• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! თამარ და ელენე კერძაიების რევოლუციური სიტყვა სილამაზის ინდუსტრიაში

March 5, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ჟურნალი OK! არაერთხელ დაინტერესებულა ქალაქში ყველაზე ცნობილი ესთეტიკის ცენტრით – La Clinique – რომელიც წლებია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, ერთ-ერთი საყვარელი შეკრების ადგილია, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით იმ სასურველ მომსახურებაზე, რომელსაც ცენტრი წლებია უმაღლესი ხარისხით გთავაზობთ. გვსურს გაგაცნოთ დები, თამარ და ელენე კერძაიები, რომელთა თავდაუზოგავმა შრომამ და მიზნისკენ დაუოკებელმა სწრაფვამ განაპირობა ის, რომ კომპანიამ მალევე მოიპოვა კუთვნილი აღიარება და თქვა თავისი სიტყვა ყველაზე კონკურენტუნარიან ბაზარზე, რომელსაც სილამაზისა და ესთეტიკის სფერო ეწოდება.

 

გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენ შესახებ…

თამარ კერძაია: როგორც საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრის, La Clinique-ს, დამფუძნებლები, მე და ელენე, უკვე დიდი ხანია თავის მოვლითა და ე. წ. ბიუთი ინდუსტრიით ვართ გატაცებული. ხანგრძლივი პერიოდი ვფიქრობდით შეგვექმნა სივრცე, სადაც ქართველ მომხმარებლებს არა მხოლოდ უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ესთეტიკურ მომსახურებას, არამედ პრიორიტეტულ პერსონალურ ზრუნვასა და რელაქსაციასაც შევთავაზებდით. ამ სფეროში ჩვენი მოგზაურობა საერთო ოცნებით დაიწყო, საქართველოს სილამაზის ინდუსტრიაში რევოლუცია მოგვეხდინა და ჩვენი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო დონის გამოცდილება გაგვეზიარებინა – რასაც ჩვენი რამდენიმეწლიანი საქმიანობით წარმატებით ვახორციელებთ.

 

 

როდის გაჩნდა იდეა, დღეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ესთეტიკური ცენტრი შეგექმნათ?

La Clinique-ის დაარსების იდეა ჩვენი სურვილიდან წარმოიშვა – შეგვექმნა სივრცე, სადაც მომხმარებლებს შევთავაზებდით ჰოლისტიკური და ინოვაციური ესთეტიკური მედიცინის სერვისებს. ზუსტად იმავე ხარისხის მომსახურებასა და სერვისებს, როგორსაც მომხმარებლები ლონდონის, პარიზისა თუ ნიუ-იორკის ესთეტიკურ ცენტრებში მიიღებდნენ. თავის დროზე, მე და ელენემ, შევნიშნეთ მზარდი მოთხოვნა ესთეტიკური მედიცინის პრემიუმ სერვისებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომბინირებული გამოცდილებითა და უზარმაზარი მოტივაციით, 2017 წელს დავაარსეთ La Clinique-ი, რომელიც ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. დღესდღეობით ვამაყობთ, რომ ვართ ინდუსტრიის წინა პლანზე და ჩვენს მომხმარებლებს ექსკლუზიურად მსოფლიოს წამყვან პრემიალურ ბრენდებსა და ესთეტიკურ მედიცინაში არსებულ საუკეთესო თანამედროვე აპარატებს ვთავაზობთ. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ისეთი ინოვაციური ორიგინალი აპარატურით, როგორიცაა: Soprano Titanium, Endospheres, Hydrafacial, Dermapen, DEKA და სხვ.

 

გაიხსენეთ,  რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ცენტრის შექმნის პირველი ნაბიჯები?

ელენე კერძაია:

La Clinique-ის დაარსება, შემდგომში უკვე ოპერირების პროცესი, როგორც ნებისმიერი წამოწყება ან ბიზნესი, რიგ გამოწვევებთან იყო და არის დაკავშირებული, განსაკუთრებით როდესაც ეს საქმიანობა ესთეტიკურ სილამაზესა და პრემიუმ ხარისხის სერვისზე არის ორიენტირებული. 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა დაბრკოლებას ვაწყდებოდით, იქნებოდა ეს – კლინიკის სწორი მდებარეობის შერჩევა; უახლესი, საერთაშორისო დონის, ორიგინალი აპარატურის მოპოვება; გამოცდილი ესთეტიკოსებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნა თუ სხვა. თუმცა ჩვენი მონდომება და მიზნისადმი ერთგულება ამ გამოწვევების დაძლევასა და La Clinique-ის, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის, ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა.

 

 

რამდენი ფილიალი აქვს „ლა კლინიკს“?

„ლა კლინიკი“ იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. წლების განმავლობაში შევძელით და ჩვენ გარშემო გავაერთიანეთ ასობით ლოიალური მომხმარებელი, რომლებიც წლებია საკუთარ სილამაზეს გვანდობენ. ამჟამად La Clinique ოპერირებს ორი ფილიალით. პირველი ფილიალი ყველასთვის ნაცნობ მისამართზე – აბაშიძის 44-ში მდებარეობს, ხოლო ჩვენი ახალი კლინიკა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გავხსენით – ცაგარელის 34/36 -ში.

ჩვენი ორივე ფილიალი შექმნილია განტვირთვისა და სასიამოვნო დროის გასატარებლად, სადაც ჩვენს მომხმარებელს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ გაწეული პერსონალიზებული და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. ამასთან, აღვნიშნავდი იმასაც, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, ფიზიკურ კლინიკურ მომსახურებასთან ერთად, დავნერგეთ ციფრული სერვისებიც, იქნება ეს ჩვენი ონლაინმაღაზია, დისტანციური კონსულტაციები თუ პროცედურებზე ონლაინჩაწერის ფუნქციონალი.

 

 

რა ღირებულებებს ეფუძნება კომპანიის წარმატება?

თამარ კერძაია: La Clinique-ს წარმატება ეფუძნება ჩვენს ურყევ ერთგულებას ინოვაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილებისადმი. პრიორიტეტს ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობასა და უმაღლეს ხარისხს ვანიჭებთ. მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ პიონერები ესთეტიკურ მედიცინაში არსებული უახლესი მიღწევების დანერგვასა და ჩვენი მომხმარებლებისთვის უახლესი ტექნოლოგიებისა თუ სერვისების შეთავაზებებით. მაგალითად, სულ ახლახან პარტნიორობა დავიწყეთ ე. წ. Techno-beauty-ისა და არაინვაზიური ესთეტიკის გლობალურ ექსპერტთან – Unikskin-თან. კომპანია ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ესპანური ბრენდი ინოვაციურობით, პროდუქტების მაღალი ეფექტურობითა და 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტების აქტიური გამოყენებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ La Clinique-ი ამიერკავკასიის მასშტაბით Unikskin-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ერთად, ამ მიმართულების განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონშიც ვგეგმავთ.

 

ქალი ლიდერი ნიშნავს…

ელენე კერძაია: ჩვენთვის ქალი ლიდერი განასახიერებს ძალას, გამძლეობასა და ემპათიას, რაც თავის თავში ბარიერების გარღვევასა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას მოიაზრებს.

როგორც La Clinique-ის დამფუძნებლები, ვამაყობთ, რომ ვართ ქალი ლიდერები და მაქსიმალურად ვცდილობთ შთავაგონოთ სხვა ქალებსაც, აისრულონ საკუთარი ოცნებები და არ შეუშინდნენ გამოწვევებს.

 

 

ტექსტი: ქეთა დაუშვილი

 

მის: ვაკე:  ირაკლი აბაშიძის 44

საბურთალო: არჩილ ცაგარელის 34/36

FB: la Clinique•ლა კლინიკი

Inst: laclinique;  laclinique.skinbar

www.Laclinique.ge

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

February 15, 2026
#OK! Mastercard და Silk Hospitality ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებენ

#OK! Mastercard და Silk Hospitality ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებენ

November 2, 2021
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! Business Ultrasound Academy Georgia – საუკეთესო არჩევანი უწყვეტი განათლებისთვის – ფიქრია რეხვიაშვილი

#OK! Business Ultrasound Academy Georgia – საუკეთესო არჩევანი უწყვეტი განათლებისთვის – ფიქრია რეხვიაშვილი

April 22, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 10, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები