• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება

October 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დასვენება და მოგზაურობა წლის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი, მთავარია, ახალი თავგადასავლისა და შთაბეჭდილებებისთვის იყო მზად. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ სწორად დაგეგმო ყველაფერი მოგზაურობისთვის, რაშიც ყველაზე კარგად ტურისტული კომპანია დაგეხმარებათ. დღეს გიამბობთ „ჰოთ თრეველ გრუპის“ შესახებ, რომელიც წლებია საზოგადოებას სთავაზობს ტურისტული მომსახურების სრულ სპექტრს და მომხმარებელს მრავალფეროვანი ტურებით ანებივრებს. კომპანიის სერვისებზე უფრო ვრცლად Hot Travel Group-ის დამფუძნებელი, თაკო ჩხიკვაძე გვესაუბრა.

 

გზა წარმატებამდე

წარმატების გზა დაიწყო ძლიერი სურვილით, რომ ჩემი იდეები განმეხორციელებინა და დაგროვილი ცოდნა გამომეყენებინა. მეკეთებინა ის, რაც სხვა ადამიანებს სიხარულს შემატებდა ცხოვრებაში. შეცდომებს და სირთულეებს გვერდი არ აუვლია, თუმცა ამ შეცდომებმა მასწავლა ვყოფილიყავი უფრო ძლიერი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებაში. ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალ მიზანს ვისახავ და მისკენ მივდივარ.

 

 

კომპანია Hot Travel Group-ის შექმნის იდეა

ჩემი კარიერული ისტორია 9 წელს ითვლის. ტურისტული კომპანიის შექმნის იდეა გაჩნდა დაგროვილი კონტაქტების, ცოდნის, გამოცდილების რეალიზების და ჩემი მოგზაურობისადმი ინტერესის გამო. ყოველთვის მაინტერესებდა ახალი ადგილების აღმოჩენა და ჩემი შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება. ამ ყველაფერთან ერთად, ბაზარზე გარკვეულ მიმართულებებში ხარისხიანი ტურების ნაკლებობა დავინახე და გადავწყვიტე შემექმნა კომპანია, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ და საინტერესო ტურებს შესთავაზებდა და, ამავდროულად, მაღალი ხარისხის სერვისს უზრუნველყოფდა. მთავარი მიზანი იყო, დავხმარებოდი ადამიანებს თავიანთი მოგზაურობების ორგანიზებაში სტრესის გარეშე. მსურდა შემეთავაზებინა საუკეთესო სერვისისა და დასვენების გამოცდილება.

 

Hot Travel Group-ის სერვისები:

ჩვენი მომსახურება მოიცავს ავიაბილეთების, სასტუმროების, ტრანსფერების დაჯავშნას, ასევე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს, კორპორაციულ ღონისძიებებს, VIP ტრანსფერს და ლაუნჯების სერვისს ნებისმიერ აეროპორტში. ასევე, თემატურ ტურებს, გიდების მომსახურებას, ვახშმების, ღონისძიებების დაგეგმვას, კრუიზებს, სავიზო დახმარებას და სხვა მრავალ სერვისს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში უმსხვილეს DMC კომპანიებსა და პარტნიორებთან, რაც იძლევა ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიის მაღალ დონეს.

 

 

დღეს

არ მომერიდება იმის თქმის, რომ Hot Travel Group-ი ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ექსპერტი ხარისხიანი მოგზაურობების შექმნაში, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებსა და მოთხოვნებზე. სწორი მიდგომის, მიმართულებების სიღრმისეული ცოდნისა და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლებთან პარტნიორობის წყალობით, ჩვენ გარანტიას ვიძლევით მაღალ ხარისხსა და სწორად დაგეგმილ მოგზაურობაზე.

 

წარმატება მოაქვს

საუკეთესო გზა წარმატებისკენ არის ის, რასაც სიყვარულით ქმნი და აკეთებ. უსაზღვრო სურვილი, აკეთო შენი საქმე, გავსებს ისეთი ძლიერი ენერგიით, რომ ვერცერთი გამოწვევა გზაზე ვერ შეგაჩერებს და შენ აგრძელებ დაუღალავ შრომას მიზნის მისაღწევად, ზოგჯერ შეცდომებითაც კი. წარმატება მოაქვს განათლებას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, მისწრაფებას ახლისკენ, ახალი გზების ძიებას უკეთესი მომავლისკენ, კარგ გუნდს, ხალხთან ურთიერთობას და პოზიტიურ განწყობას. წარმატება – ეს მხოლოდ საბოლოო შედეგი არ არის, არამედ პროცესია, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია.

 

 

მოთხოვნადი მიმართულებები

ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად ტრადიციულად რჩება თურქეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ასევე ევროპული და აზიური ქვეყნები. ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა ლათინური ამერიკის ქვეყნების ტურებზე, როგორიც არის, მაგალითად, ბრაზილია. არ ჩამორჩება აფრიკაც.

ზაფხულში უფრო დიდი მოთხოვნაა სანაპირო კურორტებზე, როგორიცაა თურქეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთის კუნძულები, ხოლო ზამთარში პოპულარულია სათხილამურო კურორტები საფრანგეთში, შვეიცარიასა და ავსტრიაში, ასევე აქტუალურია მალდივებზე, ტაილანდში, ზანზიბარში, შრი-ლანკასა და კანარის კუნძულებზე დასვენება. საშობაო არდადეგებზე, რა თქმა უნდა, დიდი პოპულარობით სარგებლობს პარიზი, ვენა და პრაღა, რადგან იქ დაუვიწყარი სადღესასწაულო განწყობაა.

ბოლო დროს სულ უფრო მეტად იზრდება თემატური ტურების მიმართ ინტერესი. ზოგადად, ვიტყოდი, რომ დასვენებასა და მოგზაურობას სეზონი არ გააჩნია. ნებისმიერ დროს არის შესაძლებლობა თავგადასავალი დაგეგმო, მთავარია სწორი კომპანიისა და პროფესიონალთა გუნდის დახმარება.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ მოგზაურობას დავგეგმავთ?

მთავარი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ და დაიმახსოვროთ არის ის, რომ კარგი განწყობა არის თქვენი საუკეთესო მოგზაურობის საწინდარი. პირველ რიგში, აუცილებელი პირობაა იქონიოთ გამართული სამგზავრო საბუთები (ბიომეტრიული პასპორტი); ასევე, მიმართულებისა და ლოკაციების დასაგეგმად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ტიპის მოგზაურობას ირჩევთ. გასათვალისწინებელია სეზონური პერიოდი გარკვეულ მიმართულებებზე, რათა ამინდმა განწყობა და გეგმები არ გაგიფუჭოთ. დანარჩენი ტექნიკური დეტალების ორგანიზება კი მოგვანდეთ ჩვენ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვრცელდება ექსკლუზიური კადრები – პრინც ჰარის შეიარაღებული პიროვნება იცავს

#OK! ვრცელდება ექსკლუზიური კადრები – პრინც ჰარის შეიარაღებული პიროვნება იცავს

January 10, 2023
#OK! ტერასა ჯგუფი – კომპანია, საუკეთესო საინვესტიციო პროექტებით

#OK! ტერასა ჯგუფი – კომპანია, საუკეთესო საინვესტიციო პროექტებით

May 8, 2021
#OK! „რაც უფრო იზრდება, მეტად მემსგავსება“ – ლელა წურწუმია თავის შვილზე საუბრობს

#OK! „რაც უფრო იზრდება, მეტად მემსგავსება“ – ლელა წურწუმია თავის შვილზე საუბრობს

January 11, 2023
#OK! უნიკალური პროდუქტები თავის მოვლისა და სილამაზისთვის

#OK! უნიკალური პროდუქტები თავის მოვლისა და სილამაზისთვის

February 6, 2024

კვირის ჰიტები

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! პერის ჰილტონი – ანდერძიდან ამოღებული გოგონას წარმატების ისტორია

#OK! პერის ჰილტონი – ანდერძიდან ამოღებული გოგონას წარმატების ისტორია

February 12, 2026
#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები