• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ემოციების თანხვედრა კონფრონტაციულია, ზოგჯერაც კომიკური… თუმცა, ეგზოტიკური ადგილებითა და ხელოვნების ნიმუშების შთაგონებით შექმნილი ივ სან ლორანის დამახასიათებელი და მარადიული სტილი, დამეთანხმებით, დღესაც ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყაროა.

YSL – ეს არის მოდასა და ხელოვნებას შორის შექმნილი სამარდჟამო დიალოგი, კულტურის ძახილი, რომელიც ფრანგული ოტ კუტიურის ფენომენალურობას და 1960-იანი წლების შემდგომ მოდაში უწყვეტ გავლენას აღნიშნავს.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ აბსტრაქცია ზოგჯერ ობიექტების ილუზიური გამოსახულებით უკვე აშკარა, ხიხული სამყაროს უფრო ნამდვილ, რეალურ სურათს ქმნის. ამის ნათელი მაგალითი 1965 წელს ჰოლანდიელი კუბისტის, პიტ მონდრიანის ინსპირაციით შექმნილი ლეგენდარული კაბაა.

მოდით, დავბრუნდეთ გასულ საუკუნეში და გავიხსენოთ ჩვენება, რომელმაც მსოფლიო მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშნელოვანი ადგილი დაიკავა.

Yves Saint Laurent and the Robe Mondrian of 1965 Photo: Rex Features

 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ივ სან ლორანმა ხელოვანის ინდივიდუალური ხასიათი შეამჩნია. ერთჯერადი მოხმარების საგნებიდან ხელოვნების ესთეტიკურ და მდიდრულ ნიმუშებად ქცევის სურვილით გამსჭვალულმა მონდრიანმა ვიწრო პერიმეტრში არსებობის ძირითადი ფერები მოაქცია. ფიგურები გამოხატავდა თვითმყოფადობას, განსხვავებულ და მკაცრ სტილს, რაც ხაზების სიმარტივითა და ფერების ელეგანტურობით იყო დამახასიათებელი. ეს იყო ადამიანი, რომელიც იმედოვნებდა, რომ საზოგადოების მატერიალურ, სწრაფმავალ სამყაროზე გაფანტულ ყურადღებას სულის მარადიულ ყოფაზე გადაიტანდა.

ივის შექმნილი სამოსი მკვეთრად გამოხატავდა მის დაუოკებელ წარმოსახვას. თუმცა, ერთხელაც შემოქმედებით კრიზისში მყოფი სან ლორანი გონებაში Robe Poliakoff-ის ნახატის შთაგონებით შექმნილი კაბის გარდა “ცოცხალს” ვერაფერს პოულობდა, სანამ დედის მიერ საშობაოდ მიღებული საჩუქარი არ გახსნა და ჰოლანდიელი მხატვრის ფერადი გეომეტრიული აბსტრაქციით ლეგენდარული კოლექცია შექმნა. “ჩემი კონცეფცია სრულად შევცვალე. ყველაფერი ახალია, ეს კოლექცია კი ახალგაზრდაა.” (განაცხადა ჩვენების შემდგომ France Dimanche-სთან საუბრისას).

თუ კაბას ახლოდან შეხედავთ და კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სან ლორანის “ქმნილება” მხოლოდ აბსტრაქციული სიმარტივის ილუზია არაა, სამოსის თითოეული დეტალი იდეალურად არის შექმნილი. დიზაინერმა ფერადი კოლექციით ხაზი მთლიანი თაობის მოდერნისტულ სულს გაუსვა.

ცოტა დიზაინერს თუ შეუძლია დაიკვეხოს, რომ ქალის სამოსზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, როგორიც თავად ივ სან ლორანმა.

ივი იყო შემოქმედი, რომელმაც ღირსშესანიშნავი ხედვით ქალის სამოსი გაარევოლუციურა. მისი დიზაინი 60-იანი წლების მტკიცე და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალების სურვილის ანარეკლი იყო.
ჩვენება, რომელმაც მსოფლიო მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, ამჟამად “მონდრიანის კოლექციის” სახელითაა ცნობილი. გეტყვით იმასაც, რომ სახელწოდება ნაწილობრივ არასწორია, რადგან ჰოლანდიელი მხატვრის ფერადი გეომეტრიული აბსტრაქციით გაფორმებული კაბების რაოდენობა ივის 80 ნამუშევრიდან მხოლოდ 6 იყო.

ჩვენების შემდგომ სან ლორანს WWD-იმ “პარიზის მეფე”, Harper’s Bazaar-მა კი მონდრიანის ინსპირაციით შექმნილ სამოსს “ხვალინდელი დღის კაბა” უწოდა. ეს იყო მტკიცე აბსტრაქცია, რომელიც საუკეთესო პროპორციით გაალამაზებდა ნებისმიერი ქალის ფიგურას. გულშემატკივრებში ერთ-ერთი ამერიკული ვოგის რედაქტორი დაიანა ვრილანდი იყო, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა და New York Times-თან საუბრისას მას “საუკეთესო კოლექცია” უწოდა.

უნივერსალური ღირებულების მქონე ლეგენდარული კაბა ინგლისელმა მოდელმა Moyra Swan-მა Vogue Paris-ის 1965 წლის სექტემბრის ნომრის ფოტოსესიისთვის მოირგო, მან YSL-ის გენიალური კაბით ჟურნალის გარეკანი დაამშვენა. მალე “მონდრიანის კაბ”ა იმდენად განხილვადი და “მასიური” გახდა, რომ გაგიკვირდებათ და Jean Shrimpton-მა, რომელმაც Harper’s Bazaar-ის 1965 წლის გამოცემისთვის სამოსი თავად მოირგო, მოგვიანებით მას “მომაბეზრებლად პოპულარული” უწოდა.

იშვიათად, თუმცა, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სან ლორანის შემდგომ ბევრმა დიზაინერმა სცადა მოდის სამყაროს ხელოვნებასთან დაკავშირება. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვერსაჩეს 1991 წლის საზაფხულო კოლექციის ჩვენება იყო, რომლისთვისაც ჯანიმ კაბები ამერიკელი ავანგარდისტის ენდი ვარჰოლის პოპარტული ფოტოებით მდიდრულად და დახვეწილად მორთო. ეს იყო არტისტი, ადამიანი, რომელსაც ჯანი მისი მატერიალური კულტურისადმი კოლექტიური მიჯაჭვულობის გამო თავის სულიერ მეგობრად თვლიდა.

უკვე განსაზღვრული ფორმულაა, რომ ინტელექტუალური კაპიტალით ინიექცირებული კაბა შეიძლება, როგორც ხელოვნება ისე განიხილო. ივ სან ლორანმა შეძლო და ფერადი გეომეტრიული აბსტრაქციით უნივერსალური ღირებულების კაბა შექმნა, რომელმაც მსოფლიო მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

“მოდა ხომ დროებითია, სტილი კი სამუდამო”.

3 Dead Designers I Love on the Runways Now

გაიგე მეტი: #YSLFashion Iconივ სან ლორანიმარიამ რეხვიაშვილის ბლოგიმოდახელოვნება

ასევე გაეცანი

#OK! KVARA by თამთა კვარაცხელია: Kvára is born, Kvára is unique 
Fashion News

#OK! KVARA by თამთა კვარაცხელია: Kvára is born, Kvára is unique 

September 22, 2025
#OK! ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია: გუშინდლიდან ხვალამდე
Techno

#OK! ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია: გუშინდლიდან ხვალამდე

September 21, 2025
#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან
Fashion News

#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

August 21, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნიკოლ კიდმარი “არმანის” კაბით ლოს ანჯელესში Being The Ricardos-ის პრემიერას დაესწრო

#OK! ნიკოლ კიდმარი “არმანის” კაბით ლოს ანჯელესში Being The Ricardos-ის პრემიერას დაესწრო

December 7, 2021

OK! რას წაიკითხავთ OK!-ის ოქტომბრის ნომერში?

October 10, 2025
#OK! სკარლეტ იოჰანსონი ორსულადაა: მსახიობი მეორე შვილს ელოდება

#OK! სკარლეტ იოჰანსონი ორსულადაა: მსახიობი მეორე შვილს ელოდება

July 7, 2021
#OK! კარლო პონტი უმცროსის და მარიამ შარმანაშვილის ქართული ქორწილი

#OK! კარლო პონტი უმცროსის და მარიამ შარმანაშვილის ქართული ქორწილი

July 28, 2025

კვირის ჰიტები

#OK! არჩევანი – გზა გამარჯვებისკენ – ნუცა შამილაძე

#OK! არჩევანი – გზა გამარჯვებისკენ – ნუცა შამილაძე

October 10, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 10, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 10, 2025
#OK! ნიკოლ კიდმანი კიტ ურბანს 19 წლიანი სიფხიზლისთვის 11 მილიონს გადაუხდის

#OK! ნიკოლ კიდმანი კიტ ურბანს 19 წლიანი სიფხიზლისთვის 11 მილიონს გადაუხდის

October 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები