• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინტერვიუ „ევროფარმა ჯორჯიას“ პროდუქციის მენეჯერთან, გასტროენტეროლოგ მაია პოპიაშვილთან

July 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Health and Beauty Book ფარმაცევტული კომპანია „ევროფარმა ჯორჯიას“ შესახებ გიამბობთ, რომელიც უკვე 11 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია საზოგადოებას სთავაზობს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანისთვის დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. ამჟამად გიამბობთ „ექსტრასედის“ შესახებ, რომლის შემადგენელი კომპონენტები ჰარმონიულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, რაც განაპირობებს მის გამოხატულ დამამშვიდებელ ეფექტს. ჟურნალი OK! გასტროენტეროლოგს, „ევროფარმა ჯორჯიას“ პროდუქციის მენეჯერს, მაია პოპიაშვილს ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბო პრეპარატის გამოყენების დადებითი თვისებების შესახებ.

უპირველესად გაგვაცანით კომპანია „ევროფარმა ჯორჯია“. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს და რა წარმოადგენს კომპანიის საქმიანობას?

ფარმაცევტული კომპანია „ევროფარმა ჯორჯია“ 11 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია მომხმარებელთა მოთხოვნების გამოვლენა და მათზე ორიენტირებული, უანალოგო, სანდო და ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძელით ბაზარზე დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის მოპოვება, რაც მარტივი არ ყოფილა. აქვე მინდა აღვნიშნო, „ევროფარმა ჯორჯიას“ გუნდი ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ ისეთ ქარხანას, რომელიც აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით და აწარმოებს პროდუქციას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენი მომწოდებელი ქარხანა აკმაყოფილებს ხარისხის ყველა მოთხოვნას, რასაც ადასტურებს ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო GMP (კარგი წარმოების პრაქტიკა) სერტიფიკატი.

გვიამბეთ პრეპარატებზე, რომლებსაც საზოგადოებას სთავაზობთ.

ჩვენი კომპანია საზოგადოებას სთავაზობს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც აუცილებელია დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, მაგალითად D ვიტამინი, ომეგა 3, და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გენერიკულ პრეპარატებს, ასევე ფიზიოლოგიური მდგომარეობის შემანარჩუნებელ საშუალებებს.

ამჟამად მინდა ვისაუბრო ჩვენს ერთ-ერთ პროდუქტზე, „ექსტრასედზე“, რომელიც ძალიან ეფექტური დამამშვიდებელია მცენარეების, მაგნიუმისა და B6 ვიტამინის კომბინაციით. „ექსტრასედი“ დიდი ხანია, რაც საქართველოს ბაზარზეა.

 

 

კონკრეტულად „ექსტრასედზე“ და მის გამოყენებაზე მოგვიყევით.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც ყოველდღიურად გვაქვს სტრესი, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, შფოთვა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ნერვულ სისტემასა და ძილზე. მოწესრიგებული ძილი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და, რა თქმა უნდა, შრომისუნარიანობისთვის.

ალბათ, მოთხოვნიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი დამამშვიდებელი პრეპარატია ამჟამად საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „ექსტრასედის“ შემადგენელი კომპონენტები ჰარმონიულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, რაც განაპირობებს მის გამოხატულ დამამშვიდებელ ეფექტს. ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, „ექსტრასედი“ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია, მაგრამ ახლა ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი შემადგენელი კომპონენტების თვისებებს.

ვალერიანის ექსტრაქტი ყველაზე პოპულარული მცენარეა დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტით, ხასიათდება სედაციური თვისებებით. ახანგრძლივებს საძილე საშუალებების ეფექტს კომბინაციაში გამოყენებისას.

პასიფლორას ექსტრაქტი ხასიათდება ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტით, ზრდის გამაამინოერბოსმჟავას რაოდენობას თავის ტვინში, რომლის დეფიციტიც ვლინდება შფოთვებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითებით, უძილობითა და პანიკური შეტევებით.

სვიის ყვავილის ექსტრაქტი ხასიათდება ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედებით, აუმჯობესებს ძილს, ამცირებს კლიმაქტერული დარღვევების დროს გამოვლენილ სიმპტომებს.

ბარამბოს (მელისას) ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი, ანტიდეპრესიული და სპაზმოლიზური ეფექტი. არეგულირებს გულის რიტმს.

მაგნიუმის ციტრატი მონაწილეობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნის პროცესში. რეკომენდებულია კუნთოვანი სისუსტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ნევრასთენიის დროს. არეგულირებს წნევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამსუბუქებს პრემენსტრუალური (პმს) და კლიმაქტერული სინდრომის მიმდინარეობას.

ვიტამინი B6 აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისათვის. რომ შევაჯამოთ, მისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ექსტრასედი“ ამცირებს შფოთვასა და ნევროზულობას, აღადგენს ფიზიოლოგიურ ძილს, არეგულირებს ძილის ფაზებს, ამსუბუქებს პრემენსტრუალური და კლიმაქტერული სინდრომის გამოვლინებებს, რაც, მოგეხსენებათ, ბევრი ქალბატონის პრობლემაა. ასევე აღსანიშნავია, რომ „ექსტრასედი“ იმდენად უსაფრთხოა, გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც.

რა დადებითი თვისებებით და მოქმედებით გამოირჩევა?

ზოგადად, როდესაც დამამშვიდებელ პრეპარატზე ვსაუბრობთ, რომელსაც ასევე აქვს საძილე ეფექტი, მნიშვნელოვანია, იყოს უსაფრთხო! სწორედ ასეთია „ექსტრასედი“. არ იწვევს მიჩვევას, არ აქვს გვერდითი მოვლენები და მისი მიღების შემდეგ ადამიანი არის მხნედ, გაღვიძების შემდგომი მოდუნების გარეშე და, რა თქმა უნდა, ბედნიერი!

აუცილებლად უნდა უნდა გვახსოვდეს, ისიც, რომ „ექსტრასედი“ არის სრულიად ბუნებრივი პროდუქტი სინთეზური დანამატების გარეშე, შედეგს თანდათანობით იძლევა და ხასიათდება ხანგრძლივი თერაპიული ეფექტით.

 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დღესდღეობით, საქართველოში ბევრი ახალი რეგულაცია და კანონია მიღებული, რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვება სიახლეებს და ყველა გამოწვევას თამამად ვხვდებით, ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ!

ასევე გაეცანი

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?
Health & Beauty

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სურვილები სრულდება „ბერმელში“

#OK! სურვილები სრულდება „ბერმელში“

May 20, 2025
#OK! ტეილორ სვიფტიმა “გლობალური საკულტო ვარსკვლავის” ჯილდო მიიღო – “ყოველთვის შეგიძლიათ დაუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ მათი აზრი არასწორია”

#OK! ტეილორ სვიფტიმა “გლობალური საკულტო ვარსკვლავის” ჯილდო მიიღო – “ყოველთვის შეგიძლიათ დაუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ მათი აზრი არასწორია”

May 28, 2021
#OK! Doctors – სოფიო კამლაძე

#OK! Doctors – სოფიო კამლაძე

October 7, 2024
#OK! ლანა დელ რეი და ევან ვინიკერი დაინიშნნენ

#OK! ლანა დელ რეი და ევან ვინიკერი დაინიშნნენ

April 3, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა

June 27, 2025
#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

June 29, 2025
#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

June 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები