28 წლის რეპერი Cardi B საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ პაპარაცების ობიექტივში ის საკმაოდ ხშირად ხვდება. ამჯერად Cardi მეუღლესთან Offset–თან პრესტიჟული რესტორნის, Craig’s–ის სტუმრობისას შენიშნეს.
Cardi B–მ არჩევანი შავ–თეთრ ორეულზე შეაჩერა, რომელსაც შავი ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა, Offset-ს კი Lanvin–ის მაისური და Cargo შარვალი ეცვა, რომელსაც ბრილიანტის და ვერცხლის აქსესუარები მოარგო.