• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! თბილისში შეიხ რაშიდ ალ ხალიფას პერსონალური გამოფენა „პირველი სხივი“ გაიხსნა

November 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 29 სექტემბერს ბაჰრეინელი ხელოვანის, შეიხ რაშიდ ალ ხალიფას უახლესი ინსტალაციების გამოფენა „პირველი სხივი“ გაიხსნა.

გარემომცველი გარემოთი სამარადისოდ შთაგონებული ბაჰრეინელი ხელოვანი, რაშიდ ალ ხალიფა ისეთ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც ტრადიციულ და თანამედროვე არქიტექტურას ბუნებრივ გარემოსთან აკავშირებენ. რაშიდის შემოქმედებას დიდწილად განსაზღვრავს ბაჰრეინის ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი შუქი, ფერები და ატმოსფერო, რომლებსაც ის გამორჩეულ კედლის ქანდაკებებად და იმერსიულ ინსტალაციებად გარდაქმნის.

 

 

რაშიდ ალ ხალიფას შემოქმედების სტილმა წლების განმავლობაში მისი შთამაგონებელი გარემოს წყალობით მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. თუმცა, თუ ჩვენ მისი შემოქმედების არსის გაგებას შევეცდებით, აღმოვაჩენთ, რომ ხელოვანის მოგზაურობა სრულიად გაცნობიერებულ ნაბიჯებს ემყარებოდა. ის მუდამ ისახავდა მიზნად სიცოცხლის ფუნდამენტურობის იმ კონტრასტების, ფერებისა და ქვეყანაში ასახული სინათლის საშუალებით გამოხატვას, რომლებსაც თავის უშუალო გარემოში რეგულარულად აკვირდებოდა და აფასებდა.

„მოხარული ვარ, რომ გამოფენას, „პირველი სხივი“ თბილისში, საქართველოში, ენერგიით აღსავსე, დინამიკური და მნიშვნელოვანი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარადგენს. მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა და პრივილეგია, ჩემი შემოქმედება ასეთი უნიკალური და უძველესი კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში გამოვფინო. ეს წელს ამ გამოფენის წარდგენის მეორე შესაძლებლობაა, რისთვისაც მადლობელი ვარ“, – თქვა ხელოვანმა რაშიდ ალ ხალიფამ.

 

 

„პირველი სხივი“ მანამდე ბაქოში, აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის ცენტრში იყო ნაჩვენები გამოფენაზე, რომელიც 2023 წლის მარტში გაიხსნა. ის საშუალებას გვაძლევს, რაშიდის შემოქმედება, როგორც უამრავი შთაგონების ერთობლიობა, ისე დავაფასოთ იმ სკულპტურების წყალობით, რომლებიც ტრადიციისა და მომავლის, მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის, გარემოსა და ინდუსტრიის კვეთაზეა შექმნილი. თავად რაშიდის შემოქმედებაც, მრავალი კულტურის გავლენის გზაჯვარედინზე მდებარე მშობლიური ბაჰრეინის მსგავსად, თავის თავში ერთი შეხედვით განსხვავებულ ელემენტებს აერთიანებს და შედეგად განსხვავებული იდენტობის მქონე დამაჯერებელ ფორმებს ქმნის.

გამოფენაზე რაშიდ ალ ხალიფა ასევე პირველად წარმოადგენს აზერბაიჯანელი ოსტატების მიერ შექმნილ სამ ხელნაკეთ ხალიჩას, რომლებიც „პირველი სხივის“ ნამუშევრებითაა შთაგონებული და სრულიად ორიგინალურ კომპოზიციებს გვთავაზობს. ისინი რაშიდის უნიკალურ დიზაინთან შერწყმით პატივს მიაგებენ აზერბაიჯანულ კულტურულ მემკვიდრეობას.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

1952 წელს დაბადებულმა რაშიდ ალ ხალიფამ ხელოვნება და დიზაინი სასექსში (ინგლისი) ჰასტინგსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში შეისწავლა. შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში ის დიდ დროს უთმობდა ლანდშაფტების ხატვას, თუმცა, მოგვიანებით, მისი შემოქმედება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სტილის ცვლილებამ, რაც მის ცხოვრებასა და გარემოში მომხდარ გარდაქმნებთან იყო დაკავშირებული. 1980-იან წლებში შექმნილი ფიგურული, ეფემერული ზეთის ნახატები 1990-იან წლებში აბსტრაქტულ ფორმებად იქცა, რამაც რაშიდს სხვადასხვა მასალითა და ზედაპირით (როგორიცაა მისთვის დამახასიათებელი „ამოზნექილი ტილო“) ექსპერიმენტების ჩატარებისკენ უბიძგა. 2000-იან წლებში მან თავისი ნამუშევრები კიდევ უფრო აბსტრაქტული გახადა, მათ დეტალები ჩამოაშორა და ზედაპირზე სხვადასხვა სტრუქტურის გამოყენება დაიწყო. 2010 წლიდან მოყოლებული მისი ყურადღების ცენტრში ალუმინი მოექცა და ხელოვანმა ჯერ მის გლუვ ფასადზე პრიალა ლაქის საღებავი გამოიყენა, შემდეგ კი მუშაობა მინანქარზე დაიწყო, რამაც ნამუშევრები გაცილებით მინიმალისტური გახადა.

რაშიდ ალ ხალიფას მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, ხელოვნების ბაზრობასა და ბიენალეში მიუღია მონაწილეობა. მათ შორისაა: „პირველი სხივი“, ჰეიდარ ალიევის ცენტრი (ბაქო, აზერბაიჯანი, 2023); მოზაიკა, მარიო მორონერის გალერეა (ვენა, ავსტრია, 2021); რაშიდ ალ ხალიფა, გალერეა Opera (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, 2021); „განივი ტალღა“, მე – კოლექციონერების ოთახი ბერლინში (გერმანია, 2019); „პენუმბრა“, გალერეა Saatchi ლონდონში (დიდი ბრიტანეთი, 2018); მოსკოვის ბიენალე (მოსკოვი, რუსეთი, 2019); სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (სტამბოლი, თურქეთი, 2019, 2021); SCOPE-ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა (მაიამი, აშშ, 2021); ბრიუსელის ხელოვნების ბაზრობა (2022); ჟენევის ხელოვნების ბაზრობა (2023) და ა.შ.

 

 

ცნობილი ხელოვანი და ხელოვნების პატივცემული კოლექციონერი, მისი აღმატებულება შეიხ რაშიდ ალ ხალიფა ამჟამად ბაჰრეინის ხელოვნების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა. ხელოვნების აღიარებულმა მფარველმა და სფეროს მხარდამჭერმა 2020 წელს მისივე სახელობის „რაშიდ ალ ხალიფას ხელოვნების ფონდი“ დააარსა. ფონდის საქმიანობა მიზნად ახალგაზრდა ხელოვანებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობების შექმნასა და ფართო საზოგადოებისთვის მისივე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კოლექციის (გამოფენილია ფონდის ტერიტორიაზე) გაცნობას ისახავს.

აღნიშნული გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე გაეცანი

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის
Décor

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის

July 1, 2025
#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჰეილი ბიბერის 8 აუცილებელი ატრიბუტი ზაფხულისთვის

#OK! ჰეილი ბიბერის 8 აუცილებელი ატრიბუტი ზაფხულისთვის

July 9, 2023
#OK! “ბუნებრივი სიბერე, სილამაზე ფილერებისა და ბოტოქსის გარეშე” – 49 წლის კამერონ დიაზის და 46 წლის დრიუ ბერიმორის ფოტო სოციალურ ქსელს იპყრობს

#OK! “ბუნებრივი სიბერე, სილამაზე ფილერებისა და ბოტოქსის გარეშე” – 49 წლის კამერონ დიაზის და 46 წლის დრიუ ბერიმორის ფოტო სოციალურ ქსელს იპყრობს

September 27, 2021
#OK! კაილი ჯენერის რეტრო სტილი! ვარსკვლავის შავ-თეთრი იმიჯი!

#OK! კაილი ჯენერის რეტრო სტილი! ვარსკვლავის შავ-თეთრი იმიჯი!

March 11, 2021
#OK! „40 წელი მეგონა ცხოვრების დასასრული, თურმე დასაწყისი ყოფილა“ – ნანუკა გულუა!

#OK! „40 წელი მეგონა ცხოვრების დასასრული, თურმე დასაწყისი ყოფილა“ – ნანუკა გულუა!

November 7, 2023

კვირის ჰიტები

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

July 1, 2025
#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები