ბენდი „ჩვენი“ უკვე ორი წელია, რაც შეიქმნა და მუსიკალურ სფეროში აქტიურად საქმიანობს. სხვადასხვა მუსიკალურ გადაცემებში მონაწილეობს და პარალელურად წინ ბევრი სამომავლო გეგმა აქვს განსახორციელებელი.
ბენდის წევრები
ანამარია იაკობაშვილი (ვოკალი)
ლუკა გელაშვილი (ვოკალი, ელექტროგიტარა)
აკაკი კოპალიანი (დასარტყამი ინსტრუმენტი)
ავთო ხურციძე (ბასგიტარა)
რეპერტუარი
რეპერტუარი cover-ისგან შედგება და როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპოზიციები სრულდება. ძირითადი ორიენტირი ქართული მუსიკაა, რომელსაც მრავალფეროვანი და გამორჩეული მუსიკალური ნაწარმოებები აქვს. ბენდი ქართული მუსიკის წარმოჩენას და საზოგადოებისთვის გაცნობას მუდმივად ცდილობს.
ღონისძიებები
ბენდი „ჩვენი“ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს და მსმენელისგან ბევრი დადებითი ემოცია მოდის, რაც ხელოვანებისთვის განსაკუთრებული სტიმული და პასუხისმგებლობის შეგრძნებაა.
ბენდს ჯერჯერობით საავტორო მუსიკალური ნომრები არ აქვს, თუმცა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ქართული მუსიკის განვითარებაში ბენდს თავისი წვლილი შეაქვს და სათქმელსაც ამბობს.
ტექსტი: ნანა კუკულავა
ფოტო: ნინი გორდაძე