• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ვრცლად „პრაიმი“ ბათუმის სერვისცენტრის შესახებ

July 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს ევროპული ინვესტიციებით შექმნილ დასავლური სტანდარტის სადაზღვევო კომპანია „პრაიმს“. დღეს კი გაგაცნობთ აღნიშნული კომპანიის ბათუმის სერვისცენტრს, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ოპერირებს რეგიონში და მომხმარებელს სთავაზობს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების მთლიან სპექტრს. თუ რა გამოარჩევს „პრაიმ“ ბათუმს რეგიონში და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ბათუმის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ინგა ოსიძე გვესაუბრება.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

სადაზღვევო სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება მაქვს. ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯებიც სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. თავდაპირველად ვმუშაობდი აგენტის პოზიციაზე, შემდეგ ეტაპობრივად ხდებოდა ჩემი (როგორც კადრის) გაზრდა და დაწინაურება. ჯერ გადავედი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ უფროსი გაყიდვების მენეჯერის და ბოლოს – ბათუმის სერვისცენტრის ხელმძღვანელად.

დღის უდიდეს ნაწილს სამსახურში ვატარებ, ის ჩემთვის მეორე ოჯახია. შესაბამისად, ჩემს საქმიანობას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს სფერო ძალიან მრავალფეროვანია, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ყოველდღიურად გიწევს ბევრ ადამიანთან შეხვედრა, მათგანაც ბევრს ვსწავლობ, ასევე, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვცდილობ ჩემი და ჩემი გუნდის პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენი დაზღვეულების კმაყოფილებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სამსახური არ მაძლევს მოწყენისა და მოდუნების საშუალებას, დაზღვევასა და რუტინას საერთო არაფერი აქვთ.

 

 

გაგვაცანით „პრაიმ“ ბათუმის სერვისცენტრი.

„პრაიმის“ ბათუმის ფილიალი საკმაოდ დიდი ხანია ფუნქციონირებს. ფილიალში დასაქმებულია 12 ადამიანი და ათამდე გარე გაყიდვების აგენტი. ვმუშაობთ პრაქტიკულად ყველა პროდუქტზე, ეს იქნება ავტომობილის, ტვირთების, ქონების, სამოგზაურო, კონტეინერების, ჯანმრთელობის თუ პასუხისმგებლობების დაზღვევა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული თანამშრომელი გადამზადებულია. ხშირად ვატარებთ ტრენინგებს სიახლეების გასაცნობად.

მოგეხსენებათ, რომ ბაზარზე საკმაოდ მაღალია კონკურენცია და თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიას აქვს წარმომადგენლობა ბათუმში. ეს, რა თქმა უნდა, ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა ჩვენი გუნდი, ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ახერხებს ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებას.

მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ხშირად ვთავაზობთ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციებს, იქნება ეს საჩუქრები თუ ფასდაკლებები. ფასებისა და სერვისის მხრივ კონკურენციას ვუწევთ წამყვან სადაზღვევო კომპანიებს. პრაიმში დაზღვეულები სარგებლობენ უამრავი ბენეფიტით, მინიმალური გამონაკლისებით, მოქნილი სერვისითა და სწრაფი ანაზღაურებით.

 

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი კადრების აყვანასა და გადამზადებას. ასევე თითქმის დასრულდა მუშაობა პორტალზე, რომელიც დაზღვეულებს შესაძლებლობას მისცემს, თავად მართონ პოლისი, აირჩიონ სასურველი პროდუქტი, პირობები, პერიოდი და ა. შ. პორტალი დაზოგავს დაზღვეულის დროს. ასევე, იგეგმება ახალი პროდუქტების შექმნა, რაც საბოლოო ჯამში პორტფელის დივერსიფიცირებისა და სხვადასხვა მიმართულებით დაზღვევის ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობას მოგვცემს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ აღნიშნა ქენდის სვეინფულმა დაბადების დღე: წვეულებაზე მიმავალი ვარსკვლავი ირინა შეიკთან ერთად შენიშნეს

#OK! როგორ აღნიშნა ქენდის სვეინფულმა დაბადების დღე: წვეულებაზე მიმავალი ვარსკვლავი ირინა შეიკთან ერთად შენიშნეს

October 22, 2021
#OK! ახალი მომაჯადოვებელი სურნელი Sorvella Perfume Georgia-სგან

#OK! ახალი მომაჯადოვებელი სურნელი Sorvella Perfume Georgia-სგან

April 12, 2021
#OK! პამელა ანდერსონის თვალისმომჭრელი იმიჯი – 54 წლის ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად

#OK! პამელა ანდერსონის თვალისმომჭრელი იმიჯი – 54 წლის ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად

March 31, 2022
#OK! 2021 წლის ყველაზე მოულოდნელი ვარსკვლავური ურთიერთობები: წყვილები, რომელთა გამოჩენას საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ელოდა

#OK! 2021 წლის ყველაზე მოულოდნელი ვარსკვლავური ურთიერთობები: წყვილები, რომელთა გამოჩენას საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ელოდა

December 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები