დერმატო-კოსმეტოლოგიური კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობა“ უკვე 20 წელია წარმატებით ეწევა სამედიცინო და აკადემიურ საქმიანობას. კლინიკის მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას. ექიმები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და კონგრესებზე. კლინიკის დერმატოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს გამორჩეული პროფესიონალი, დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი, ექსპერტი დერმატოლოგიაში პროფესორი ლალი მეკოკიშვილი, მის გვერდით კლინიკაში წარმატებით მოღვაწეობენ მისივე აღზრდილი ახალგაზრდა მოტივირებული, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები. ქ-ნი ლალის და მისი გუნდის ორგანიზებით საქართველოში არაერთი პრესტიჟული კონგრესი ჩატარდა დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში, ხოლო 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპული კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია.
გულისხმიერი და ინდივიდუალური მიდგომა პაციენტისადმი, მაღალი კვალიფიკაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, უზრუნველყოფს შთამბეჭდავ შედეგებს, კანის იდეალურ მდგომარეობას და პაციენტის კმაყოფილებას.
კლინიკა ემსახურება ნებისმიერი ასაკისა და სქესის დერმატოლოგიურ პაციენტს, ამასთან, სთავაზობს საზოგადოებას კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებისათვის ესთეტიკური მოვლის, ინექციური და აპარატურული პროცედურების ფართო სპექტრს.
კლინიკის მომსახურების სფეროებია:
- დერმატოლოგიური პაციენტების კონსულტაცია (ზოგადი დერმატოლოგია, პედიატრიული დერმატოლოგია, გენოდერმატოზები, ვენეროლოგია, ტრიქოლოგია, დიაგნოსტიკური დერმატოონკოლოგია, ალერგოდერმატოზები და ა.შ.)
- დერმატოსკოპია, პირდაპირი მიკროსკოპია
- კანის, ხალების, თმის, ფრჩხილის გამოკვლევა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მსოფლიო ლიდერი გერმანული მწარმოებლის FotoFinder სისტემის აპარატით;
- კრიო და ფოტოთერაპია, ელექტროკოაგულაცია; ლაზერული დერმატოლოგია
- ექიმ-კოსმეტოლოგის კონსულტაცია;
- ესთეტიკური, ინიექციური და აპარატურული, ლაზერული კოსმეტოლოგია:
- IPL ფოტოთერაპია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ: აკნე, როზაცეა, კაპილარები, ჰიპერპიგმენტაცია, ნაწიბურები, ნაოჭები, ფოტოგაახალგაზრდავება, ფოტოეპილაცია ჭარბთმიანობის სამკურნალოდ;
- ფრაქციული აბლაციური ერბიუმის ლაზერი Dualmode Er-Yag: კანის ლაზერული გაახალგაზრდავება, ლაზერული პილინგი – კანის ერთგვაროვანი სტრუქტურის აღდგენა, ისეთი პრობლემებისთვის, როგორებიცაა: პიგმენტაცია, ნაწიბერები, ნაოჭები, თვალის ბლეფაროლაზერი (უოპერაციო ლიფტინგი), ინტრაორალური ლიფტინგი ფილერის ეფექტით, ტუჩის მოცულობის აღდგენა, ხვრინვის მკურნალობა;
- არააბლაციური ექსკლუზიური Nd-Yap ProDeep ლაზერი Vydence Medical ლაზერულ პლატფორმაზე Etherea MX ჩვენებები: აქტიური აკნე, პოსტაკნე, ყველა ტიპის ნაწიბურები და სტრიების, ნაოჭები – ლაზერული გაახალგაზრდავება, ტონინგი, ტუჩის მოცულობის და თმის ზრდის ლაზერული სტიმულაცია;
- კანის არაოპერაციული გადაჭიმვა – ტრედლიფტინგი (მეზოძაფები);
- ბოტულინოთერაპია, ბუსტერი, ფილერი, რედიესი, სკულპტრა;
- კანის ხარისხის გაუმჯობესება, ბიორევიტალიზაცია, რედერმალიზაცია, პლაზმოლიფტინგი, პილინგები, კანის დელიკატური, კომპლექსური და ღრმა წმენდა;
- სახისა და სხეულის მოდელირება, ენდერმოლოგიური მასაჟი ფრანგული აპარატით LPG Alliance Medical Premium ;
- სპორტული გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, მოდელირებადი და ანტიცელულიტური მასაჟი, თალასო და ღვინის თერაპია.
ქ-ნ ლალის კანის დაავადებებთან, გავრცელებულ მითებთან, მოვლასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.
რა არის ყველაზე ხშირი პრობლემები, რომლითაც მოგმართავენ პაციენტები?
ყველაზე ხშირია პაციენტები სახეზე გამონაყარით, კანის სიმშრალით, ფსორიაზით, ატოპიური დერმატიტით, თმისა და ფრჩხილების დაავადებებით, ასევე პაციენტები ხალების სადიაგნოსტიკოდ.
რა არის მითები და არასწორი შეხედულებები, რაზეც გინდათ ისაუბროთ?
დავიწყებ ყველაზე გავრცელებული დაავადებით – აკნე. მითია, თითქოს აკნეს არ სჭირდება მკურნალობა და ის გარდატეხის ასაკთან ერთად თავისით გაივლის. რეალობა კი ისაა, რომ ნებისმიერი ფორმის აკნე, მათ შორის მსუბუქი, საჭიროებს მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური და სულიერი იარები, რაც ამ, ერთი შეხედვით უვნებელმა დაავადებამ, შეიძლება დატოვოს.
ძალიან ხშირია აკნეს გახანგრძლივება გვიან ასაკამდე, განსაკუთრებით ქალებში. სწორედ ე.წ. მოზრდილთა აკნე არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან მრავალი წლის მანძილზე აკნეს საწინააღმდეგო პროდუქტების გამოყენებით ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია, კანი ხდება გამომშრალი და ადვილად გაღიზიანებადი. შესაბამისად, ასეთი კანისთვის აფთიაქარის მიერ შერჩეული აკნეს ხაზის მოსავლელი საშუალებები, შესაძლებელია, აღმოჩნდეს სრულიად შეუსაბამო და ხელი შეუწყოს როზაცეას, კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემის, განვითარებას. ამიტომ აუცილებელია მკურნალობასთან ერთად კანის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა პროფესიონალი ექიმის რჩევით.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო დღესდღეობით საქართველოში აკნეს სამკურნალო მედიკამენტ იზოტრეტინოინის (როაკუტანი, აქსოტრეტი) უკონტროლო მოხმარების მოდად ქცეული საშიში ტენდენცია. რაც, სავარაუდოდ, მისი მასობრივად, ჩვენების გარეშე, დანიშვნამ გამოიწვია. წამლის ეფექტურობამ „სახელი გაუთქვა“ როგორც დამნიშნავ ექიმებს, ასევე თვითონ მედიკამენტს. და ახლა, იმის გამო, რომ მისი შეძენა ურეცეპტოდაა შესაძლებელი (რაც სრულიად დაუშვებელი პრაქტიკაა) წამლის გამოყენებამ, განსაკუთრებით მოზარდებში, არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მედიკამენტი უდავოდ ეფექტურია და ზოგჯერ შეუცვლელიც, თუმცა, არა მსუბუქი ფორმის, ან არანამკურნალები აკნეს სამკურნალოდ. აუცილებელია პაციენტთან მისი გვერდითი მოვლენების პროფილის განხილვა, კონტრაცეპციის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ხოლო მოზარდებში რისკისა და სარგებლის შეფასება.
ბევრი მითი არსებობს ხალებთან დაკავშირებით: მითია, თითქოს მელანომა ვითარდება მხოლოდ ხალიდან. რეალობა კი ისაა, რომ ხალიდან მელანომა ვითარდება მხოლოდ 30-40% შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ, თითქმის 70%-ში იგი წარმოიქმნება შეუცვლელ კანსა და ლორწოვანზე, ხალისაგან დამოუკიდებლად.
მითია, თითქოს ხალის მექანიკურმა გაღიზიანებამ შეიძლება მისი მელანომად გადაგვარება გამოიწვიოს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ხალის გაღიზიანება არ წარმოადგენს მელანომის განვითარების რისკ-ფაქტორს. თუმცა, თუ ხალი უკვე გადაგვარებულია, მექანიკურმა გაღიზიანებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ავთვისებიანი უჯრედების ღრმა ქსოვილებში გავრცელებას (მეტასტაზირება);
უსაფუძვლოა შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ხალის ხელის ხლება არ შეიძლება, პირიქით, თუ ხალი გადაგვარებას იწყებს, მისი მოცილება აუცილებელია.
ზოგადად, მელანომა კანის ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა, თუმცა მისი დროული აღმოჩენა განკურნების გარანტიას იძლევა. ხალის ცვლილებები ზოგჯერ პაციენტისათვის შეუმჩნეველია, რეალური საფრთხე კი შეუძლია შეაფასოს შესაბამისად განსწავლულმა დერმატოლოგმა დერმატოსკოპიის მეთოდის გამოყენებით, რაც ჩვენს კლინიკაში უკვე 15 წელზე მეტია დაინერგა. დღეს კლინიკაში უკვე ვიყენებთ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიის ციფრულ დერმატოსკოპიას, რომელიც იძლევა მაღალი სიზუსტით დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას.
გვესაუბრეთ, კანის რა დაავადებები შეიძლება გამწვავდეს ზამთრის სეზონზე და რა რეკომენდაციები არსებობს კანის მოვლასთან დაკავშირებით?
ზამთარში ცივი კლიმატი, ქარი, ბინებში გათბობის სისტემებით გამოწვეული ჰაერის გამოშრობა, ნაკლები რაოდენობის წყლის მიღება, ვიტამინების ნაკლებობა განაპირობებს კანის გამოშრობას, აქერცვლადობას, მთლიანობის დარღვევას და მისი ბარიერული ფუნქციის დაქვეითებას; მწვავდება კანის ქრონიკული დაავადები, როგორიცაა ფსორიაზი, აკნე, როზაცეა, ატოპიური დერმატიტი; ძლიერდება თმის ცვენა, ქერტლის წარმოქმნა და ა.შ. მოვლის ის საშუალებები, რომელსაც ადრე იყენებდით, შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ადეკვატური, ნუ მისცემთ სიმპტომებს გამწვავების შესაძლებლობას, მიმართეთ ექიმს მკურნალობის შესაცვლელად და მოვლის საშუალებების შესარჩევად.
კანის ნებისმიერი დაავადება თავისებურ მოვლას საჭიროებს, თუმცა მინდა მოგაწოდოთ ზოგადი რჩევები, რომელიც ყველა ტიპის კანის მოვლას მიესადაგება. ამასთან, კანის მოვლა ასოცირდება მხოლოდ ქალებთან, თუმცა, მამაკაცებისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის.
დაბანვა: რაც არ უნდა ცხიმიანი კანი გქონდეთ, ზამთარში მოერიდეთ გამომშრობი, სალიცილის მჟავის ან სპირტის შემცველი საშუალებების გამოყენებას. გამოიყენეთ მსუბუქი დასაბანი საშუალებები!
ზამთარში კანის მოვლა უნდა იყოს მიმართული კანის შედარებით მეტ დატენიანებაზე და ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებაზე.
შეარჩიეთ კრემები, რომლებიც შეიცავს სერამიდებს, ჰიალურონის მჟავას, ისინი უნარჩუნებენ კანს ტენიანობას, ხოლო შიის კარაქის შემცველი კრემები ქმნიან კანის ზედაპირზე დამცავ ფენას და მათი გამოყენება სასურველია ყინვასა და ქარიან ამინდში.
ზამთარში მსუბუქი „ფლუიდი“ და ემულსია უმჯობესია ჩანაცვლდეს შედარებით მსუყე ტექსტურის კრემებით. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ადვილად გაღიზიანებადი, ალერგიული კანი. შეარჩიეთ ე.წ. ტოლერანტული, თერმულ წყალზე დამზადებული, პარფიუმისგან თავისუფალი კრემები.
დღის კრემში, მიუხედავად ზამთრის სეზონისა, აუცილებელია შედიოდეს მზისგან დამცავი ფაქტორი (სეზონის შესაბამისი SPF-ით).
სასურველია შრატების გამოყენება. შრატი დაიტანეთ კრემის წასმამდე 10 წთ-ით ადრე. რეტინოლის, ალფა- და ბეტა ჰიდროქსი მჟავების (AHA, BHA) შემცველი შრატების გამოყენება მხოლოდ ღამითაა დასაშვები, ხოლო ჰიალურონის მჟავა, C ვიტამინი, ნიაცინამიდი, პეპტიდები შესაძლებელია ჩართოთ როგორც დღის, ასევე ღამის რუტინაში.
მნიშვნელოვანია სწორი კვება, შეამცირეთ ყავის მიღება და ეცადეთ დალიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი. ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი საკვები, ბალანსირებული ძილი კი კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის დიდი ხნის ცნობილი რეცეპტია ნებისმიერი სეზონისთვის.
ზამთრის სეზონს თავისი უპირატესობები გააჩნია, ეს საუკეთესო პერიოდია აპარატურული სამკურნალო თუ ესთეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ვინაიდან ნაკლებადაა მოსალოდნელი პროცედურის შემდგომი ლაქების, ნაწიბურების განვითარება. თუმცა აღნიშნული პროცედურების ჩასატარებლად სახის კანი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული.
კლინიკაში „ქალი და ჯანმრთელობა“, ასევე შეძლებთ კონსულტაციის მიღებას დერმატო-ვენეროლოგთან, მედიცინის დოქტორ, პროფესორ მაია დათუაშვილთან, დერმატოვენეროლოგ, ლაზერული და ინიექციური თერაპიის მოთხოვნად სპეციალისტთან, მაკა სირბილაძესთან. წელს კლინიკის დერმატოვენეროლოგთა გუნდს შემოუერთდა ახალგაზრდა სპეციალისტი კახა ბრეგვაძე, რომელიც კლინიკისთვის ნამდვილი მონაპოვარია. გარდა დერმატოლოგიური პათოლოგიებისა, მისი სპეციალური ინტერესის სფეროა კანის გენეტიკური დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
კლინიკაში მოღვაწეობს ცნობილი ანტიეიჯ თერაპიის ექსპერტი 21-წლიანი გამოცდილებით – დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი (MD) მაია ღონღაძე, რომელიც პაციენტებს ინოვაციურ და ექსკლუზიურ პროცედურებს სთავაზობს კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. მაია ამბობს, რომ 2024 წლის ტრენდი ჯანსაღი, გლუვი და ლამაზი კანია.
ინიექციური კოსმეტოლოგიის სპეციალისტი, ბოტულინოთერაპიისა და კონტურული პლასტიკის თანამედროვე ტექნიკების ოსტატი, ექიმი ქირურგი, მედიცინის დოქტორი (MD PhD) ნანა კვიციანი ქმნის და აღადგენს პაციენტის ესთეტიკურ ახალგაზრდა პორტრეტს. მისი სპეციალიზაცია: კომპლექსური ინიექციური პროცედურები (მათი კომბინაცია) და მინიმალისტური აუცილებელი მოვლა. ხოლო სახისა და სხეული მოდელირების ყველაზე კომფორტულ, ბუნებრივ მეთოდებს გამაჯანსაღებელ და LPG მასაჟებს შემოგთავაზებენ ჟურნალი OK!-სთვის უკვე ცნობილი ექიმი თერაპევტები ეკა და ნათია.
წელს კლინიკისთვის ნამდვილად ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იყო, მოწინავე სპეციალისტებთან ერთად კლინიკამ შეიძინა სტრატეგიული ტექნოლოგიები: დერმატო-კოსმეტოლოგიური სმარტ პლატფორმა Etherea MX, რომელიც პასუხობს კლინიკის პაციენტების ყველა მოთხოვნას, გერმანული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული დიაგნოსტიკის აპარატი FotoFinder, რომელიც უზრუნველყოფს კანის, თმისა და ფრჩხილის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას, რაც განაპირობებს წარმატებულ მკურნალობას.