25 წლის სუპერმოდელი, კენდალ ჯენერი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ პაპარაცების ობიექტივში ის საკმაოდ ხშირად ხვდება. ამჯერად კენდალი მალიბუში მეგობრებთან ერთად, რესტორან Nobu-ს სტუმრობისას შენიშნეს.
კენდალმა არჩევანი კომფორტულ და გემოვნებიან იმიჯზე შეაჩერა. მას მაღალწელიანი, ჯინსის შარვალი, თეთრი ტოპი და დიდი ზომის პერანგი ეცვა, რომელსაც შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მწვანე ჩანთა შეუხამა.