• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნათია დუმბაძე შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახზე

December 4, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული OK!-ის სტუმარი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი ნათია დუმბაძეა. ნათიას ცხოვრებაში მუსიკა 5 წლის ასაკში შემოვიდა, როცა ბებომ ანსამბლ „ნერგებში“ მიიყვანა, სადაც თან მღეროდა და თან სოლო-გიტარაზე უკრავდა. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა მეგაპროექტში მონაწილეობა და გამარჯვება, რამაც პოპულარულობა მოუტანა. მომღერალი დღესაც განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას, ჰყავს თავისი ბენდი Groovers’, რომელთან ერთადაც ხშირად ანებივრებს მსმენელს კონცერტებით და ახალი სიმღერებით. მუსიკაზე, შემოქმედებით ცხოვრებასა და სამომავლო გეგემებზე ნათია თავად გვესაუბრება.

 

ნათია, დავიწყოთ სულ თავიდან. როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში მუსიკა?

5 წლის ვიყავი, როცა ბებომ მიმიყვანა ანსამბლ „ნერგებში“, სადაც თან ვმღეროდი და თან სოლო-გიტარაზე ვუკრავდი. ჩემი პირველი კონცერტიც სწორედ ამ დროს მქონდა რკინიგზელთა სასახლეში. ასე დავდექი პირველად სცენაზე და მას მერე, შეიძლება ითქვას, სულ სცენაზე ვდგავარ. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ვერცერთი დღე. ეს არის ჩემთვის ბედნიერება, სწორედ მუსიკით გადმოვცემ ჩემს ყველა ემოციას.

 

 

შემდეგ იყო პოპულარული ტელეპროექტები: „ნუცას სკოლა“, „ჯეოსტარი“…

ანსამბლ „ნერგების“ მერე იყო მუსიკალური სტუდია „იმღერე რამე“ და შემდეგ უკვე მუსიკალური პროექტი „ნუცას სკოლა“, რომელიც ძალიან კარგად მახსენდება. პირველი მასშტაბური პროექტი კი იყო „ჯეოსტარი“ და ჩემი სახელიც ამ პროექტის საშუალებით გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ტელეპროექტებზე საუბრისას არ შემიძლია არ ვახსენო „ერთი ერთში“, ეს იყო ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული პროექტი. მახსოვს, ძალიან დიდი შრომა ჩავდე, რაც დამიფასდა კიდეც და მეორე ადგილზე გავედი.

 

შემოქმედებითი ცხოვრება…

უკვე რვა წელია ჩემი ბენდი Groovers მყავს – არაჩვეულებრივი მუსიკოსებით დაკომპლექტებული. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მათთან ერთად ერთ სცენაზე დგომა.

თავდაპირველად ჩვენ ვასრულებდით მხოლოდ ქავერებს, თუმცა ბოლო ოთხი წელია, ჩემს ბენდთან ერთად ვქმნი ჩემს საავტორო სიმღერას. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციულ საღამოებზე, ვმართავთ კონცერტებს და ასევე ვმონაწილეობთ საახალწლო კონცერტებში.

სწორედ Groovers-თან ერთად ჩავატარე ჩემი პირველი სოლო კონცერტი ბათუმში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, რადგან უდიდესი შრომა ჩავდეთ და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ჩვენს მოსასმენად. კონცერტზე მონაწილეობდა მასტერიც, რადგან მასთან დუეტი – „არ უყურო დროს“ ახალი ჩაწერილი მქონდა. მიხარია, რომ ეს სიმღერა ძალიან შეიყვარა მსმენელმა.

 

 

რა ან ვინ არის თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი მოტივატორი?

ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორები იყვნენ, არიან და იქნებიან ჩემი შვილები. მყავს ორი შვილი – 16 წლის ვაჟი დუდუ და 5 წლის გოგო ელე. წელს ჩემთვის ძალიან ემოციური წელი იყო, რადან ჩემი უფროსი შვილი სასწავლებლად ლოს-ანჯელესში გავუშვი, ჩემი მთელი დრო და ენერგია სწორედ მას დავახარჯე.

ზოგადად, ვცდილობ მეგობრული, თბილი და ახლო ურთიერთობა მქონდეს შვილებთან, ახლა უკვე ელესთან ვატარებ თავისუფალ დროს. ყველგან დამყავს ხოლმე, კონცერტებზეც ჩემთან ერთად არის.

 

ნათია, ყოველთვის ძალიან კარგ ფორმაში ხართ, რა არის თქვენი საიდუმლო?

მადლობა. ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით, რა თქმა უნდა, დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას. ვცდილობ საკუთარი თავი დავტვირთო ცურვით და ვარჯიშით, რათა წონასთან დაკავშირებით პრობლემები არ შემექმნას. ამ უკანასკნელის გამო მიწევს ჯანსაღად ვიკვებო.

 

 

შემოქმედებითი კუთხით როგორ შეაფასებდით 2023 წელს?

ზაფხულში მქონდა ორი კონცერტი ჩემს ბენდთან ერთად, ასევე ჩავწერე ახალი საავტორო სიმღერა და სწორედ ამ კუთხით ვგეგმავ უფრო მეტი გავაკეთო მომავალ წელს. საკმაოდ ნორმალური წელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი შემეძლო.

 

სამომავლო გეგმები

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მქონდეს ჩემი საავტორო მუსიკა. დაგეგმილი მაქვს, მომავალი წლისთვის გამოვუშვა სამი ჩემი საავტორო სიმღერა და გადავიღო ვიდეორგოლი. ერთ-ერთი სიმღერა არის – „გახსენით ფარდა“, რომელიც 14 წლის ასაკში ჩემმა ვოკალის პედაგოგმა დამიწერა და გადავწყვიტე ეს სიმღერა გავაცოცხლო.

ახლა კი გვაქვს მზადება როგორც გარე საახალწლო კონცერტებისთვის, ისე კორპორაციული საღამოებისთვის.

 

საახალწლო სურვილი

ჩემი საახალწლო სურვილია ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს. მთავარი ამ ცხოვრებაში არის სიყვარული, როგორც ერთმანეთის, ისე საქმისადმი. სწორედ ამიტომ მთელ ქვეყანას დიდ სიყვარულს ვუსურვებ.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ლოკაცია: Sandali Metekhi Boutique Hotel

ჩაცმულობა: TATA PR

მაკიაჟი: თამთა ბოჭორიძე

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ეპოქის დასასრული” და ედვარდ ენინფულის მორიგი შედევრი ბრიტანული Vogue-ისთვის

#OK! “ეპოქის დასასრული” და ედვარდ ენინფულის მორიგი შედევრი ბრიტანული Vogue-ისთვის

November 17, 2023
OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე კერძაია (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე კერძაია (ვიდეო)

April 1, 2024
#OK! ლილი-როუზ დეპი ფილმ Silent Night-ის პრემიერაზე!

#OK! ლილი-როუზ დეპი ფილმ Silent Night-ის პრემიერაზე!

September 17, 2021
#OK! სიახლე SWATCH-ისგან

#OK! სიახლე SWATCH-ისგან

May 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

March 7, 2026
#OK! გამარჯვების დროშები

#OK! გამარჯვების დროშები

March 7, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები