• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შეაჩერე!

November 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ხშირად გვსმენია, „ვინ ძალადობს ქალზე“ , „ეს ადრე იყო, ახლა ქალს კაცზე მეტი უფლებები აქვს“… თანამედროვე საზოგადოება თითქოს ირიდებს ფაქტებს, რომლებიც გვამცნობენ უამრავ ამბავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ფემიციდი, ადრეული ქორწინება, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება – ეს ყველაფერი წარსულს ჯერ არ ჩაბარებია.

25 ნოემბერი გაეროს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული, რაც გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის 16 დღიან კამპანიას ხსნის. ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

სულ ცოტა ხნის წინ ისევ გაისმა ერთი ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის ამბავი – 14 წლის „გათხოვილი“ მოზარდი გოგო, რომელიც ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკას ემსხვერპლა. ქართული OK! ეხმიანება თემას. ჩვენ ვეცადეთ, გამოსავლის ძიებაში დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. საბედნიეროდ, უფრო მეტი პირი და კომპანია ერთიანდება ამ ბრძოლაში. დიდი მადლობა გაეროს მოსახლეობის ფონდს გაწეული დახმარებისთვის.

 

მარიამ, საქართველოს რომელ რეგიონებშია განსაკუთრებით აქტუალური ნაადრევი ქორწინების საკითხი და როგორ მიმდინარეობს ამ პრობლემის აღმოფხვრა?

მარიამ ბანძელაძე(გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსი): ეს არ არის კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემა. მართალია, არის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, სადაც უფრო მაღალია ნაადრევი ქორწინების მაჩვენებელი, მაგრამ ეს გამოწვევა მთელი ქვეყნის წინაშე დგას.

მაგალითად, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში ნაადრევი ქორწინების პრევალენტობაა 37.6%, ხოლო ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაში – 12.4%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან გვაქვს სამუშაო როგორც ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასევე კანონის აღსრულების ნაწილშიც.

 

საქართველოში ნაადრევ ქორწინებას ყველაზე დიდი რეზონანსი მაშინ მოჰყვება, როდესაც ყველაფერი ტრაგედიით სრულდება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს და მოვახდინოთ ამ დანაშაულის პრევენცია?

ადრეული ქორწინების პრევენციისა და აღმოფხვრისთვის აუცილებელია მრავალსექტორული მიდგომა. პირველი – ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების: განათლების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური ზრუნვის ფონდი, პროკურატურა, გამართული და კოორდინირებული მუშაობა.

მეორე მიმართულება არის ცნობიერების ამაღლება, რაც გაცილებით უფრო რთულია, რადგან საზოგადოებაში ფესვგადგმული საზიანო პრაქტიკებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. მუშაობა საჭიროა ბავშვებთან, მშობლებთან, სკოლის დირექტორებთან, პედაგოგებთან, თემის წარმომადგენლებთან. მათ უნდა ავუხსნათ, რატომ არის დანაშაული ადრეული ქორწინება და რა რისკები ახლავს თავს ამას თან, რომ გოგოები,

რომლებიც ადრეული ქორწინების მსხვერპლი ხდებიან, დგანან ძალადობის მომატებული რისკის, განათლებისა და სოციალური კავშირების გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე, რომ ადრეული ორსულობა და მშობიარობა საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის.

მესამე – ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები. სისხლის სამართლის კოდექსი გამკაცრდა, ასევე ქორწინების რეგისტრაცია დაუშვებელია 18 წელს ქვემოთ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. თუმცა არის საკითხები, რაც კანონით არ რეგულირდება. მაგალითად, ნიშნობის პრაქტიკა. ამ საკითხებზე ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს შესაბამის უწყებებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით.

ასევე შსს-თან და 112-თან ერთად ვახორციელებთ აქტივობებს, დავდივართ სკოლებში და ვესაუბრებით ბავშვებს. ვაწვდით მათ ინფორმაციას ნაადრევი ქორწინების შესახებ.

ვეუბნებით, ვის უნდა მიმართონ მათზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში და ვაწვდით ვიზუალურ მასალას.

 

112-ის მობილური აპლიკაციის შესახებ მინდა გკითხოთ, რა ფუნქცია დაემატა და რისთვის არის ეს მნიშვნელოვანი?

აპლიკაციაში ჩაშენდა SOS ღილაკი. ნებისმიერ ქალს ან ბავშვს, რომელსაც აქვს ამის საჭირობა, შეუძლია ღილაკზე ერთი თითის დაჭერით გამოიძახოს დახმარება. ასევე დაემატა ინფორმაცია ადრეული ქორწინების შესახებ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაცები ზრუნავენ

#OK! კაცები ზრუნავენ

June 4, 2021
#OK! ადრიანა ლიმას და ნაომი კემპბელის გლამურული იმიჯი: ვარსკვლავები Virgil Abloh-ს გამოფენას დაესწრნენ

#OK! ადრიანა ლიმას და ნაომი კემპბელის გლამურული იმიჯი: ვარსკვლავები Virgil Abloh-ს გამოფენას დაესწრნენ

November 5, 2021
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! Met Gala 2023 -ის გამორჩეული ჩაცმულობა!

#OK! Met Gala 2023 -ის გამორჩეული ჩაცმულობა!

April 28, 2025

კვირის ჰიტები

#OK! HR Congress 2025

#OK! HR Congress 2025

October 7, 2025
#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები