• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – მარიამ მჟავია

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და კონტენტ კრეატორი მარიამ მჟავიაა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა დღევანდელ დღემდე არაერთი გამოწვევა გაიარა, წარმატებით გაუმკლავდა ყველა ეტაპს და დღეს უკვე რამდენიმე კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის თუ მომსახურების დადებითი რეპუტაციის შექმნას ემსახურება.

 

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
მოგესალმებით. მე ვარ მარიამ მჟავია, პროფესიით სოციოლოგი და ზოგადი განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. თუმცა დღევანდელი ჩემი საქმიანობა სულ სხვა სფეროს უკავშირდება. ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სოციალური მედიის კუთხით, კონტენტ კრეატორი. ასევე ჩემს ქალაქში ყველაზე დიდი ფეისბუქ ჯგუფის – „სიახლე ქუთაისში“-ს ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც ემსახურება ქუთაისის შესახებ სიახლეების გავრცელებას და კომუნიკაციის დამყარებას ჩემს თანაქალაქელებში. ჯგუფი ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს და 50 000-ზე მეტ წევრს ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში ვითანამშრომლეთ 100-ზე მეტ კომპანიასთან და ჩართულები ვიყავით არაერთ სოციალურ კამპანიაში. გარდა ამ მასშტაბის ურთიერთობებისა, უკვე 2 წელზე მეტია ვარ რეგიონში ყველაზე წარმატებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის, „ხონელიძის კლინიკის“ პიარ-მენეჯერი და იგივე პოზიციას ვიკავებ კიდევ ერთ წარმატებულ სტომატოლოგიურ კლინიკაში – „გალაქტიონ მახვილაძის სტომატოლოგიური კლინიკა“.
როგორც მიხვდით ჩემი საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია, სადაც ვემსახურები ამა თუ იმ კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის თუ მომსახურების დადებითი რეპუტაციის შექმნას.

 

 

გზა რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ. თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ გვიამბეთ.
გზა, რომელიც აქამდე გავიარე, იყო ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე. თითოეული ჩემი წარმატებული ნაბიჯი დაკავშირებულია უზომოდ დიდ შრომასთან, სწორად დასახულ მიზნებთან და რაც მთავარია გამართლებასთან. თუმცა სანამ ამ სფეროს დავუკავშირებდი ჩემ თავს, პირველი კურსიდანვე მუდმივად ვმუშაობდი სხვადასხვა მიმართულებით. როგორც პროფესიული უნარების განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა გამოცდილებების შეძენის მიზნითაც. როგორც ზოგადი განათლების მენეჯერი, ვმუშაობდი სამინისტროს პროექტში, „ახალი სკოლის მოდელი“, რის ფარგლებშიც აქტიურად მქონდა ურთიერთობა საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ვეხმარებოდით მათ სასწავლო გეგმების გამართვასა და ჩამოყალიბებაში. ეს იყო პირველი ჩემი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა, რომელიც მოითხოვდა მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას და ჩემი გამოცდილებების მართებულად გაზიარებას, რაც შემდგომ პირდაპირ პროპორციულად აისახებოდა სასწავლო პროცესების გაუმჯობესებაზე.
რაც შეეხებ, ჩემ პიარ-მენეჯერობას და იმ პოზიციას რაც დღეს მიკავია, აქამდე მოსასვლელად გამოვიარე უამრავი პატარ-პატარა ნაბიჯი და გამოწვევა. ახალბედა კომპანიებთან ურთიერთობა, მათი პროდუქტების რეკლამირება, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე საჯარო სფეროში და ბოლოს მასშტაბური და უკვე შემდგარი კომპანიების სტრატეგიებზე მუშაობა, რისი გამოცდილებაც, სწორედ ამ წლების განმავლობაშიც დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა.

 

როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე?
აუცილებლად გამოვყოფდი რამდენიმე ფაქტორს, რაც ვფიქრობ აუცილებლად დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. ეს არის პირველ რიგში იმ საქმის სიყვარული და ინტერესი რასაც ემსახურები, შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება. ჩემი წარმატებულობა სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა. ასევე მაქსიმალიზმმა, რაც ჩემ ხასიათში დევს. საქმის ბოლომდე და მთელი გულით შესრულება. საყვარელი საქმის მისაგნებად აუცილებლად მეტი კითხვები დავუსვათ საკუთარ თავს, გავიაზროთ ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და მთელი ენერგიით ვემსახუროთ იმ საქმეს რასაც გადავწყვეტთ. შესაძლებელია ადამიანს უამრავი წელი დასჭირდეს საყვარელი საქმის მისაგნებად და ეს სულაც არ იყოს იოლი გზა. თუმცა ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში. დაგვაკარგინოს ძიების და სიახლეების აღმოჩენის სურვილი.

 

 

რა გაძლევთ მოტივაციას?
მოტივაციას მაძლევს ჩემ მიერ შექმნილი და ნაკეთები საქმეების ხარისხი. როცა სულს და გულს ვდებ, შედეგიც არ აყოვნებს ხოლმე. ასევე ადამიანების მადლიერება და უკუკავშირი, რასაც ისინი გასცემენ ჩემდამი. ყველას უყვარს შექება, დადებითი კომენტარების კითხვა, მაგრამ როცა ეს გულწრფელია და ამას ადამიანების თვალებში კითხულობ, ეს კიდევ უფრო მამოტივირებს და ასმაგი ენერგიით მავსებს ახალი გამოწვევების დასაძლევად.

 

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?
აუცილებლად, ყველა ახალბედა სპეციალისტს ამ სფეროში ვურჩევდი, არ ითაკილონ არაფერი, იშრომონ დაუღალავად, იყვნენ ინტერესიანები, მაძიებლები, კრეატორები და წინ წამოწიონ საკუთარი ინდივიდუალიზმი, რითიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდიან საკუთარ პერსონას. ასევე აუცილებელია პოზიტიური განწყობის შექმნა და თავაზიანი კომუნიკაცია. თითოეული ადამიანი და მათთან რამდენიმე წუთიანი კონტაქტი თუ თანამშრომლობა, არის იმ სოციალური კაპიტალის ნაწილი, რაც საბოლოო ჯამში უდიდესი კონტაქტების არმიის ქმნის.

 

 

როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?
ჩემი მიზნები დაკავშირებულია რა თქმა უნდა საკუთარ პროფესიასთან. მინდა კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვიმუშაო და წვლილი შევიტანო სხვადასხვა კომპანიების სწორი კუთხით განვითარებასა და წარმატებაში. განვავითარო საკუთარი პროფესიული უნარები და ვიყო ერთ-ერთი წარმატებული და კონკურენტული მენეჯერი ამ სფეროში. ასევე ჯგუფთან მუშაობის თვალსაზრისით, დავამატებთ ახალ პლატფორმებს, როგორც ვებ გვერდს, ასევე მობილურ აპლიკაციას. რაც დამეხმარება ჩემი, როგორც ჯგუფის ერთ-ერთი შემქმნელის და ადმინისტრატორის საქმიანობის მასტშტაბების გაზრდასა და განვითარებაში.

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 21, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მედიცინა და სიყვარული ერთად – აბულაძეების ოჯახური ტანდემი

#OK! მედიცინა და სიყვარული ერთად – აბულაძეების ოჯახური ტანდემი

June 6, 2024
#OK! საქართველოს ცხოველთა ფედერაცია – 24 საათი თქვენი ოთხფეხა მეგობრების სამსახურში

#OK! საქართველოს ცხოველთა ფედერაცია – 24 საათი თქვენი ოთხფეხა მეგობრების სამსახურში

October 20, 2024
#OK! “მეგან ფოქსი MGK-ისთან დაშორების შემდეგ ემინემით დაინტერესდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები მსახიობის შესახებ

#OK! “მეგან ფოქსი MGK-ისთან დაშორების შემდეგ ემინემით დაინტერესდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები მსახიობის შესახებ

February 17, 2023
#OK! პროფესიონალი – ინტერვიუ გუგა ქაშიბაძე

#OK! პროფესიონალი – ინტერვიუ გუგა ქაშიბაძე

July 7, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „მის სამყარო 2025“ მექსიკელი ფატიმა ბოში გახდა

#OK! „მის სამყარო 2025“ მექსიკელი ფატიმა ბოში გახდა

November 21, 2025
#OK! ქეით მიდლტონი ორი წლის შემდეგ Royal Variety Performance-ზე დაბრუნდა

#OK! ქეით მიდლტონი ორი წლის შემდეგ Royal Variety Performance-ზე დაბრუნდა

November 20, 2025
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები