• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! Nino’s Cake art გამორჩეული გემო და ვიზუალი

May 9, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პროფესიით ჟურნალისტი ნინო ბუთხუზისთვის კონდიტერია განტვირთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. მისთვის ერთნაირად სასიამოვნოა როგორც ტორტის დიზაინზე, ისე მის გემოზე მუშაობა. ის Nino’s Cake art-ის საშუალებით ცდილობს საზოგადოებას ერთად შესთავაზოს გამორჩეული გემო და განსხვავებული დიზაინი.

 

როგორ გაჩნდა Nino’s cake art-ის შექმნის იდეა?

პროფესიით ჟურნალისტი და დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ. რა თქმა უნდა, ორივე პროფესიით მიმუშავია. ამჟამად კი ვუძღვები ჩემს მცირე ბიზნესს და პარალელურად ვმუშაობ სსიპ კოლეჯ „მერმისში“, სადაც სტუდენტებს სადღესასწაულო ტორტების დიზაინსა და მომზადებას შევასწავლი. ჩემი პირველი შეხება კონდიტერიასთან მოხდა 16 წლის წინ, როდესაც მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ დიდ კომპანიაში – „ტკბილი ქვეყანა“. 3 წელი ვიყავი კონდიტერის პოზიციაზე, შემდეგ 10 წელი – მთავარი დიზაინერის პოზიციაზე. 2021 წელს კი გადავწყვიტე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულიყავი და საკუთარი მცირე ბიზნესი შემექმნა. ასე შეიქმნა Nino’s cake art-ი.

 

თავდაპირველად რა მოლოდინი გქონდათ და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?

თავდაპირველად ვგეგმავდი, რომ საზოგადოებისთვის გამეცნო ჩემ მიერ დამზადებული ტორტების როგორც დიზაინი, ასევე სახლური გემოები. ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ნედლეულის ხარისხი და პროდუქტის ვიზუალი. მიუხედავად ბაზარზე დიდი კონკურენციისა, ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა ჩემი ტორტები. ეს კი დაუღალავი შრომისა და მონდომების შედეგია.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

საქმიანობის დაწყებიდან დღემდე მომხმარებელს ვთავაზობ დახვეწილ და თანამედროვე დიზაინს მრავალფეროვან გემოებთან ერთად. Nino’s cake art-ის ტორტი ნებისმიერი ტიპის დღესასწაულისთვისაა, მათ შორის, საქორწილო, საბავშვო, კორპორაციული. აუცილებლად ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილს და შემდეგ ტორტის დიზაინზე ავსახავ. ასევე, ვთავაზობ მიტანის სერვისს როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე ქალაქგარეთ, რაც მომხმარებლისთვის სერვისს უფრო კომფორტულს ხდის.

 

როგორია დიზაინზე მუშაობის პროცესი?

დიზაინზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, საპასუხისმგებლო და ამავდროულად, შრომატევადია. პროცესში დიზაინერი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ნეგატივისა და ხელის შემშლელი პირობებისაგან. პირველ რიგში, თვითონ უნდა გსიამოვნებდეს, რასაც ქმნი, რომ შედეგიც სათანადო იყოს. აუცილებლად უნდა გავაყოლო დადებითი ემოციები, რომ შემდეგ ეს მუხტი წვეულებაზე გაგრძელდეს და დიდ მხიარულებაში გადაიზარდოს.

ვფიქრობ, Nino’s cake art-ის გამორჩეულობა და ინდივიდუალურობა ნამუშევრებშიც აისახება. თითოეულ მომხმარებელთან ურთიერთობას უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რასაც, საბედნიეროდ, ისინიც გრძნობენ და ხშირ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა მრავალწლიანი მეგობრობით გრძელდება. კმაყოფილი მომხმარებლის რეკომენდაციები კი მაძლევს საშუალებას, ახალ გამოწვევებს არ შევუშინდე და განვვითარდე.

 

სამომავლო გეგმები…

სამომავლოდ ვფიქრობ საკონდიტრო მაღაზიის გახსნას (ამჟამად მხოლოდ მცირე ზომის სახელოსნოს ტიპის საკონდიტროთი შემოვიფარგლები), სადაც ადგილზე მოხდება დამატებით სხვადასხვა სახის ტკბილეულის რეალიზება. ასევე, ვოცნებობ იქვე მცირე ზომის მყუდრო და სასიამოვნო კაფეს მოწყობას, რათა მომხმარებელმა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში შეძლოს ჩემ მიერ მომზადებული ტკბილეულის დაგემოვნება და განტვირთვა.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სასამართლომ ბრიტნი სპირსის მიერ მამის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უარყო

#OK! სასამართლომ ბრიტნი სპირსის მიერ მამის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უარყო

July 2, 2021
#OK! Beyonce ირჩევს დევიდ კომას! მომღერალი ქართველი დიზაინერის 7125 ფუნტის ღირებულების მოსაცმელით!

#OK! Beyonce ირჩევს დევიდ კომას! მომღერალი ქართველი დიზაინერის 7125 ფუნტის ღირებულების მოსაცმელით!

June 7, 2021
#OK! “შეწყვიტე ფოტოშიპის გამოყენება, 25 წლის გოგოს გავხარ… ბუნებრივიც ლამაზი ხარ” – სელმა ჰაიეკის ახალი ფოტო კრიტიკის ობიექტი გახდა

#OK! “შეწყვიტე ფოტოშიპის გამოყენება, 25 წლის გოგოს გავხარ… ბუნებრივიც ლამაზი ხარ” – სელმა ჰაიეკის ახალი ფოტო კრიტიკის ობიექტი გახდა

January 25, 2023
#OK! ვარსკვლავების 20 ყველაზე წარუმატებელი ჩაცმულობა 2025 წელს

#OK! ვარსკვლავების 20 ყველაზე წარუმატებელი ჩაცმულობა 2025 წელს

December 29, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

March 10, 2026
#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები