• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! LAPPETIT – მოგზაურობა გემოების საოცარ სამყაროში

December 2, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროში საქმიანობდნენ, გადაწყვიტეს იდეები გაეერთიანებინათ და ეკეთებინათ საქმე, რომელიც ბავშობიდანვე დიდ სიამოვნებას ანიჭებდათ. ასე შექმნეს და-ძმა კვირკველიებმა ტკბილი ისტორია, სახელწოდებით „ლაპეტიტ“. გიორგი ბავშვობიდან ხატვით იყო გატაცებული, ნათია კი გემრილ ნამცხვრებს აცხობდა, შესაბამისად, არ შეშინებიათ იმის, რომ საკონდიტრო მიმართულებით, კონკურენტუნარიანი გარემოს მიუხედავად, თავს დაიმკვიდრებდნენ და საზოგადოების ნდობას მოიპოვებდნენ. ასეც მოხდა და დღეს „ლაპეტიტი“ მომხმარებელთა არმიას ითვლის, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და ფართოვდება. წინ არაერთი გეგმა აქვთ, მუდმივად ცდილობენ განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებული. სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი კონდიტერები ჩამოჰყავთ, რათა კლასიკურ გემოებთან ერთად, რაღაც უცხო, თანამედროვე და საინტერესო შესთავაზონ საზოგადოებას. როგორი იყო გზის დასაწყისი, რა ეტაპზე არიან ახლა და რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ მომავალში – „OK! ბათუმის“ კითხვებს საკონდიტრო მაღაზია „ლაპეტიტის“ დამფუძნებელმა, ნათია კვირკველიამ უპასუხა.

 

გზის დასაწყისი…

გზის დასაწყისი არასდროს არის მარტივი, მაგრამ, როდესაც გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, როდესაც გვერდით დასაყრდენი ადამიანები გყავს, არასოდეს გეშინია გამოწვევების. ბავშვობიდანვე მიყვარდა ცხობა, სულ ვანებივრებდი ოჯახის წევრებს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს ჩემ მიერ გამომცხვარი ნამცხვრებით, ჩემს ძმას კი ყოველთვის დიზაინერობის საოცარი ნიჭი ჰქონდა. ერთ დღესაც, როცა მივხვდით, რომ რაღაც ახლის დაწყება გვინდოდა, ბავშვობის დროინდელ ინტერესებს მივუბრუნდით და ვთქვით, რატომაც არა. ასე დაიბადა ჩვენი ერთობლივი შრომის ნაყოფი „ლაპეტიტი“. წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ვიცი, რომ ყველა ჩანაფიქრს განვახორციელებთ, რადგან მიმაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა. მოგეხსენებათ, საკონდიტრო მიმართულებით დიდი კონკურენციაა, შემდეგ ამ ყველაფერს კორონავირუსის ეტაპი დაერთო და როგორც სხვა ბიზნესმა, ჩვენც რთული პერიოდი გავიარეთ. მაგრამ ნელ-ნელა მოვიკრიბეთ ძალა, გავფართოვდით, თანამშრომლები დავიმატეთ, მომხმარებელთა რაოდენობაც გაიზარდა და დღეს უკვე ბათუმში ერთ-ერთ მოწინავე ადგილას ვართ. მუდმივად განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, მასტერკლასების ჩასატარებლად სიტემატურად ჩამოგვყავს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი კონდიტერები. კონდიტერია ისეთი სფეროა, მუდმივად სჭირდება სიახლეების გაცნობა და შემდეგ ჩვენს რეალობაში დამკვიდრება. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ყოველი ახალი გამოწვევა, რომელსაც თამამად ვხვდებით.

კონკურენტუნარიანი გარემო ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ პირობებში „ლაპეტიტისადმი“ მომხმარებლების რაოდენობის ზრდა რამ განაპირობა?

პირველ რიგში, ალბათ იმან, რომ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ განსხვავებულები, არ დავემსგავსოთ სხვას, გვქონდეს ჩვენი ხელწერა. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლის ინტერესებს მოვარგოთ, გემოების თვალსაზრისით გვქონდეს მრავალფეროვნება, ასევე – ხელმისაწვდომი ფასები. „ლაპეტიტში“ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ კლასიკური გემოების ნამცხვრები, ტორტები, ვთავაზობთ თანამედროვე სტანდარზე მორგებულ გემოებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ დიდი არჩევანი გვაქვს. სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩვენი საკონდიტრო დიდი მოწონებით სარგებლობს ბათუმელ მომხმარებელში და არამარტო. ხშირად გვსტუმრობენ უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც დადებით კომენტარებს გვიტოვებენ და მეგობრებსაც ურჩევენ ჩვენთან სტუმრობას.

 

რა ემოციები გაქვთ, როცა საქორწინო შეკვეთაზე მუშაობთ და დიზაინს არჩევთ. როგორ ქმნით მომხმარებლისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს?

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა რთული დიზაინის ტორტებზე მუშაობაა. ხანდახან გვგონია, პატარძალზე მეტად ჩვენ გვიხარია, როცა დასრულებულ ტორტს ვუყურებთ და ვაცნობიერებთ, რომ ეს საოცრება ჩვენ შევქმენით. ყველაზე დიდი სიამოვნება კი უკუკავშირია, დამკვეთის დადებითი ემოციები, რომელსაც მის სახეზე ვხედავთ. ნებისმიერ საქმეს და მით უმეტეს საქორწილო შეკვეთას მთელი გულისყურით ვუდგებით, ვცდილობთ ტორტის შექმნის დროს არცერთი შეცდომა არ დავუშვათ, ყველა დეტალი ისე და უკეთესად გავაკეთოთ, როგორც მომხმარებელს სურს. მიგვაჩნია, რომ საქორწინო ტორტი დასამახსოვრებელი უნდა იყოს და ეს იდეალურად გამოგვდის, რასაც ჩვენი მომხმარებლების სიმრავლეც ცხადყოფს. თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი ნიშნავს „ლაპეტიტის“ უფასო რეკლამას, ბედნიერები ვართ, რომ მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მინდა აღვნიშნო, რომ „ლაპეტიტის“ გახსნიდან დღემდე არცერთ შეკვეთაზე არ გვითქვამს, რომ ვერ გავაკეთებთ. იყო შეემთხვევა, არ ვიცოდით კონკრეტული ნამცხვრის თუ ტორტის გამოცხობა, მაგრამ ინტერნეტში მოვიძიეთ და გავაკეთეთ. ღამეები გაგვითენებია, მაგრამ შედეგი ყოველთვის დაგვიდია. სულ ვამბობ, თუ ვიღაცამ სადღაც გააკეთა, ჩვენც შევძლებთ. რეალურად თუ მოინდომებს ადამიანი, შეუძლებელი არაფერია.

ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ და-ძმა ხართ, თუ გაქვთ განსხვავებული შეხედულებები?

რა თქმა უნდა, რიგ საკითხებში გვაქვს განსხვავებული ხედვები, მაგრამ ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვცემთ პატივს. არის მომენტები, როცა სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, მაგრამ ბოლოს მაინც კონსენსუსამდე მივდივართ. ვენდობით ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ასე ჰარმონიულად მივიწევთ წინ… ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ასევე გვჯერა იმის, რომ ყველა ჩანაფიქრს შევასხამთ ფრთებს.

ის, რაც „ლაპეტიტში“ აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ…

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უგემრიელესი გვაქვს, მაინც ჩვენს საფირმო ტრიუფელის ტორტის დაგემოვნებას გირჩევდით, რომელიც შეფკონდიტერმა ჩვენი დახმარებით შექმნა. განსხვავებული გემო და ვიზუალი აქვს. ფაქტობრივად, ბათუმში მხოლოდ ჩვენ გვაქვს მსგავსი ტიპის ტორტი, რომელშიც სამნაირი სახეობის კრემია, შოკოლადისა და ხილის შიგთავსით.

 

გურმანი ხართ?

კი, თან ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ ტკბილეული განუსაზღვრელი რაოდენობით გვაქვს, სახლში ყოველთვის ჩემი ხელით მომზადებულ ტკბილეულს ვთავაზობ ოჯახის წევრებს და შემდეგ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათი შეფასებები.

წარმატებისთვის…

საჭიროა დაუღალავი შრომა. არასდროს არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი. მონდომებასა და შრომისმოყვარეობას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი.

როგორია ტენდენცია, რა ტიპის ტორტებს ანიჭებენ უპირატესობას…

მოცულობით დიდ და განსხვავებული დიზაინის ტორტებს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენც მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენთვისაც ორმაგად საინტერესოა განსხვავებული დიზაინის, ფორმისა და მოცულობის ტორტზე მუშაობა.

ბედნიერი ვარ, როცა…

ტორტს მივაწვდით ადამიანს და „ლაპეტიტის“ მთელი გუნდი ვხედავთ მის სიხარულისგან გაცისკროვნებულ სახეს. ჩვენთვის მომხმარებელთა უკუკავშირი უპირველესი სტიმულატორია.

ბათუმი თქვენთვის…

ბათუმი ჩემთვის დუბაისთან ასოცირდება, ყველაზე სწრაფად განვითარებად და ენერგიულ ქალაქთან. ბათუმს სულ სხვანაირი მუხტი და ენერგეტიკა აქვს. ვფიქრობ, ყველაზე ლამაზი ქალაქია საქართველოში. აქ ზღვა, მთა, ადამიანები, სრულ იდილიას გიქმნიან და შთაგაგონებენ უფრო მეტი წინსვლისა და წარმატებისკენ.

გამორჩეული აჭარული ტკბილეული…

ბაქლავა. არ მეგულება ადამიანი, ვინც გასინჯავს აჭარულ ბაქლავას და არ მოეწონება. „ლაპეტიტში“ უგემრიელესი ბაქლავა გვაქვს, გირჩევთ დააგემოვნოთ.

მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე.

აუცილებლად ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დავამატებთ ერთ ფილიალს ბათუმის სხვა უბანში. ასევე, ვაპირებთ ადგილზე მიტანის სერვისის დამატებას. საქორწინო ტორტების შემთხვევაში ეს გვაქვს, თუმცა გვსურს ყოველდღურ შეკვეთებზეც დავნერგოთ და გავუფრთხილდეთ ადამიანის ძვირფას დროს. ასევე, სამომავლოდ გვაქვს გათვლა, რომ რამდენიმე ქალაქში გავხსნათ „ლაპეტიტის“ ფილიალი, მთელ საქართველოში გავხდეთ ცნობილები. შეიძლება ეს ძალიან თამამი ნათქვამია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ეშლი გრინის თვალისმომჭრელი ფოტოსესია – მსახიობი პირველ შვილს ელოდება

#OK! ორსული ეშლი გრინის თვალისმომჭრელი ფოტოსესია – მსახიობი პირველ შვილს ელოდება

June 14, 2022
#OK! ლინქსი – ეკოლოგიურად უსაფრთხო ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! ლინქსი – ეკოლოგიურად უსაფრთხო ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი

November 5, 2021
#OK! ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ

#OK! ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ

June 17, 2025
#OK! სტეფანე და ფანიკო

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?

#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?

January 25, 2026
#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

January 21, 2026
#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

January 23, 2026
#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები