• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! დღეს ლილი კოლინზი 34 წლის გახდა – Emily in Paris-ის ვარსკვლავი და ამავდროულად პროდიუსერი, რომელიც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვად ქალ მსახიობად დასახელდა

March 18, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ჟამს Netflix-ის ახალი სერიალი „ემილი პარიზში“ მაყურებლისთვის შესანიშნავი განსატვირთი საშუალება აღმოჩნდა. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედია ახალგაზრდა გოგონას შესახებაა, რომელიც ჩიკაგოდან პარიზში ფრანგული მარკეტინგული ფირმისთვის სამუშაოდ გადადის.

კომპანია, რომელშიც სერიალის მთავარი გმილი ემილი კუპერი მუშაობს, ნაკლებად კეთილგანწყობილი თანამშრომლებითაა სავსე, რომლებიც მას ფრანგული ენის არცოდნის გამო კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნიან. პირველი სეზონის განმავლობაში ემილი ცდილობს ფრანგულ მარკეტინგულ ფირმაში მომუშავე პერსონალს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და ამერიკულ კულტურასთან შერწყმით მათ სამუშაოს სიახლე შესძინოს.

ემილის ახალი ცხოვრება თავგადასავლებითა და გამოწვევებითაა სავსე. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ის ფარხმალს არ ყრის და საკუთარ პოზიციას ყოველთვის მყარად იცავს, ემილი გამუდმებით სამსახურზე ფიქრობს და კომპანიისთვის სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნას ცდილობს. მას სურს კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს უფროსზე და ფრანგული მარკეტინგული ფირმის მოდერნიზაციისთვის ახალ იდეებზე მუშაობს.

Netflix Announces Emily in Paris Season 2 Premiere Date [WATCH] | PEOPLE.com

მანამ, სანამ შემოქმედებითი და სამსახიობო ჯგუფი მომდევნო სეზონის შექმნითაა დაკავებული, წარმოგიდგენთ სახალისო დეტალებსა და საინტერესო ფაქტებს ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებელი რომანტიკული კომედიის შესახებ.

Emily in Paris' Craziest Looks, Rated – WWD

Netflix-ის რომანტიკულ კომედიას ხშირად ადარებენ ისეთ პოპულარულ პროექტებს, როგორებიცაა: „სექსი დიდ ქალაქში“, „ჭორიკანა“ და „ეშმაკს აცვია პრადა“. თუ მოდისა და კინოს სიახლეებით დაინტერესებული ხართ და ხშირად ადევნებთ თვალს მსგავსი სტილის სერიალებს, უთუოდ შეამჩნევდით მათ შორის მსგავსებას.

ამერიკელი რეჟისორის და პროდიუსერის დარენ სტარისა და კოსტიუმების დიზაინერის პატრისია ფილდის კოლაბორაციით სერიალში უამრავი განსხვავებული ჩაცმულობა შეიქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ პატრისია და დარენი ერთად მუშაობდნენ სერიალზე „სექსი დიდ ქალაქში“ მაყურებლისთვის ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ემილი კუპერის ჩაცმულობა ძალიან ჰგავს ქერი ბრედშოუს სტილს.

„ვფიქრობ, ისევე როგორც მე, ემილისაც ძალიან მოსწონს „სექსი დიდ ქალაქში“, რადგან ქერი ბრედშოუს სტილი ორიგინალურია და ყველასგან განსხვავებული. არ არის გამორიცხული, რომ ემილი იყენებდეს ქერის მოდურ მომენტებს სტილის ინსპირაციისთვის. ეს ბუნებრივია, მათ ხომ ძალიან ბევრი საერთო აქვთ, ორივეს უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებენ და აქვთ გამოცდილება საკუთარ საქმიანობაში.“

 

 

„მიუხედავად დიდი მსგავსებისა, ჩვენ არ გვინდოდა შეგვექმნა ახალი ქერი, იმიტომ რომ ის ერთადერთია და განუმეორებელი. ჩვენ გვსურდა შეგვექმნა ახალი პერსონაჟი, ორიგინალური სტილით, რომელიც სხვა ყველასგან რადიკალურად იქნებოდა განსხვავებული. მესმის, როდესაც ემილის პერსონაჟს ქერი ბრედშოუს ადარებენ, რადგან ორივეს უყვარს მოდა. ვფიქრობ ამ შედარების მოსმენა თავად ემილისაც ძალიან ესიამოვნებოდა, თუმცა მას არ ენდომებოდა მისთვის მიებაძა.“ – აცხადებს „ემილი პარიზშის“ მთავარი როლის შემსრულებელი და ამავდროულად სერიალის პროდიუსერი ლილი კოლინსი.

მოდა, კულტურა, რომანტიკა და ფრანგული სამზარეულო, ეს ის დეტალებია, რომლებიც მაყურებლისთვის სერიალში მიმზიდველ გარემოს ქმნიან. სერიალის ერთ-ერთ სერიაში მოქმედება Paris Opera House-ში ვითარდება, რომლის ინსპირაციაც ოდრი ჰეპბერნი გახდა მიუზიკლიდან Funny Face.

 

Emily in Paris : เจาะ Luxury Items ของเอมิลี่ - KATE💋 STYLE

 

„გადასაღებ მოედანზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კი პატრისიასთან თანამშრომლობა, ის მიგზავნიდა ფაილებს და მეკითხებოდა, როგორი სამოსი უფრო მოუხდებოდა და გამოხატავდა საუკეთესოდ ემილის. მას აქვს თამამი და დამოუკიდებელი სტილი, რაც ყველასგან გამორჩეულია და ამისთვის ბოდიშს არასდროს იხდის. ემილი არის რომანტიკული ადამიანი, რომელიც სამსახურზეა ორიენტირებული, მას არ უნდა საკუთარი თავის ბუნებრივი ვერსიის შეცვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ემილის პერსონაჟისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი მთავარი კი ის არის, რომ ღიად შეხვდეთ სიახლეებს და წინააღმდეგობის არ შეგეშინდეთ. ეს არის გაკვეთილი, რომელიც მე ცხოვრებისეული გამოცდილებისგან ვისწავლე.

 

Emily In Paris Season 2: Netflix Release Date, Trailer, Cast & Plot | British Vogue

საინტერესო სიუჟეტის პარალელურად სერიალმა მაყურებლის ყურადღება მოდის გამორჩეული მომენტებით მიიპყრო. რომანტიკულ კომედიაში ასახულია პარიზული ცხოვრება, თუმცა სერიალი ბევრი სტერეოტიპული შინაარსის სცენას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს დიდი წარმატება ხვდა წილად და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, ემილის ჩაცმულობა კრიტის ობიექტი არაერთხელ გახდა.

ფრანგი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ შოუ ეყრდნობა კლიშეებს და ცრურწმენებს, რომლებიც ამერიკელებს მათ საზოგადოებაზე გააჩნია. ემილის ხშირად ახურავს ბერეტი, აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, კოქტეილის კაბები და ფლორალური პრინტით გაფორმებული სამოსი. კრიტიკოსების აზრით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პარიზის ქუჩებში მოსიარულე ემილის ჩაცმულობა ქალაქური ცხოვრების სტილს არ ერწყმის.

 

Emily In Paris': Netflix, Lily Collins Drop First-look Photos Of Season 2

 

ემილის პერსონაჟისგან განსხვავებით, დადებითი გამოხმაურება მოიპოვა მისი ფრანგი მეგობრის ჩაცმულობამ, რომლის როლსაც მსახიობი და მოდელი კამილ რაზატი ასრულებს. მაყურებლის აზრით მისი სტილი უფრო „პარიზული“, ამავდროულად კი მოდური და კომფორტულია. გოგონების რადიკალურად განსხვავებული ჩაცმულობის გამო არსებობს თეორია, რომ ემილის კოსტიუმების უმეტესობაა განზრახაა „არაპარიზულად“ და „უგემოვნოდ“ შექმნილი, რათა ხაზგასმით გამოიკვეთოს განსხვავება თავად ემილისა და მისი ფრანგი კოლეგების სტილს შორის.

სერიალის გარშემო არსებული უამრავი კრიტიკის მიუხედავად ერთი რამ ფაქტია, „ემილი პარიზში“ ძალიან კარგად ასახავს მოდის ინდუსტრიასა და სოციალურ ქსელებს შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ძველ მედიას, რომელიც კვლავ მისტიკურობასა და სოციალურ იერარქიას ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ „ემილი პარიზში“ დაზუსტებით არ ასახავს ქალაქურ ცხოვრებას, მასში მაინც არის ნამდვილი პარიზული ელემენტები, სერიალში ჩანს ისტორიული არქიტექტურული ნაგებობები, ღირსშესანიშნაობები და ფრანგული სამზარეულო.

 

Emily in Paris Season 2: See Photos From the Set | PEOPLE.com

 

 

ოფიციალური თრეილერი:

კადრები მეორე სეზონის გადასაღები მოედნიდან:

Say Bonjour to the First Photos of Emily in Paris Season 2 - E! Online

Emily in Paris Season 2 News, Release Date, Cast, Spoilers, and More

Emily in Paris' Season 2: Everything We Know So Far About the Hit Show's Return | Vogue

Emily in Paris Season 2 Preview | A Sneak Peek of Emily's Outfits - YouTube

Everything We Know About 'Emily in Paris' Season 2 - PureWow

Emily in Paris Season 2: See Photos From the Set | PEOPLE.com

Emily In Paris': Netflix, Lily Collins Drop First-look Photos Of Season 2

 

გაიგე მეტი: Emily In ParisNetflixემილი პარიზშილილი კოლინსი

ასევე გაეცანი

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს
Fashion News

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

June 27, 2025
#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?
Fashion News

#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?

June 27, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან
Fashion News

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 24, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში
Fashion News

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დემი ლოვატოსა და ნოა საირუსს შესაძლოა რომანი აქვთ

#OK! დემი ლოვატოსა და ნოა საირუსს შესაძლოა რომანი აქვთ

July 5, 2021
#OK! 2021 წლის 15 ყველაზე გახმაურებული მოდური მოვლენა

#OK! 2021 წლის 15 ყველაზე გახმაურებული მოდური მოვლენა

December 27, 2021
#OK! გამორჩეული ჯილდო

#OK! გამორჩეული ჯილდო

December 2, 2023
#OK! რატომ გაიზარდა მოთხოვნა ბრენდული პროდუქციის ასლებზე?

#OK! რატომ გაიზარდა მოთხოვნა ბრენდული პროდუქციის ასლებზე?

April 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

June 24, 2025
#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

June 25, 2025
#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

June 29, 2025
#OK! რიზ უიზერსპუნს წიგნის კლუბმა 900 მილიონი დოლარი მოუტანა

#OK! რიზ უიზერსპუნს წიგნის კლუბმა 900 მილიონი დოლარი მოუტანა

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები