• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Kids

#OK! ბავშვის მომზადება და ადაპტაცია ბაღისთვის – ინტერვიუ „მონტესორის საბავშვო ბაღის“ დამფუძნებელთან

May 15, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

დამეთანხმებით, თითოეული ბავშვის განვითარებაში ბაღი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. სწორედ ეს არის საწყისი ჩვენი პიროვნებად ჩამოყალიბების, შესაბამისად, ნებისმიერი მშობელი დიდი მონდომებით არჩევს ბაღს თავისი შვილისთვის. საბავშვო ბაღი „მონტესორი“ უკვე გაიცნო ჩვენმა მკითხველმა. ამჯერად კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი თემით დაგიბრუნდით – ბავშვის მომზადება და ადაპტაცია ბაღისთვის. ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „მონტესორის“ თანადამფუძნებელი და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი, ინგა პატარაია გვიპასუხებს.

ქალბატონო ინგა, აღსანიშნავია, რომ ყველა მშობელი განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით არჩევს საბავშვო ბაღს თავისი შვილისთვის. რატომ უნდა ავირჩიოთ „მონტესორი“?

მშობლებისთვის საბავშვო ბაღის შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია. ვთანხმდებით იმაზე, რომ პატარებისთვის ახალი გარემო მაქსიმალურად კომფორტული და საინტერესო უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, თუ ვინ მონაწილეობს ჩვენი პატარას აღზრდაში და რა მეთოდებს იყენებს მისი განვითარებისთვის. საბავშვო ბაღი „მონტესორი“ კი სასწავლო პროცესს საერთაშორისო სტანდარტებით ახორციელებს, კერძოდ, მეთოდური ნაწილი მარია მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკით მიმდინარეობს.

 

 

რატომ „მონტესორი“?

საუკუნეზე მეტია, რაც მარია მონტესორის სახელი, როგორც რეფორმატორულ-პედაგოგიკური მოძრაობის გამოჩენილი წარმომადგენელი, ცნობილი იტალიელი პედაგოგი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, შეუნელებლად იპყრობს და იზიდავს საზოგადოების ყურადღებას. დღევანდელობაში მარია მონტესორის მეთოდი არა მხოლოდ აქტუალობას ინარჩუნებს მთელ მსოფლიოში, არამედ სრულიად ადეკვატურია თანამედროვე განათლების მიზნებისთვის, რომლებიც მიმართულია ბავშვის თვითაღზრდასა და თვითგანვითარებაზე. ჩვენს ძირითად პრინციპს წარმოადგენს განათლების ჰუმანიზაცია და ბავშვის პიროვნების თავისუფალი განვითარება, მისი ბუნების და პროცესების გაგება – ანალიზის საფუძველზე, რის გამოც გადავწყვიტეთ მნიშვნელივანი ნაბიჯები გადაგვედგა საქართველოში განათლების სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში და დავაფუძნეთ მონტესორის საერთაშორისო სკოლა. საქართველოში „მონტესორის ბაღი“ 2021 წლის 4 აპრილს გაიხსნა და დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში, განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქართულ პედაგოგიურ აზროვნებაში, ბავშვის აღზრდისა და სწავლების მეთოდებში. მონტესორის სისტემა მეცნიერულად დასაბუთებული, ზედმიწევნით მოფიქრებული, ცხოვრებაში შემოწმებული მეთოდია ბავშვის ფსიქიკური შინაარსისა და ზრდის დაკვირვებისთვის. პედაგოგიურ სისტემაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში ადამიანის დამოკიდებულება თავისუფლებისა და ღირსებისადმი. ამიტომაც ჩვენი აღზრდის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა – „პატივისცემა ბავშვის სულიერ თავისუფლებას“. ჩვენს მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდა. ვფიქრობთ, აქედან გამომდინარეობს მონტესორის მეთოდიკის მთავარი დევიზი: „დამეხმარე, რომ მე თვითონ შევძლო ამის გაკეთება“. მონტესორის სისტემაში თავისუფლება ნიშნავს ბავშვის თავისუფლად გადაადგილებას დიდაქტიკურად მომზადებულ გარემოში. თავისუფალი საქმიანობის პირობებში ბავშვი სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას. აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას გადაწყვეტილების მიღებისას, განიცდის სიხარულის გრძნობას ამ პროცესისა და საქმიანობისგან. ამას გარდა, იგი ავითარებს გამძლეობასა და მოთმინებას, რომელიც აუცილებელია ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

 

 

რას ნიშნავს იყო „მონტესორის“ მასწავლებელი და გუნდის წევრი?

ჩვენს ბაღში პედაგოგის ფუნქცია განსაკუთრებულია, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მონტესორის სისტემაში მასწავლებლის როლს წარმოადგენს გარემოს კონტროლი და ბავშვის სწავლის წარმართვა. მასწავლებელმა უნდა უსმინოს ბავშვს და არა ბავშვმა მასწავლებელს. მასწავლებელი პირდაპირი ჩარევის გარეშე უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს კარგს და არ წაახალისოს ცუდი ქცევა. მასწავლებელი ხდება ბავშვის ნებისყოფის ძალა, მოქმედებისკენ მისი წამბიძგებელი. ის არის შუამავალი, რომელიც ქმნის კავშირს ბავშვსა და განმავითარებელ გარემოს შორის. ხელმძღვანელი აკვირდება ბავშვების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში ერთვება და უწევს მათ დახმარებას. ორგანიზატორი ქმნის „მომზადებულ გარემოს“, რომელშიც ბავშვი თავისუფლად გადაადგილდება და ირჩევს მისთვის სასურველ მასალას. დამკვირვებელი აკვირდება ბავშვებს, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს საქმიანობაში. მონტესორი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს გაუღვიძოს ბავშვებს თვითმოტივაცია. ემსახურო ბავშვს – ნიშნავს იგრძნო, რომ ადამიანის სულს ემსახურები. სულს, რომელმაც თვითონვე უნდა შექმნას თავისი თავი.

საკლასო ოთახებზე რომ მოგვიყვეთ.

ჩვენს საბავშვო ბაღში საგანგებოდ მომზადებული სასწავლო გარემოა. მისი შექმნისათვის გავითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები. ადვილად ხელმისაწვდომ თაროებზე უხვადაა განლაგებული მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარების შემცველი დიდაქტიკური მასალა. ბავშვისათვის მონტესორი-მასალები ეს არის „სამყაროს გასაღები“, რომლის მეშვეობითაც მას სისტემაში მოჰყავს თავისი ქაოსური წარმოდგენები სამყაროს შესახებ. მონტესორის აზრით მასალა „…ბავშვისათვის შინაგანი სამუშაოს დამხმარე და ხელმძღვანელი უნდა იყოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი იზოლირებული არ უნდა იყოს სამყაროსგან. მას ეძლევა „იარაღი“, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დაეუფლოს მთელ სამყაროს და მის კულტურას“. მონტესორმა გამოყო 6 წლამდე ბავშვის განვითარების 6 ძირითადი სენსიტიური პერიოდი: ლაპარაკის განვითარების, სენსორული, აღქმითი და წესრიგის დამყარების სენსიტიური, უმცირესი საგნების მოძრაობების და მოქმედებების ათვისებისა და სოციალური განვითარების პერიოდები.

ნებისმიერი მშობლისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვის მომზადება და ადაპტაცია ბაღისთვის. რას ურჩევდით მათ?

ადაპტაცია – ეს არის სიცოცხლის პირველი პერიოდი. ბავშვს აქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა, რომელსაც მიჰყავს ის ყველაფრის ათვისებისკენ, რაც მასთან ახლოს არის, და თავად ეს სამუშაო, დაკვირვებისა და შეთვისებისა, არის ადაპტაცია. ნაბიჯ-ნაბიჯ აგებს ძლიერ პიროვნებას, რომელიც ადაპტირებულია მის ქვეყანასა და დროსთან. საბავშვო ბაღში ადაპტაციისთვის არსებობს გარკვეული ფაქტორები: ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარების დონე, ზრდასრულებსა და თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, საგნებით თამაშის ფორმირებულობა და სახლის რეჟიმის მსგავსება საბავშვო ბაღის რეჟიმთან. კარგი პრაქტიკაა, ფსიქოლოგმა ადაპტაციის წინა პერიოდისთვის დაგეგმოს ჯგუფური მუშაობები – არტთერაპიული სამუშაოები, განმავითარებელი თამაშები, სახალისო აქტივობები. ამ ყველაფერში მონაწილეობა უნდა მიიღონ მშობლებმაც, ჩემი რჩევაა პერიოდულად ჩამოშორდნენ ბავშვებს ამ აქტივობების დროს და თანდათან გაზარდონ დატოვების დრო. ასე პატარა ნელ-ნელა ეჩვევა დამოუკიდებლობას, ინტერესდება გარემოთი და იფართოებს საკომუნიკაციო არეალს, სანაცნობო წრეს. ბაღში შეყვანამდე სასურველია, მშობლებმა გარკვეული პერიოდულობით ბავშვი დაუტოვონ ხოლმე მათთვის ახლო და სანდო ადამიანებს, უთხრან ბავშვს, რომ დედიკო და მამიკო ცოტა ხნით საქმეზე წავლენ და აუცილებლად დაბრუნდებიან. თავდაპირველად შეიძლება 5 წუთით დატოვონ და მოაკითხონ, შემდეგ 15 წუთით და ა.შ. ამით ბავშვი დარწმუნდება, რომ მშობლები არ ატყუებენ და ისინი ყოველთვის ბრუნდებიან. ასევე მშობლებს ვურჩევ, ისაუბრონ ბაღზე და ბავშვის საქმიანობაზე პოზიტიურ ჭრილში. გამოიყენეთ ფრაზები: „შენ უკვე ისეთი დიდი ხარ, დედიკოს და მამიკოსავით ყოველდღე დადიხარ სამსახურში“; „რა კარგია, რომ ვიპოვეთ ასეთი კარგი ბაღი“; „რა კარგია, რომ ასეთი კარგი მასწავლებელი გყავს“; „ნეტავ ხვალ რა თამაშებს მოიფიქრებს მასწავლებელი? ვგიჟდები, ისე მაინტერესებს“; „მეც მინდა ასეთი ფერადი სამსახური მქონდეს“…

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია ბაღში გატარებული წლები ბავშვის მომავალი განვითარებისთვის და როგორია „მონტესორის“ როლი ამ საკითხში?

ყველა ბავშვი თავისი პიროვნების შემოქმედია. ბავშვობა – ეს ეჭვგარეშე ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია ცხოვრებაში. ის უნდა იქნას გამოყენებული განათლებისა და განვითარებისთვის, ნებისმიერი წარმოსადგენი და შესაძლო საშუალებით. განვითარების კანონების თანახმად, ბავშვებს აქვთ ბუნებრივი შესაძლებლობები საკუთარი თავის, როგორც პიროვნების შესაქმნელად. მარია მონტესორი ამბობდა, რომ ცხოვრების ყველაზე მთავარი ნაწილი არის პერიოდი დაბადებიდან 6 წლამდე, რადგან ამ პერიოდში ინტელექტთან ერთად ადამიანის ფსიქიკა ყალიბდება. ბავშვის გონებას აქვს უნარი, უნებლიეთ შთანთქოს, შეისრუტოს, კლასიფიკაცია გაუკეთოს გარემოში მიღებულ შთაბეჭდილებებს და აბსტრაგირდეს მათგან. ბავშვის გონებას აქვს უნარი, გაუცნობიერებლად შეითვისოს და შემდეგ პრაქტიკაში გამოიმუშაოს ის, რაც დაინახა, გაიგო და იგრძნო გარემოში. ბავშვმა თავად უნდა განახორციელოს საკუთარი პიროვნების მშენებლობა და, არავინ სხვამ. „ბავშვი ქმნის ადამიანს და არ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც არ შექმნილა ბავშვის მიერ, ვინც ოდესღაც თავად ყოფილა“.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 23, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სიყვარული ზრუნვაა, ხოლო სხვაზე ზრუნვა ბედნიერება… – ინტერვიუ ბედნიერების ელჩთან

#OK! სიყვარული ზრუნვაა, ხოლო სხვაზე ზრუნვა ბედნიერება… – ინტერვიუ ბედნიერების ელჩთან

February 3, 2024
#OK! “სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმდენად მტკივნეულია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი” – ემბერ ჰერდი

#OK! “სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმდენად მტკივნეულია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი” – ემბერ ჰერდი

May 5, 2022
#OK! სკოტ დისიკი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა! წყვილი მაიამიში ისვენებს!

#OK! სკოტ დისიკი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა! წყვილი მაიამიში ისვენებს!

April 7, 2021
#OK! ქუთაისზე შეყვარებული რადიოლოგი

#OK! ქუთაისზე შეყვარებული რადიოლოგი

June 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! შემოდგომის ბუნიობა – რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს?

#OK! შემოდგომის ბუნიობა – რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს?

September 22, 2025
#OK! KVARA by თამთა კვარაცხელია: Kvára is born, Kvára is unique 

#OK! KVARA by თამთა კვარაცხელია: Kvára is born, Kvára is unique 

September 22, 2025
#OK! სიყვარულის ისტორია, რომელიც ზღაპარს ჰგავდა – მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი დაშორდნენ

#OK! სიყვარულის ისტორია, რომელიც ზღაპარს ჰგავდა – მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი დაშორდნენ

September 21, 2025
#OK! ბოროტმოქმედებმა ეგვიპტის მუზეუმიდან მოპარული 3000 წლის სამაჯური გაადნეს და გაყიდეს

#OK! ბოროტმოქმედებმა ეგვიპტის მუზეუმიდან მოპარული 3000 წლის სამაჯური გაადნეს და გაყიდეს

September 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები