედეგის მიღწევამდე.

ასევე, რეალისტური მოლოდინები – შემდგომი რამ, რასაც, ასევე, აუცილებლად ვუსახავთ ჩვენს კლიენტებს. ადეკვატური მოლოდინი ადეკვატურ შედეგს მიგვაღებინებს.

რა გიბიძგებთ, რომ განვითარდეთ და წინ იაროთ?

მოტივაცია და მიზანი იმის, რომ მქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია. მქონდეს შესაძლებლობა, დავასაქმო პროფესიონალი კადრები და მივცე მათ შესაფერისი ანაზღაურება. დავეხმარო ადამიანებს, არა მხოლოდ ოჯახს და მეგობრებს, არამედ სრულიად უცხო ადამიანებს. ამასთანავე, მინდა ვიყო მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომ არათუ ნულიდან, არამედ მინუსებიდან დავიწყე საქმე. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არაერთ დაბრკოლებას შეხვდებით, მეც მქონია შეცდომები ბიზნესში, რის შედეგადაც მქონდა გარკვეული ფინანსური ვალდებულება, თუმცა ამის გამო არ დავნებებულვარ, არ გავჩერებულვარ და გავაგრძელე გზა.

 

მაქსიმალისტი ხართ?

დიახ. არასოდეს არ ვჩერდები. მქონია შემთხვევები, როდესაც ერთხელ ვცადე და არ გამოვიდა, ორჯერ, სამჯერ ვცადე და ისევ არ გამოვიდა, მიუხედავად ამისა, არ ვნებდები და მეოთხე ცდაზე აუცილებლად გამოდის.

რას მოაქვს წარმატება?

მნიშვნელოვანია, ადამიანს შეეძლოს ნებისმიერ საკითხზე ცივი გონებით მსჯელობა და ნებისმიერ პრობლემას აღიქვამდეს ისე, როგორც ახალ შესაძლებლობას.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევენ პროფესიას?

უნდა აირჩიოს ის პროფესია, რომელიც ნამდვილად მოსწონს. არ შეიძლება მუშაობდე მხოლოდ ფინანსური სარგებლის გამო, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. მუდმივად უნდა ეცნობოდე სიახლეებს იმ სფეროში, სადაც ხარ, ვითარდებოდე, კითხულობდე ლიტერატურას/ჟურნალებს. საკუთარი თავის განვითარება არასოდეს არ უნდა შეწყვიტოთ.

სამომავლო გეგმები

სამომავლოდ ვაპირებ ფილიალების გახსნას და ჰოლდინგის გაკეთებას ევროპის ქვეყნებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ძლიერი კადრების მოძიება, კომპანიის იმიჯი და სწორი პოზიციონირება. ასევე, მინდა უფრო მეტად აქცენტი გავაკეთო და ვიმუშაო ბუღალტრული და საგადასახადო მიმართულებით.

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ქეით მიდლტონის სტილს?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ქეით მიდლტონის სტილს?

July 29, 2021
#OK! ანია ტეილორ-ჯოი Emmy Awards-ის After Party-ზე

#OK! ანია ტეილორ-ჯოი Emmy Awards-ის After Party-ზე

September 20, 2021
#OK! კაია გერბერი LA Art Show-ს ღონისძიებაზე Celine-ის დახვეწილი კაბით გამოჩნდა

#OK! კაია გერბერი LA Art Show-ს ღონისძიებაზე Celine-ის დახვეწილი კაბით გამოჩნდა

January 21, 2022
#OK! ია თაბაგარი

#OK! ია თაბაგარი

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

February 2, 2026
#OK! მიხაელ შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

#OK! მიხაელ შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

January 28, 2026
#OK! ბრიუს უილისმა მეტყველების უნარი დაკარგა

#OK! ბრიუს უილისმა მეტყველების უნარი დაკარგა

January 29, 2026
#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

February 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები