• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პერსონა

#OK! ირმა შარიქაძის გზამკვლევი

May 7, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

არ არის საკმარისი მხოლოდ გადარჩენა, შემოქმედების გარეშე ცხოვრებას აზრი ეკარგება. „ცხოვრობდე“ ჩემთვის ნიშნავს, ქმნიდე და გიყვარდეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი კარგი პორტრეტი გადავიღე – ავტოპორტრეტი იზოლაციის პორტრეტების სერიიდან საკუთარი სახლის სტუდიაში. პანდემია მოტივაცია გახდა, შინ მეტი მცენარე მქონოდა, ეს მე მაბედნიერებს.

გადავწყვიტე, თქვენთვის მეჩვენებინა ის ადგილები, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობ, სადაც მიყვარს სეირნობა. ეს პატარა „მოგზაურობა“ თითქოს ნაცნობ ადგილებში, იმედია, შთაგონებას გაგიჩენთ და მათ კიდევ ერთხელ მოინახულებთ. გაზაფხული ხომ საუკეთესო დროა ფოტოების გადასაღებად.

 

მშრალ ხიდზე გასეირნება დიდი ხანია, საყვარელი რიტუალია. აქ თქვენი ინტერიერისთვის ხელოვნების ნიმუშების პოვნა შეგიძლიათ.

 

უნაზესი ფაიფურის, თუ კახური, ვარდებიანი ფარდაგის, ძველი ფირის კამერის, თუ ვერცხლის უნიკალური სამკაულის… ნელ-ნელა მიხვდებით, რისი კოლექციონერობა უფრო გიზიდავთ. სანაპიროზეც ჩაისეირნეთ და უზნაძის 2 ნომერში დიდი მაღაზია „მშრალი ხიდი“ არ გამოტოვოთ.

 

გერონტი ქიქოძის ქუჩა #9 –  ყოფილი პასკევიჩის ქუჩა. სახლი აშენებულია 1880 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ამ შენობაში ესტონეთის საკონსულო მდებარეობდა. წარმოადგენს რენესანსულ-ბაროკოულ ეკლექტიზმის ნიმუშს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სადარბაზოს კიბის კონსტრუქცია და მისი მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტა. მზიანი ამინდის შემთხვევაში, პორტრეტის გასადაღებად იდეალური ლოკაციაა.

 

 

არ გამოტოვოთ ტაბიძის ქუჩის 18 ნომერში სეილანოვების სახლი. აშენებულია 1911 წელს, მოხატულია ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერის მიერ.

ბენო ტელინგატერი თბილისური სახლების დეკორატორად მუშაობდა. ვესტიბიულში ქვეყნების ალეგორიული გამოსახულებები და კიბის უჯრედში დეკორატიული ორნამენტები. კლასიციზმისა და ბაროკოს მოტივები შერწყმულია რომანტიკულ პეიზაჟებთან. არ დაგეზაროთ ბოლო სართულზე ასვლა, სადაც საუკეთესო განათებაა ფოტოს გადასაღებად.

 

 

ახალ აღმაშენებელზე ფეხით სეირნობა ცალკე ამბავია. უამრავი ძველი სადარბაზო, ნაირ-ნაირი ჭიშკრები, თბილისური ეზოები ერთ დიდ ამბავს ყვებიან… აღმაშენებლის 36, 93 ნომერი, რომის ქუჩა 22.  გერონტი ქიქოძის 11 ნომერში მდებარე საუკუნისწინანდელი შენობას „იტალიურ ვილას“ ეძახიან, ძველ თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც შთამბეჭდავი ექსტერიერით მუდმივად იქცევს გამვლელების ყურადღებას.

 

მოდერნიზმის ეპოქაში აშენებული ეს სახლი რენესანსის პერიოდის არქიტექტურის ნიშნებსაც მრავლად ატარებს. „იტალიური ვილა“ 1917 წელს ბიზნესმენი ძმების, მილოვების დაკვეთით აშენდა. შენობის პროექტის ავტორი თბილისში მცხოვრები ცნობილი რუსი არქიტექტორი, გაბრიელ ტერ-მიქელოვია. დღეს ამ შენობის მესამე სართულზე აუცილებლად სანახავი Buyers Store შოურუმი მდებარეობს.

 

გია აბესაძის 17 ნომერში, ძველ თბილისურ ეზოში ამ დღეებში გლიცინია აყვავდა, ამ საოცარ სურნელოვან ყვავილს ქართულად „ცის ვაზს“ ეძახიან.

 მის სანახავად აქ ყოველ წელს მოვდივარ.

 

 

მაისი  თბილისში ჩემი საყვარელი თვეა. ძველთბილისურ ეზოებში აყვავებული ნაირფერი ხვიარა ვარდები ნამდვილად თვალწარმტაცი სანახაობაა. მართლაც რომ ვარდობისთვეა.

არასდროს დაგენანოთ დრო ქალაქიდან გასასვლელად. საბედნიეროდ, უამრავი საოცრება გვაქვს კიდევ სანახავი, რომელიც ყოველ წელს სხვანაირი ელფერით წარმოგვიდგება ხოლმე. წინანდლის ვენახებზე სხვა დროს გიამბობთ, ესეც დიდი და საინტერესო ისტორიაა.

 

 

ფოტოები: ირმა შარიქაძე/ზუკა ფირცხალაიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK მე-20 საუკუნის ქართველი ქალები ევროპული მოდის ინდუსტრიაში
Fashion

#OK მე-20 საუკუნის ქართველი ქალები ევროპული მოდის ინდუსტრიაში

August 2, 2025
#OK! 21 ივლისიდან მზე ლომის ნიშანში გადადის – გაიცანით 10 ცნობილი ლომი
Hollywood News

#OK! 21 ივლისიდან მზე ლომის ნიშანში გადადის – გაიცანით 10 ცნობილი ლომი

July 19, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ერთად გადავდგათ ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ენმედიცში“

#OK! ერთად გადავდგათ ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ენმედიცში“

September 4, 2023
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025
#OK! Rihanna და ASAP Rocky: წყვილი მაიამიში გამოჩნდა!

#OK! Rihanna და ASAP Rocky: წყვილი მაიამიში გამოჩნდა!

July 29, 2021
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები