• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ერთი პატარა ამბავი მახსენდება მაისზე: მეოთხე ან მეხუთე კლასში ვიქნებოდი. სკოლაში მივდიოდი, თეთრი გეტრებით და ბებიას დაუთოებული თეთრი პერანგით. რუსთაველზე მივაბიჯებ. უცებ ვიგრძენი, ცივი წყალი გადამესხა თავზე. დავდექი და არ მივდივარ, ვტირი, ვიკლავ თავს. მეორე სართულიდან ორი თავი იჭვრიტება, იცინიან და თან იმალებიან. დავუმიზნე თვალით და ავირბინე სადარბაზოს კიბე, ვაკაკუნე ყველა კარზე. ბოლოს გამიღო კარგმა ქალმა კარი, მთლიანად სველი ვდგავარ, ვკანკალებ და თან ბავშვებს ვეძებ, ვინც გაიმეტა ვედრო წყალი ჩემს თავზე გადასასხმელად. მეზობლის ქალმა თეთრი პერანგი გამომართვა, ფენით გააშრო და დააუთოვა. ჩემი თმაც შეშრა ამასობაში. კარში გამოსვლისას მითხრა, ზაფხულია უკვე, ბავშვებმა გახუმრებაც ამიტომ გადაწყვიტეს, ცხელაო. უცებ კარი გაიღო და იქიდან ორმა თავმა გამოიჭყიტა. ბოდიშის მოსახდელად გამობოდიალდა გოგო-ბიჭი − ზაფხულია და მაგიტომ გაგწუწეთო. მადლობა ვუთხარი მათ დედას და წამოვედი. მაინც გაწიწმატებული ვიყავი, ბრაზი არ მივლიდა. გარეთ გამოსულმა მეტი სითბო ვიგრძენი, სკოლაში დამაგვიანდა, მაგრამ ერთი კარგი შხაპი კი მივიღე.

 

დამამახსოვრდა ეს ერთი ჩვეულებრივი დღეც, ის სითბოც, გამწვანებული ჭადრებიც მახსოვს, იმ გოგო-ბიჭის სახეც და დედის ზრუნვაც. რატომღაც ეს დღე ჩემთვის მაისთან ასოცირდება და არ მავიწყდება. არსებობს ჩვეულებრივი დღეები და არსებობს მომენტები, რომლებიც ასეთ დღეებს დაუვიწყარს ხდის.

დღეს პირველი მაისია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წუწაობის სეზონი არაოფიციალურად გახსნილია. ბევრი უნდა იყოს ისეთი დღე, რომელიც ჩაგვებეჭდება თავში და იქიდან არსად გაქრება. ამ დღეებს კი ხან მოულოდნელობები ქმნის და ხან თავად ჩვენ. შეგვეძლოს წუთიერი ბედნიერების განცდა, წუთის დაჭერა − ცალკე ხელოვნებაა ალბათ. ყოველთვის მომწონდა და მომწონს ადამიანები, ვისაც ცხოვრება უყვარს, ვინც აფასებს ასეთ მომენტებს და ქმნის მათ.

წელს მაისი აღდგომის თვეა, ვარდობის თვეა, იმედის თვეა, სიყვარულისა და სიკეთის თვეა. მე ასე მინდა მჯეროდეს. ირგვლივ ყველაფერი ყვავის, და აყვავებული ბუნება, გამწვანებული ქუჩები და მთები, ვგონებ საკმარისი მიზეზია სიცოცხლის სიყვარულისთვის. რამდენჯერ მიფიქრია, დამიწერია, შემიგულიანებია სხვა თუ ჩემი თავი, ავმდგარვარ წაქცეული, გავმთბარვარ გაყინული, დამიჯერებია დაუჯერებლის. და ეს ყოველთვის ყოფილა არჩევანი − არჩევანი უკეთესისკენ, მაშინაც კი, როდესაც ეს თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნია. ჩემთვის სუპერგმირები არიან ასეთი ადამიანები − ნამდვილი გმირები, რომლებმაც არჩევანი სიცოცხლისკენ, სიკეთისკენ და სიყვარულისკენ გააკეთეს. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ყოველთვის ვიპოვოთ ძალა ჩვენს თავში, ვიზეიმოთ სიცოცხლე, ვიზეიმოთ ჰაერი, მზე და ცის ლურჯი ფერი, ვიხაროთ აყვავილებული ხეებით, ბედნიერები ვიყოთ ერთი ჩახუტებით ან კოცნით. თავად ვიყოთ მიზეზი სიხარულისა და ღიმილის, ბედნიერების.

მთელი გულით გისურვებთ ამას.

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორის რჩევით

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი
OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგ და ინიექციონისტ მონიკა პაკელიანთან

#OK! ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგ და ინიექციონისტ მონიკა პაკელიანთან

October 8, 2022
#OK! წიგნის ჩუქების დღე – 23 აპრილი ახლოვდება!

#OK! წიგნის ჩუქების დღე – 23 აპრილი ახლოვდება!

April 17, 2021
#OK! ქართული ფეხბურთის ლეგენდა – ვლადიმერ გუცაევი

#OK! ქართული ფეხბურთის ლეგენდა – ვლადიმერ გუცაევი

March 29, 2025
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის, Kylie Cosmetics-ის ახალ პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის, Kylie Cosmetics-ის ახალ პროდუქციას არეკლამებს!

June 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

September 6, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები