კენდალ ჯენერი და ჰეილი ბოლდვინი ამჟამად მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სახეები არიან. გოგონები უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობენ, ამას გარდა მათ უამრავი ცნობილი გამოცემის გარეკანებზეც შეხვდებით. ახლახანს კი გოგონებმა Versace-ს გაზაფხული/ზაფხულის 2021 წლის კოლექციისთვის განკუთვნილ გადაღებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ჰეილიმ და კენდალმა ცნობილი ბრენდის სხვადასხვა სამოსი მოირგეს. ჰეილის იმიჯი სხვადასხვა, ღია ფერებში იყო გადაწყვეტილი, თუმცა კენდალმა მისგან განსხვავებით შავ-თეთრი იმიჯი მოირგო.