• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! „მომხმარებელს ყოველთვის ჩემს თაყვანისმცემლად აღვიქვამ“

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

სილამაზის სალონი „სილამაზის ქალაქი ქუთაისი“ წლებია მომხმარებლებს საინტერესო და გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობს. ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი ლელა ჯიშკარიანი მუდმივად სიახლეების ძიების პროცესშია და როგორც ამბობს, თითოეულ მომხმარებელს საკუთარ თაყვანისმცემლად აღიქვამს.

გვიამბეთ თქვენზე და „სილამაზის ქალაქი ქუთაისის“ შესახებ

დავიწყოთ იმით, რომ საინტერესო ადგილს და გარემოს ვარჩევდი. ისეთს, სადაც ძველად ქუთაისელი არისტოკრატები იკრიბებოდნენ და იმართებოდა სალონური საღამოები. მინდოდა მომხმარებლისთვის მეჩვენებინა, თუ რა ძალა აქვს ამ ისტორიულ და საინტერესო ქალაქს, პარალელურად მოქალაქეების გადინება რომ ხდებოდა. ძიების შემდეგ წერეთლის 33 ნომერში ვიპოვე საოცარი ადგილი, რომელსაც „სილამაზის ქალაქი ქუთაისი“ ვუწოდე.

მე ლელა ვარ, ჯიშკარიანი და ბავშვობიდან იღბლად დამდევს ტკბილი ოჯახი, გონიერი დედ-მამა. შემდეგ – შექმნილი ოჯახი და სიტყვები, რომელიც ცხოვრების წარმატების ფორმულად გვექცა – ვყოფილიყავით შრომისმოყვარეები და დამოუკიდებელი გზებით გვევლო. მამამ ძლიერ ქალებად გაგვზარდა და ამისთვის ძალიან ვემადლიერები, რადგან ათეული წლების წინ იშვიათად ფიქრობდნენ ასეთი გენდერული კულტურით.

გამარჯვებებსაც ადრეული ასაკიდან შევეჩვიე. წარმატებები მქონდა სპორტულ კარიერაში, რამაც ბიზნესისთვის საჭირო უნარები განმივითარა. ხასიათით მტკიცეც ვარ და რომანტიკულიც, მიყვარს სწავლა და ახალი ცოდნით საკუთარი თავის გამოწვევა. დავამთავრე ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი უცხო ენების ინსტიტუტში, ვისწავლე სახელმწიფო მართვა და მენეჯმენტი GPA-ში, ბუღალტერია „ბაფი“-ში. ამჯერად სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული.

ჩემი სილამაზის სალონი თავისი ხასიათით მინდა ჩემსავე ბიოგრაფიას ჰგავდეს და ვფიქრობ, ასეცაა. გახსნიდან მალევე წამოეწია ცნობადობა, ადამიანების სიყვარული და აღიარება.

სილამაზის სალონის მთავარი ნიშა.

ჩვენი მთავარი ნიშა, ცხადია, ახლის და ძველის თანხვედრაშია, მაგრამ ხარისხის მიღება ბევრი კომპონენტის შერწყმით ხდება და ვფიქრობ, ესეც გვაქვს – შინაარსი, დამოკიდებულება, მიზანი, სტილი, პროფესიონალიზმი, ურთიერთობის კულტურა, გემოვნება, სისადავე.

ეს არამარტო ჩვენი სერვისებით იგრძნობა, არამედ სახლით, რომელშიც ბინა დავიდე და რომელმაც ყველაზე დიდი სტიმული მომცა, რათა ჩემი მომხიბვლელი ბიზნესის ახალ გზაზე დამოუკიდებლად გამევლო. ეს სახლი ქუთაისის კოლორიტული ნაწილია. მისი ყოფილი მფლობელი ვალერიან ძაგნიძე არაჩვეულებრივად ტკბილხმოვანი და გამორჩეული ხელწერის მომღერალი იყო ცნობილი დუეტიდან „ძაგნიძე და ჩხიკვაძე“. სახლსაც აქვს საკუთარი ბედისწერა და მჯერა, აქაც გამიმართლა. ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა ესმა ხეცურიანმა დამანახვა, როგორ დამებრუნებინა ამ სახლის კედლებისთვის ძველი და ახალი სილამაზის სტილი და გამორჩეული ხასიათი. მუსიკალურ სილამაზეს ჩვენ ადამიანების მშვენიერების გარემოთი, იმავე ტკბილხმოვანებითა და გამორჩეული ხელწერით ვაგრძელებთ.

კონკურენციის შესახებ რას იტყვით?

არავის არ ვუწევ კონკურენციას. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვიწვევ და დღევანდელ და ხვალინდელ ლელას ვადარებ. პროფესიაში ყოველი დღე ახალ საფეხურზე ასვლის, ახალი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების, ახალი პრაქტიკული ჩვევის და წარმატების უნდა იყოს. ამიტომ არც აღმიქვამს, რომ რთულ გარემოში მიწევდა თავის დამკვიდრება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სფეროში სტარტაპი მაინც რისკი და ექსპერიმენტია. თუმცა სხვანაირად შემოქმედი ვერ იქნები და ვფიქრობ, ჩვენი ბიზნესსეგმენტის შემოქმედებითი ფანტაზიის და ტალანტის გარეშე განვითარება ვერ მოხდება. ქუთაისი, ისედაც სილამაზისა და მშვენიერების ქალაქი, თავისთავად პროფესიული კონკურენციაა და აქ განსაკუთრებულად ნიჭიერი უნდა იყო, რომ გაღიარონ. ეს ეტაპი ჩვენ კარგა ხნის წინ გავიარეთ და ახლა ვცდილობთ, შრომისმოყვარეობითა და განვითარების მუდმივი პროცესით სტაბილურად ვიაროთ ლიდერთა ხაზზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეტიკეტის, ფორმატის დაცვა, მაღალი დონე და კულტურა, რომელსაც ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ გამოვხატავ. თითოეულ მომხმარებელს ყოველთვის ჩემს თაყვანისმცემლად აღვიქვამ.

აქვე გვითხარით, როგორია ქუთაისელი მომხმარებელი?

ამასთან დაკავშირებით, დიდი ქართველი ხელოვანის ინტერვიუ უნდა გავიხსენო. ბავშვობაში მოვისმინე და მახსოვს, რადგან ქუთაისზე მუდამ შეყვარებული ვარ და მიყვარს ადამიანები, რომელმაც ჩემი მშობლიური ქალაქის ღირსებები იციან.

ქალბატონ ნინო რამიშვილს ეკითხებოდნენ, სუხიშვილების კონცერტის დროს რომელ ქვეყანასა და ქალაქში განიცდიდა განსაკუთრებულ მღელვარებას. მან ჟურნალისტს მოუყვა, როგორ გააცნო ჩვენი საამაყო, დიდებული ეროვნული ცეკვა მსოფლიოს, როგორი თავაწეული გადიოდა გრანდიოზული თეატრების სცენაზე, როგორც ქართული ქორეოგრაფიის დიდოსტატი, მაგრამ განსაკუთრებული მღელვარება ქუთაისის მაყურებელთან ეუფლებოდა. ქალბატონი ნინოს თქმით, ეს ის ქალაქი არ არის, ტაშს ყველას უკრავდეს.

ეს ჩემთვის ჩემი ქალაქის და ქალაქელების შეფასებაა. ამ ხარისხს პასუხობს ქალაქი ქალაქში – „სილამაზის ქალაქი ქუთაისი“. მეც სულ მახსოვს ლეგენდარული ნინო რამიშვილის სიტყვები და თუ ერთხელ ქუთაისში გულიანად დაგიკრავენ ტაშს, ხვალ კიდევ უფრო მეტს ელიან. ასეთია ქუთაისში მაყურებელიც და მომხმარებელიც. ყველაზე გემოვნებიანი და მომთხოვნი, რაც ჩემს გამოწვევებს ძალიან უხდება და კი არ მაშინებს, პირიქით, მათამამებს. მიყვარს ადამიანების გაოცება.

რას იტყვით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით?

იცით რა, პატარ-პატარა და რეალური გეგმები მაქვს, რომელსაც ყოველთვის ვახორციელებ. საკუთარ თავს ხშირად ვუმეორებ, „საქართველო ლელასია“, რათა მუდამ მოტივირებული და ენერგიით სავსე ვიყო.

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა
Health & Beauty

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა

August 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “BULGARI-ის ულამაზესი სამეული” – ზენდეია, ენ ჰეტევეი და პრიანკა ჩოპრა, როგორც ბრენდის სახეები

#OK! “BULGARI-ის ულამაზესი სამეული” – ზენდეია, ენ ჰეტევეი და პრიანკა ჩოპრა, როგორც ბრენდის სახეები

May 17, 2023
#OK! პერიზ ჰილტონი Gucci-ს ძვირადღირებული მაისურით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

#OK! პერიზ ჰილტონი Gucci-ს ძვირადღირებული მაისურით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

June 3, 2021
#OK! SQUID GAME-ის ვარსკვლავი ჰოეიონ იუნგი “ლუი ვიტონის” საერთაშორისო ამბასადორად დასახელდა

#OK! SQUID GAME-ის ვარსკვლავი ჰოეიონ იუნგი “ლუი ვიტონის” საერთაშორისო ამბასადორად დასახელდა

October 13, 2021
#OK! ხელოვნებაში ხელოვანთა მხარდასაჭერად ელენე აბაშიძის არჩევანი

#OK! ხელოვნებაში ხელოვანთა მხარდასაჭერად ელენე აბაშიძის არჩევანი

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები