• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რესტორანი ნამდვილი ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე

June 16, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

დამეთანხმებით ალბათ, რომ სტუმარმასპინძლობა ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ ყველაფრის ნამდვილი მშვენება კი ქართული სამზარეულოა – ძველი ქართული გემოები, რომელიც უნიკალური და განუმეორებელია. სწორედ ქართული კერძების მრავალფეროვნებას გთავაზობთ რესტორანი „ნამდვილი“. ადგილი, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, ქართული მუსიკა და მყუდრო გარემო დაგხვდებათ. რესტორნის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრა ანა ბერიძე, გენერალური მენეჯერი.

 

როგორია რესტორან „ნამდვილის“ კონცეფცია?

თავდაპირველად შეიქმნა სახელწოდება, რომლის ავტორი მწერალი დათო ტურაშვილია. მისი თქმით, ქართულ ბაზარს აკლდა ნამდვილი, ავთენტური გარემო, სადაც სტუმარი შეძლებდა დაეგემოვნებინა მივიწყებული ქართული კერძები და გაეხსენებინა ნამდვილი ქართული გემო.

სახელიდან გამომდინარე, ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდა კონცეეფციის შექმნისთვის და სულ მალე დაიბადა რესტორანი „ნამდვილი“, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ ნამდვილი ქათული კერძები, მოუსმინონ ნამდვილ ქართულ მუსიკას და ისიამოვნონ ნამდვილი სტუმარმასპინძლობით.

ასევე, აღსანიშნავია უცხოელი სტუმრები – მათთვის კიდევ უფრო საინტერესოა ჩვენი სტუმარმასპინძლობის კულტურა. გარდა ქართული კერძებისა, მათ საშუალება აქვთ, მოუსმინონ ეთნოჯაზს, რომელსაც საღამოობით ჩვენი რესტორნის რეზიდენტები, ჯგუფი „ურსა“ ასრულებს და დატკბნენ ქართული ფოლკლორით, რომელსაც, ასევე, ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ანსამბლი „ნამდვილი“ წარადგენს.

 

 

კერძებისა და სამზარეულოს შესახებ გვიამბეთ.

თანამედროვე ეპოქაში ხშირად გვხდება ინტერპრეტირებული კერძები, შეცვლილი გემოთი და ვიზუალით. ეს თავისთავად კარგია, და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით სიახლეებს. თუმცა „ნამდვილის“ შემთხვევაში, ჩვენი ძალისხმევა სრულიად მივმართეთ ძველი, ნამდვილი გემოების გაცოცხლებისკენ, რათა არასოდეს არ მოხდეს მათი დავიწყება და სახეცვლილება. მიგვაჩნია, რომ სახლური გემო ყველაზე გემრიელია, რომელიც გახსენებს ბებიის თუ დედის მომზადებულ კერძებს და გემოსთან ერთად აღძრავს იმ ტკბილ და თბილ ემოციებს, რომელიც ყოველ ჩვენთაგანშია.

 

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც რესტორან „ნამდვილს“ ქმნის.

მოგეხსენებათ, სარესტორნო სფერო საოცარ კრიზისს განიცდის კადრების სიმცირის გამო. ამიტომ გადავწყვიტეთ სრულიად გამოუცდელი კადრის აყვანა და მათთვის სწავლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომსახურების სტანდარტები საჭიროა, თუმცა, ამასთანავე, აუცილებელია ემოციის გაზიარება, აუცილებელია სტუმარი გრძნობდეს ჩვენს სიხარულს მათი სტუმრობისას, ყურადღებას და სითბოს, რომელიც თითქოს ჩაყლაპა სტანდარტებმა. სწორედ ეს არის ჩვენი გამორჩეული აქცენტი, რასაც მუდმივად ვასწავლით თანამშრომლებს.

„ნამდვილის“ მენეჯმენტი კი დაკომპლექტებულია ამ სფეროში წლების გამოცდილების მქონე კადრებით – რესტორნის დამფუძნებელი, რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი შოთა ბურჯანაძე; გენერალური მენეჯერი, ანა ბერიძე და შეფები: ლაშა ბოდაველი და თენგო ფარცვანია. ეს იმ ადამიანთა ერთობლიობაა, რომელიც 24/7-ზე ზრუნავენ, რომ ჩვენთან მოსულმა სტუმარმა შეიგრძნოს და გაითავისოს ის ემოცია, რაც ასე აკლია დღევანდელ სარესტორნო სფეროს.

 

 

სამომავლო გეგმები.

ჩვენს გუნდს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, გავხსნათ რამდენიმე ფილიალი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს დიდ ოჯახს უკვე შემოუერთდა „დაკარგული ქოხი“ ოქროყანაში, რომელიც ივნისის თვეში გაიხსნება და ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება ჩვენი სტუმრებისთვის. „დაკარგულ ქოხში“ დამატებითი სერვისების არსებობა კიდევ უფრო ზრდის ჩვენს მომხმარებელთა რაოდენობას, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებები, ღია საცურაო აუზი და სასტუმრო, რომელიც სტუმრებს აძლევს საშუალებას, მოსწყდნენ ხმაურიან ქალაქს და განიტვირთონ. ეს პროექტი ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა, რასაც ვფიქრობთ, თავს გავართმევთ და ისევე, როგორც რესტორანი „ნამდვილი“, „დაკარგული ქოხიც“ სულ მალე სტუმრების ფავორიტი ადგილი გახდება.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან
ინტერვიუ

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან

October 12, 2025
#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა
OK! News

#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა

October 12, 2025
#OK! Gold Market  თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი
ინტერვიუ

#OK! Gold Market თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი

October 12, 2025
#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან
ინტერვიუ

#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან

October 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ოლივია კულპოსგან: მოდის ინფლუენსერის დახვეწილი სტილი

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ოლივია კულპოსგან: მოდის ინფლუენსერის დახვეწილი სტილი

September 28, 2021
#OK! “მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ბრენდი მაქვს, არასდროს ვურჩევ ქალბატონებს ზედმეტად ბევრი პროდუქტი გამოიყენონ, როდესაც საქმე სახის კანს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ” – რიანა

#OK! “მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ბრენდი მაქვს, არასდროს ვურჩევ ქალბატონებს ზედმეტად ბევრი პროდუქტი გამოიყენონ, როდესაც საქმე სახის კანს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ” – რიანა

February 21, 2024
#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე

June 30, 2022
#OK! დიდი ეპოქის დასასრული – დონატელამ VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა

#OK! დიდი ეპოქის დასასრული – დონატელამ VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა

March 14, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ფოტოგრაფია  მთავარი ცხოვრებისეული არჩევანი – ალექსეი სეროვი

#OK! ფოტოგრაფია მთავარი ცხოვრებისეული არჩევანი – ალექსეი სეროვი

October 12, 2025
#OK! არჩევანი – გზა გამარჯვებისკენ – ნუცა შამილაძე

#OK! არჩევანი – გზა გამარჯვებისკენ – ნუცა შამილაძე

October 10, 2025
#OK! კვებითი აშლილობა, ბიზნესის გაკოტრება და დამალული ღიმილი – რა აღიარა ვიქტორია ბექჰემმა Netflix-თან?

#OK! კვებითი აშლილობა, ბიზნესის გაკოტრება და დამალული ღიმილი – რა აღიარა ვიქტორია ბექჰემმა Netflix-თან?

October 12, 2025
#OK! „ალ პაჩინოთი პირველივე დღეს მოვიხიბლე“ – დაიან კიტონის სამი რომანი და მარტოობა

#OK! „ალ პაჩინოთი პირველივე დღეს მოვიხიბლე“ – დაიან კიტონის სამი რომანი და მარტოობა

October 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები