• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ფოტოგრაფია – შუქით ხატვის ხელოვნება

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ფოტოგრაფიას აქვს ის განსაკუთრებული უნარი, ვიზუალური მეხსიერების საშუალებით საინტერესო ამბავი შემოინახოს, კადრი გააშეშოს, მასზე დაკვირვების საშუალება მოგცეს და ემოციურ ბმაში გამყოფოს. ჩვენი რესპონდენტი, ლანა ვახტანგაძე, ახალგაზრდა ფოტოგრაფია, რომელმაც სიყვარულით შთაგონებული ერთგვარი გატაცება პროფესიად აქცია. მიიჩნევს, რომ მისი მთავარი პასუხისმგებლობა გადაღების პროცესში ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. უფრო მეტი დეტალის გასაგებად, თუ რა გამოცდილება დააგროვა და როგორ შეძლო ინდივიდუალური ხედვით ამ გზაზე თამამად სიარული, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

პირველი შეხება კამერასთან…

ბავშვობიდან მიყვარდა ფოტოების გადაღება, უფრო მეტად ობიექტივში ყოფნა. თავიდან დაიწყო მეგობრებით, რომლებიც მუდმივად აღფრთოვანებას გამოთქვამდნენ ჩემს გადაღებულ ფოტოებზე. ბევრი სხვა პროფესია ვცადე, თუმცა საბოლოოდ მივხვდი, რომ უნდა მეცადა ის, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა და მსიამოვნებდა. როცა კამერასთან ვმუშაობ, სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ვგრძნობ.

 

 

რამ განაპირობა პროფესიული არჩევანი და როგორია თქვენი ხედვა ამ კუთხით?

ფოტოგრაფია არის ის მედიუმი, რომელიც ჩემთვის გარემოს უფრო რეალურად, ცოცხლად და საინტერესოდ წარმოაჩენს. თანამედროვე სამყაროში ბევრნაირი გზა არსებობს, საბაზისო განათლება მიიღო იმ პროფესიაში, რომელიც შენი ინტერესის სფეროა. დღესდღეობით უამრავი ფოტოგრაფი გთავაზობს სასწავლო კურსებს, რომლებიც გეხმარება ფორმების ძიებაში, თუ როგორ იმეტყველო ვიზუალურად საკუთარ აზრებსა და გემოვნებასთან სინთეზში, თუმცა რეალურად თავად გიწევს პირველი ნაბიჯების გადადგმა და ამ გზაზე დამოუკიდებლად სიარული. ჩემთვის ამ პროფესიაში შემართება და სიყვარულია მთავარი, რაც ყველა სირთულის გადალახვაში მეხმარება.

 

დასამახსოვრებელი გამოცდილება…

ჟურნალ OK!-თან თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებთან მომიწია შეხვედრამ. ბევრი ვისწავლე მათგან. ვფიქრობ, ყოველი გადაღება პროფესიული ზრდის შანსი იყო.

 

ინსპირაცია პროფესიაში…

ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლის ეტაპები. შესაბამისად, დროთა განმავლობაში გეცვლება გემოვნება და შეხედულებები. არიან ისეთი ფოტოგრაფები და რეჟისორები, რომლებმაც გარკვეულ ეტაპზე რაღაც გავლენა მოახდინეს, მაგალითად, ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი ის პიროვნებაა, რომლის პროფესიული გზაც შთაგონებას მაძლევდა, სწორედ ამიტომ გავიარე მასთან ფოტოგრაფიის კურსი. აქვე უნდა აღვნიშნო მარტინ პარი, ენი ლეიბოვიცი, ჰელმუტ ნიუტონი და რიჩარდ ავედონი, რომელთა ნამუშევრები მუდმივად რჩება ინსპირაციის წყაროდ. მჯერა, რომ მთავარი მოტივატორი საკუთარი თავია, ის შედეგები, რასაც ვაღწევ. ის უკუკავშირი, რომელსაც ვიღებ. სასწაულების მჯერა და ამ განწყობით მოვედი აქამდე. მიყვარს სპონტანური გადაწყვეტილებები, ყოველთვის მზად ვარ გამოწვევებისთვის და ვფიქრობ, რომ თუ საკმარისი მონდომება გაქვს, შეუძლებელი არაფერია.

 

თქვენთვის რა იქცევს ძირითადად ყურადღებას იმ ადამიანებში, რომლებიც შემდეგ ფოტოობიექტივში ხვდებიან?

თითქმის ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანთან მქონია შეხება, რადგან განსხვავებული ტიპის ღონისძიებებსა და პროექტებს ვიღებ. ალბათ სწორედ ეს არის ამ საქმიანობის მთავარი ხიბლი, არასდროსაა გადაღება ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი. ჩემი მოვალეობაა შევქმნა ისეთი გარემო, რომ მათ კომფორტულად იგრძნონ თავი კამერასთან. მათგან ვიღებ ნდობას, რაც ძალიან სასიამოვნოა. სწორედ ორმხრივი ნდობა აისახება შედეგის ხარისხზე.

 

გარდა პროფესიისა,  ვისგან იღებთ დადებით მუხტს?

 მეგობრები არიან ჩემი ენერგიის უშრეტი წყარო. ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, თუმცა პერიოდულად მჭირდება დრო საკუთარი თავისთვის, ოჯახისა და მეგობრებისთვის, რომელიც მხოლოდ მათთვის იქნება განკუთვნილი, რაც მეხმარება ძალების აღდგენასა და შემდგომ საქმის უკეთ კეთებაში.

 

თქვენი აზრით, ქუთაისი რამდენად საინტერესო ქალაქია აღსაბეჭდად და რის საშუალებას იძლევა, როგორც პროდუქტი ფოტოგრაფიაში?

ქუთაისი ჩემთვის ყველაზე ახლო და ძვირფასია. ვფიქრობ, რესურსიც ამოუწურავია ფოტოგრაფისთვის,რადგან სწორედ აქ მცხოვრები ადამიანები ქმნიან იმ ხასიათსა და ემოციას, რომელსაც ფოტოებით გადმოვცემ.

 

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Street Style ეშლი რობერტსი: მომღერალი Nasty Gal-ის ორეულით!

#OK! Street Style ეშლი რობერტსი: მომღერალი Nasty Gal-ის ორეულით!

July 28, 2021
#OK! ნატასა და დათუნას ჰარმონიული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დედაშვილობა

#OK! ნატასა და დათუნას ჰარმონიული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დედაშვილობა

July 4, 2023
#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 20, 2025
#OK! მეგან ფოქსის ქუჩის სტილი! მსახიობი იმიჯს Prada-ს ჩანთას უხამებს!

#OK! მეგან ფოქსის ქუჩის სტილი! მსახიობი იმიჯს Prada-ს ჩანთას უხამებს!

April 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

February 16, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები