• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! საუბრები სიყვარულზე

February 2, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ბედნიერი თანაცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, მაგრამ ხშირად გაგვიგია, რომ მხოლოდ სიყვარული არ კმარა. აუცილებელია წყვილს ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა, სადაც ისინი ერთმანეთის სურვილებს პატივს სცემენ და ერთმანეთის „მინდას“ უფრთხილდებიან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია პარტნიორებმა მიიღონ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან; მათ უნდა ესმოდეთ, რომ სრულიად ნორმალურია, წყვილს განსხვავებული აზრები ჰქონდეს სხვადასხვა საკითხზე. ეს განპირობებულია პიროვნების მახასიათებლით. გარდა ამისა, ურთიერთობაში აუცილებელია კომუნიკაცია, რომელზეც შენდება ნდობა და ურთიერთგაგება. და მაინც, ვისთვის რა არის ჯანსაღი ურთიერთობა? OK! წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებიც თავიანთ აზრს გაგვიზიარებენ სიყვარულსა და ბედნიერ თანაცხოვრებაზე.

ვალენტობის ჯადოსნური რუბრიკის წარმდგენია „ჯპს აფთიაქი და მეტი“! ხარისხი, მომხმარებელზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა ის მთავარი ღირებულებებია, რაზეც „ჯპს“-ის ბრენდი უკვე 28 წელია ზრუნავს. „აფთიაქი და მეტი!“

„ჯპს“ დაარსების დღიდან მუდმივად ცდილობს, სააფთიაქო ჩარჩოებიდან გამოსვლას და მომხმარებლისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა თუ პროექტების შეთავაზებას. „ჯპს“ აერთიანებს პრემიუმ კლასის ბრენდებს ჩვენს სივრცეებში, ისეთებს, როგორიცაა ფრანგული პრემიუმ ბრენდები NUXE, LIERAC, Roger Gallet, Phyto, Adopt, Emryolisse და მრავალი სხვა. დაწყებული ბუნებრივი ინგრედიენტებითა და ბუნებაზე ზრუნვით შთაგონებული ბრენდებიდან – მაგალითად, NUXE, გაგრძელებული პარფიუმერიის რევოლუციური სურნელოვანი წარმომადგენლით – ADOPT და დასრულებული დერმატოლოგთა რჩეული Uriage-სა და EUCERIN-ით, „ჯპს“ აერთიანებს ყველა მომხმარებლის საჭიროებაზე, სურვილსა და ინტერესებზე მორგებულ პროდუქტებს!

„ჯპს“ – კარგად იყავი, იმიტომ, რომ შეგიძლია!

 

გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა:

ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, შესაბამისად, ბევრი საინტერესო თავგადასავალი გვაქვს ერთად გამოვლილი. დღესაც საუკეთესო მეგობრები ვართ, ამასთანავე ძალიან მოგვწონს, გვიზიდავს და გვაინტერესებს ერთმანეთი. ჩხუბითაც ბევრს ვჩხუბობთ, მაგრამ ვიცით, რომ ნენესთან ერთად ერთი გუნდი ვართ, ამიტომ პრობლემები მალევე გვარდება და ჩხუბიც მალევე სრულდება. ვინაიდან ორივეს რთული პროფესია გვაქვს, მიგვაჩნია, რომ ნდობის გარეშე არაფერი გამოვა, სწორედ ამიტომ ვენდობით და გვჯერა ერთმანეთის. თეორიულად ვიცით, რომ ყველა შეყვარებულ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს, მაგრამ რაღაცნაირად გვჯერა, რომ ჩვენი სიყვარული მაინც განსაკუთრებულია, სხვებისას არ ჰგავს. შეიძლება ითქვას, სწორედ ამის რწმენაა, ალბათ, სიყვარულიც – გვჯერა, რომ ჩვენი სიყვარული განსაკუთრებული და სულ ცოცხალია.

 

გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე:

ადრე გვეგონა, რომ ჯანსაღი და ხანგრძლივი ბედნიერი თანაცხოვრებისთვის აუცილებელი იყო ერთ ენაზე საუბარი, ბოლო დროს კი აღმოვაჩინეთ, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთის სიყვარულის ენის ცოდნა და ამ ენაზე კარგად საუბარი. ვისურვებდი, რომ უფრო უკეთ ვისწავლოთ მე და გიორგიმ ერთმანეთის ენა. ვფიქრობთ, ურთიერთობაში საჭიროა საუბარი და მოსმენა, ამით თანაცხოვრებაც უფრო მარტივდება. როცა ერთმანეთს ცხოვრებას ვუმარტივებთ, ვუგებთ, ვეხმარებით რთულ და კრიზისულ მომენტებში, ეს ყველაფერი უფრო აძლიერებს ურთიერთობას და ბედნიერს ხდის.

 

ალბინა ქაჯაია და გიორგი სულმანიძე:

ჯანსაღი და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის საჭიროა, რა თქმა უნდა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და კომპრომისზე წასვლის უნარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წყვილს ჰქონდეს საერთო ინტერესი და მისწრაფება. ამასთანავე, აუცილებელია მეტი დრო გავატაროთ შვილებთან ერთად.

 

სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე:

ბედნიერი და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, უპირველესად, საჭიროა სურვილი, ერთად ყოფნის სურვილი, მიუხედავად პრობლემისა და წინააღმდეგობისა. შემდეგ, ურთიერთგაგება და ერთმანეთის პატივისცემა ჭირსა და ლხინში. ამასთანავე, აუცილებელია კომუნიკაცია ერთმანეთთან, ლაპარაკი პრობლემაზე, შეცდომებზე, კარგად ყოფნაზე. შეცდომების მიუხედავად, ურთიერთობა უნდა იყოს გულწრფელი და შეცდომის გამოსწორებას ორივე მხარე უნდა შეეცადოს, ორივეს უნდა უნდოდეს, ცალმხრივად არაფერი გამოვა. პარტნიორები უნდა გრძნობდნენ ერთმანეთის თანადგომას და, რა თქმა უნდა, სიყვარულს.

 

მაკა მეგრელიძე და ტატო ჩახუნაშვილი:

ბედნიერი და თან ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელია სიყვარული, ნდობა და ურთიერთგაგება. თუ იპოვი ადამიანს, რომელიც შეგივსებს იმას, რაც შენ გაკლია; გაძლევს სტიმულს გააკეთო ის, რასაც მანამდე ვერ გაბედავდი; უსიტყვოდ, ერთი გამოხედვით ხდება წაკითხვა ემოციის, სწორედ ეს ადამიანია შენი და როცა ასეთი ადამიანი გყავს გვერდით, მაშინ სამყარო შენია.

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე, ნანო თენოშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: სოფიო მალანია

ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე
OK! კულტურა

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი
OK! კულტურა

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან
Uncategorized

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ მარიამ ქობულიასთან

#OK! ინტერვიუ მარიამ ქობულიასთან

January 3, 2022
#OK! ქალებს ყველაფერი შეუძლიათ

#OK! ქალებს ყველაფერი შეუძლიათ

March 2, 2022
#OK! ბავშვობის ნოსტალგიური გემოები „ლილისი“-სთან ერთად

#OK! ბავშვობის ნოსტალგიური გემოები „ლილისი“-სთან ერთად

November 3, 2022
#OK! პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი მშობლები გახდნენ

#OK! პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი მშობლები გახდნენ

January 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები