• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Doctors – არსენ გვენეტაძე

October 7, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

დღეს ჩვენი რესპონდენტი გახლავთ პროფესორი, გინეკოლოგ/რეპროდუქტოლოგი, „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელი, საქართველოში კოგნიტურ-შემეცნებითი არტის დამფუძნებელი და ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე. მან ჩვენთან პოზიტიური აზროვნებისა და მომავალი თაობის სიყვარულით აღზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიას თქვენს ცხოვრებაში?

ბევრჯერ მითქვამს, ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ექიმობას, რეპროდუქტოლოგიას ავირჩევდი. ჩემი პროფესია უსაზღვროდ მაბედნიერებს. მიმაჩნია, რომ ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობაშია, ხოლო 15% – პროფესიაში. ჩემი პროფესია კი 100%-თ მაბედნიერებს, რადგან იგი თავისთავად მოიცავს ადამიანებთან, მათ შორის ახალგაზრდა წყვილებთან ურთიერთობას. ჩვენი გუნდი წელიწადში 700-ზე მეტ ახალ სიცოცხლეს ქმნის, 2023 წელს კი რეკორდული იყო ეს ციფრი – 791 ახალი სიცოცხლე. როგორ შეიძლება ჩემი პროფესია არ მაბედნიერებდეს?!

მიმაჩნია, რომ რეპროდუქტოლოგია „სიმშვიდის ბედნიერებას“ ნიშნავს, რომ თუ ექიმი სწორად აუხსნის პაციენტს თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის შესაძლებლობებს, იმას, თუ მის ორგანიზმს წლების განმავლობაში კვერცხუჯრედის მარაგის, სპერმის ხარისხის, მილების გამავლობის, საშვილოსნოს ფორმისა და ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით რა სჭირდება, პაციენტს ეცოდინება, რომ, ვთქვათ, ბუნებრივი მეთოდით რამდენიმე თვე შეიძლება მოიცადოს, შემდეგ კი უპრიანია მიმართოს თანამედროვე არტტექნოლოგიებს.

მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი პროფესია, სიყვარული კი ჩემთვის ღმერთივითაა: „ღმერთი ჩემშია და მე ვარ ღმერთში…“

ასევეა სიყვარული, ის ჩემშია და მე ვარ მასში!

ვფიქრობ, ესაა თავისუფლების მწვერვალი საკუთარ თავში!

 

ბატონო არსენ, რაში გვეხმარება პოზიტიური აზროვნება?

ჩემი აზრით, პოზიტიური აზროვნება ენერგიის მომცემი ძალაა. ეს არის ძალა სიცოცხლის შეცნობისა, შეგრძნებისა და სიცოცხლის სიყვარულისა. პოზიტიური აზროვნება გვეხმარება, რომ არსებობა სიცოცხლედ ვაქციოთ.

 

„საკუთარი თავი თუ არ გიყვარს, როგორ შეიძლება ვინმე სხვა მიყვარდეს“, ეს სიტყვები თქვენ გეკუთვნით… როგორ ფიქრობთ, ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული?

სიყვარული ზრუნვაა. როდესაც ვინმეზე ზრუნავ, ეს გიჩენს თბილ ემოციებს და დადებითად გმუხტავს. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ მას უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, თუ გვინდა, რომ დაკარგული თაობა არ გვყავდეს.

დარჩენილი სიცოცხლის მთავარ მიზნად (იკიგაე) გავხადე შემდეგი: მომავალი თაობის ფსიქოემოციური და მენტალური აღზრდისთვის ორსულების (მომავალი მშობლების) განათლება ფსიქოლოგების ჩართულობით. სწორედ ამისთვის, დავსვი ჩემი ქალიშვილი და ვაჟიშვილი, დავწერე ანდერძი, სადაც ვამბობ, რომ ჩემი ქონების გარკვეული ნაწილი მინდა ფონდს – „სიყვარული ზრუნვაა“ – დარჩეს, რომელმაც უკვე დაიწყო ორსულებთან მუშაობა. აღნიშნული ფონდის მიზანია მომავალი თაობის სიყვარულით აღზრდა, უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან.

 

 

2018 წლიდან ხართ „ბედნიერების ელჩი“…

2018 წელს მიუნხენში, ე.წ ფილარმონიაში, სადაც ჩემი კოგნიტურ-ვიზუალური არტის გამოფენაც მქონდა და 500-კაცამდე ეტევა, მიწვეული ვიყავი დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, რომელიც თბილისის შესახებ გადაიღეს. ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი მე ვიყავი, სწორედ ამიტომ მთხოვეს, რომ ჩვენების შემდეგ სიტყვით გამოვსულიყავი. ჩემი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დავასრულე: ,,ყველა ქმედებას ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ ბედნიერება არ იარსებებს ქმედების გარეშე“… ტაშის შემდეგ ქართველი სათვისტომოს ხელმძღვანელი და ფილმის რეჟისორი გამოვიდნენ და მადლიერების ნიშნად გადმომცეს სერტიფიკატი, სადაც ეწერა: „პროფესორ არსენ გვენეტაძეს – ბედნიერების ელჩს“. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ეს წოდება და დღესაც ვამაყობ ამით, ძალიან სასიამოვნოცაა და საპასუხიმგებლოც. სწორედ ამის შემდეგ დავაწესე ბედნიერების ჩუქების დღე, რომელიც გაზაფხულის პირველ კვირა დღეს აღინიშნება და წელს უკვე მეხუთედ აღვნიშნავთ.

 

თქვენთვის რა არის ბედნიერება?

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მხატვარმა, ოთხი შვილის დედამ, რომელსაც სამხატვრო სკოლა აქვს, მითხრა – ორი სიტყვით ახსენი, რა არის ბედნიერება, რათა ჩემს მოსწავლეებს მოვამზადებინო ბედნიერებაზე ნახატები, რომლის გამოფენაც ბედნიერების ჩუქების დღეს გაიმართება, როგორც შარშანო. ჩემი პასუხი ასეთი იყო – როცა სიცოცხლე გიხარია, სწორედ ეს არის ბედნიერება.

„ბედნიერება?!

ბედნიერება დინებაა, დინამიკაა…

მოქმედებაა, სიყვარულის, სიცოცხლის ვნება…

ვნება „თავნება!“

ეს ნაწყვეტია ჩემი ერთ-ერთი ლექსიდან.

 

რა არის ურთიერთობაში მთავარი?

ურთიერთობებში მთავარია სიყვარულის მოვლა და გრძნობის გაფრთხილება. სიყვარული ზრუნვაა, ხოლო სხვაზე ზრუნვა უკვე ბედნიერებაა. მეოთხე წელია, სიყვარულის შესახებ პროზას ვწერ, რომელსაც ჰქვია „თავისუფალი სიყვარულის მოვლა“. „სხვად ყოფნის ნიჭი“ „თავისუფალი სიყვარულის“, თავისი და სხვისი ემოციების, ემოციური ინტელექტის ფლობის ნიჭიერებაა!!!

ოჯახს!

მიყვარხართ, ვგიჟდები თქვენზე,

სიცოცხლე ახია ჩემზე!

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?
Health & Beauty

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია  კესო მუმლაძის ამბავი

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია კესო მუმლაძის ამბავი

March 13, 2025
#OK! ჭიქა ყავასთან – ტასო გომელაური (ვიდეო)

#OK! ჭიქა ყავასთან – ტასო გომელაური (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! რაიან რეინოლდსისა და ბლეიკ ლაივლის ოჯახური იდილია: წყვილი ქალიშვილთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად სეირნობს

#OK! რაიან რეინოლდსისა და ბლეიკ ლაივლის ოჯახური იდილია: წყვილი ქალიშვილთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად სეირნობს

April 28, 2021
#OK! ტინა კუნაკი და დაკოტა ჯონსონი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

#OK! ტინა კუნაკი და დაკოტა ჯონსონი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

September 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები

#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები

June 24, 2025
#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები