• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! საკონდიტრო „ლა ფეტი“ – ქუთაისისა და პარიზის ბმის წერტილი

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

საკონდიტრო სახლი „ლა ფეტი“ მეექვსე წელია, ქუთაისის ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს და ხარისხიანი ტკბილეულის გამორჩეული გემოებით უმასპინძლდება. თბილი და მყუდრო გარემო გემრიელობების დაგემოვნების, საყვარელ ადამიანებთან კონტაქტისა თუ საქმიანი შეხვედრების საშუალებას ერთდროულად იძლევა. უფრო ვრცლად საკონდიტროს ისტორიასა და ტკბილეულის თავისებურებებზე დამფუძნებლები: თამუნა ებრალიძე და ინგა გაგნიძე გვესაუბრნენ.

გვიამბეთ, როდის და რატომ გაგიჩნდათ საკონდიტროს გახსნის სურვილი?

ისეთი სივრცის მოწყობის სურვილი გვქონდა, სადაც ერთობლივად იქნებოდა თავმოყრილი გემრიელი და ხარისხიანი ტკბილეული.

თავდაპირველად იდეა 2017 წელს გაჩნდა და გადავწყვიტეთ, მცირე ზომის საკონდიტრო გვქონოდა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. საბოლოოდ კი ენთუზიაზმითა და საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნით კომფორტული გარემო შევქმენით.

როგორ განავითარეთ საკონდიტრო ბიზნესი, ალბათ, სირთულეებიც ახლდა…

ამ სფეროში ახალბედები ვიყავით, შესაბამისად, საფეხურებრივი განვითარება დავიწყეთ, თანამშრომლები გადავამზადეთ, მენიუ გავამდიდრეთ და დაწესებულება გარემოსთან ადაპტირებული გავხადეთ. წარმოების პროცესში ახალ ტექნიკას მუდმივად ვნერგავთ და ვახორციელებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისელი მომხმარებელი ნოვაციებისკენ არის მიდრეკილი, ჩვენც წინსვლა და განვითარება ავირჩიეთ და 2022 წელს სივრცე განვაახლეთ. დახვეწილი ინტერიერით და გაცილებით უკეთესი მომსახურების სტანდარტით ვმასპინძლობთ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოელ სტუმრებსაც. მადლიერი მომხმარებელი წარმატების ინდიკატორია. ადრე ქალები რთულად იმკვიდრებდნენ თავს ბიზნესში, ჩვენ რისკზე წავედით და სტერეოტიპების მსხვრევა დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, მთელი ენერგია ამ ბიზნესში ჩავდეთ. ჯანსაღ კრიტიკასაც ვიღებთ, სხვადასხვა მეთოდს ვნერგავთ და თანამშრომლებს მუშაობის პროცესს ვუმარტივებთ.

რით არის „ლა ფეტი“ სხვა საკონდიტროებისგან გამორჩეული? რა არის თქვენი ნიშა?

„ლა ფეტი“ მაღალი ხარისხით გამოირჩევა ბაზარზე, კონსერვანტებს არასდროს ვიყენებთ. ჯანსაღი პროდუქცია გურმანებზეა გათვლილი და ვცდილობთ ყველას გემოვნება დავაკმაყოფილოთ. ინდივიდუალური გემოები და სუნები – ესაა ჩვენი ნიშა. ყველა ტკბილეული განსხვავებულია, მრავალფეროვანია მენიუ. აქ თამამად შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნამცხვრების ერთგვარი თაიგული შეკრათ. გპირდებით, რომ არცერთი გემო ერთნაირი არ იქნება. გარდა ამისა, კეთილი ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს მომხმარებელთან. მათ სურვილებს ვითვალისწინებთ, რათა ჩვენთან სტუმრობა უხაროდეთ, ჩვენ კიდევ გამასპინძლება.

დიდი კონკურენციის ფონზე „ლა ფეტის“ წარმატების საიდუმლო რა არის?

ჩვენი უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ იმ რეცეპტს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, ვცვლით და ნებისმიერ ტკბილეულს ჩვენს ხელწერას ვამატებთ. პირველი ბესტსელერი იყო ტორტი „მოცარტი“, რომელიც არაჟნის კრემითა და ანანასით მზადდებოდა და დღესაც გვაქვს, იმიტომ, რომ მაღალმოთხოვნადი პროდუქტია. ამის შემდეგ, ბევრმა საკონდიტრომ შეიტანა თავის მენიუში. თუმცა ჩვენსას სხვა გემო აქვს, რადგან ჩვენი ხელწერით არის. ავთენტური გემოები იმით ჩამოყალიბდა, რომ კონდიტერული უნარ-ჩვევების მატარებელი არის ინგა. და როცა ახალ რეცეპტს ტესტავს, ის თავის გემოვნური რეცეპტორების ცხრილში ატარებს. შემდეგ ერთად შევჯერდებით და წარმატებასაც ერთად ვზეიმობთ. ჩვენი გუნდი ენთუზიაზმით მუშაობს, როგორც ერთი ოჯახი, ისე ვართ. ასე რომ, გუნდური მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი წარმატებისთვის. კეთილისმსურველები და ერთგული მომხმარებლები გვერდში გვიდგანან.

 

რატომ სახელწოდება „ლა ფეტი“?

„ლა ფეტი“ ფრანგული სიტყვაა, დღესასწაულს და ასევე ნუშს ნიშნავს. პარიზსა და ქუთაისს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, სხვანაირი ბმის წერტილი აქვს. ამ ქუჩებში ფრანგული ენა ისმოდა. ოდითგანვე პატარა, კოხტა, სალონური ქალაქი იყო, სადაც საღამოობით ჩაისა და ყავას მიირთმევდნენ და წითელბანტიან გიტარას ამღერებდნენ.

შინაგანი ესთეტიკით ძალიან ჰგავს საფრანგეთს და სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი ასოციაციები. გვსურდა, მხოლოდ ფრანგული ხაზი გვქონოდა, ეს სახელიც ამიტომ ავირჩიეთ. შემდეგ სამომხმარებლო გარემომ გვიკარნახა, რომ ტრადიციული ტკბილეულიც აუცილებელი იყო…

როგორი მომხმარებელი ჰყავს ქუთაისს და როგორ აკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს?

ქუთაისელები ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მომხმარებელია, მათ ვერ მოატყუებ. ტრადიციების მატარებელი ქალაქია, სადაც ნამდვილად იციან გემრიელად მირთმევა. კვების ერთ-ერთი შემადგენელია დესერტი. მსოფლიოშიც ძალიან პოპულარულია ფრანგული ტკბილეული, ქართველ მომხმარებელს გემოვნება გაეზარდა, ამ ნაბიჯებს კი უნდა აჰყვე. ტექნოლოგიებს დაცვა სჭირდება, რაც მაღალბიუჯეტიანია. კომბინირებული მენიუ გვაქვს, ჩვენი მეთოდით შეჯერებული, რომელიც თან ქართული ინოვაციური ტექნოლოგიებით გავაკეთეთ.

გაგვიმხილეთ, როგორ მზადდება ბესტსელერი…

ბესტსელერი არის „მირინგის ხვეულა“. ფქვილის გარეშე, ნაზი ხილის კენკროვანი კომფით და უგემრიელესი ფაფუკი კრემით მზადდება. ბალანსირებულია, თან ტკბილი, თან მომჟავო გემო აქვს. ყველა მოთხოვნილებას ერთდროულად აკმაყოფილებს.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

თანამშრომლების გადამზადებას კვლავ ვგეგმავთ, რათა მომხმარებელს უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ. ძალიან გვიყვარს ქუთაისი და ვცდილობთ ეს ქალაქი ერთი პატარა საქმით გავალამაზოთ და ხიბლი შევმატოთ. იმ ადგილთა ნუსხაში, რომელიც ავთენტურად ქუთაისურია, გვინდა, რომ ჩვენც ვიყოთ – ამის პრეტენზია გვაქვს.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ საკვებს ანიჭებს უპირატესობას კრიშტიანუ რონალდუ? სოციალური მედიის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავის კვების რაციონი

#OK! როგორ საკვებს ანიჭებს უპირატესობას კრიშტიანუ რონალდუ? სოციალური მედიის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავის კვების რაციონი

February 5, 2024
#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: 49 წლის ჰაიდი კლუმი და 18 წლის ლენი კლუმი Intimissimi-ის მორიგ ფოტოსესიაში

#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: 49 წლის ჰაიდი კლუმი და 18 წლის ლენი კლუმი Intimissimi-ის მორიგ ფოტოსესიაში

October 12, 2022
#OK! სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახების სრულად განახლების პროცესშია

#OK! სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახების სრულად განახლების პროცესშია

February 14, 2022
#OK! 2022 წლის TOP 22 ქართული ვარსკვლავური წყვილი

#OK! 2022 წლის TOP 22 ქართული ვარსკვლავური წყვილი

December 24, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „მის ტვინს მეცნიერებს გადავცემთ“ – ბრიუს უილისის ოჯახი მსახიობის გარდაცვალებისთვის ემზადება

#OK! „მის ტვინს მეცნიერებს გადავცემთ“ – ბრიუს უილისის ოჯახი მსახიობის გარდაცვალებისთვის ემზადება

November 24, 2025
#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

November 28, 2025
#OK! ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა

#OK! ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 28, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები