• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია

June 8, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ათ ნომერში ყვავილების სახლი „სემირამიდა“ მსურველებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ყვავილების სიყვარულით ეს ბიზნესსაქმიანობა მეგი ნიჟარაძემ 25 წლის წინ დაიწყო და წარმატებულიც აღმოჩნდა. მომხმარებელი ენდობა და შედეგიც არ აყოვნებს.

გვიამბეთ, იდეა როდის გაჩნდა?

პროფესია ეკონომიკური განხრით ავირჩიე, ფინანსები და კრედიტები. თუმცა ბავშვობიდან ვოცნებობდი ყვავილების სალონი მქონოდა. მე და ჩემი მეგობარი მინდვრის ყვავილებით ლამაზ თაიგულებს ვაწყობდით და სხვა მეგობრებს ვჩუქნიდით. თაიგულის აწყობა ნანახი არ მქონდა, ტელევიზიით რომ ვუყურებდი, სურვილი მიჩნდებოდა, ისეთივე გამეკეთებინა.

როცა ვიწყებდი, ბიძაშვილთან ერთად ბათუმში წავედი. მინდოდა საინტერესო ყვავილი ან მასალა მომეპოვებინა. ყვავილების მაღაზია რომ დავინახე, შევედი და ვუამბე, იმავე საქმეს რომ ვიწყებდი. ვუყურე მზადების პროცესს. ასე დავიწყე, განვავითარე და მოვედი აქამდე. 20 წლის ვიყავი, ეს ჰობი რეალობად რომ ვაქციე და ოჯახიც დავითანხმე. მამასთვის განსაკუთრებით რთული შესაგუებელი იყო, მისი ასაკით პატარა შვილი მაღაზიაში ყვავილებს რომ ყიდდა, მაგრამ ეს საქმე იმდენად მაინტერესებდა, რომ იმ დროის სტერეოტიპი დავამსხვრიე. მშობლების თანხმობით თავდაპირველად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე გავხსენი ყვავილების სალონი. წარმოიდგინეთ, იმ დროს ქუთაისში თაიგულის კულტურაც არ იყო. ფაქტობრივად, ქუჩაში ვეძებდი ფოთლებსა და სხვადასხვა მასალას, ძალიან საინტერესო იყო მაშინდელი თაიგულის შექმნა, მეგობრები და ოჯახის წევრები მუდმივად გვერდში მედგნენ და მგულშემატკივრობდნენ. ჩვენ ერთად ხალისით და ინტერესით ჩავებით ამ საქმეში.

იცით, დღევანდელი გადმოსახედიდან ის თაიგულები, რომლებსაც ვქმნიდი, ცოტა სასაცილოდაც მეჩვენება, მაგრამ დროსთან ერთად ექსპერიმენტებსაც აღარ ვუშინდებოდი და საბედნიეროდ, მეც და მომხმარებლებიც კმაყოფილები ვრჩებოდით.

პირველი თაიგულის ისტორია გახსოვთ?

პირველი თაიგულის ფასი მახსოვს, 80 თეთრი იყო. ეს გახლდათ ერთი ცალი ტიტა, რომელიც გავალამაზეთ.

იმ დროისთვის სიახლე იყო ქუთაისელებისთვის თაიგული?

სიახლეც იყო და მაშინ თაიგულის ჩუქების კულტურაც დავნერგეთ. ბიჭებს რაღაცნაირად ეუხერხულებოდათ გოგოებისთვის ყვავილების მირთმევა.

როგორ უნდა მოეხიბლათ გოგო, როგორ შერიგებოდნენ შეყვარებულს, ძალიან საინტერესო და ღიმილის მომგვრელი იყო, თაიგულები ამ ისტორიის შემადგენელ ნაწილად იქცნენ.

თაიგულის შექმნის შემდეგ ვასწავლიდით მათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მახსოვს, მაშინ ბარათებიც გვქონდა, მათზე სხვადასხვა საინტერესო ფრაზები ეწერა. ეს არ იყო მხოლოდ ბიზნესი, პირველ რიგში საინტერესო და სასიამოვნო პროცესს წარმოადგენდა. სხვათა შორის ქუთაისელი მომხმარებელი ამ სიახლეს კარგად შეხვდა. მალე აიტაცეს, მოეწონათ და ადგილიც დავიმკვიდრეთ.

ხალხის ინტერესი გაიზარდა და იმ წლებიდან მოყოლებული ერთგული მომხმარებელი დღემდე მოგვყვება. ბარათებიც კი შენახული აქვთ.

იცით, ქუთაისელი მომხმარებელი პრეტენზიული, სანდო და ერთგულია. დღესასწაულებზე ტკბილეულით და საჩუქრებით მოდიან ხოლმე, საოცარი ურთიერთობა გვაქვს. ეს დამოკიდებულება დიდი ემოცია და სტიმულია ჩვენთვის. ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენს გემოვნებას ენდობიან, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.

რაც მთავარია, არცერთი თაიგული ერთმანეთს არ ჰგავს. თითქოს მხატვრის ნამუშევარია, ნახატი, რომელიც ზუსტად იდენტური არასდროსაა. ერთი და იგივე ყავავილი სხვადასხვა ხედვას ითხოვს.

 

დასამახსოვრებელი შემთხვევებიც იქნებოდა ამ წლების მანძილზე.

ასეთი ძალიან ბევრია. ახლახან ოცდაოთხი წლის წინანდელმა მომხმარებელმა მითხრა, სანამ დავოჯახდებოდი, ხომ გახსოვს, ჩემს შეყვარებულს ყვავილები რომ ვაჩუქე, ისევ მაშინდელივით გამორჩეული თაიგული მინდაო. მსგავსი ისტორიები მრავლადაა, სწორედ ეს ადამიანები და მსგავსი ფაქტები მაძლევენ სტიმულს, მუდმივად განვითარებასა და წინსვლაზე ვიფიქრო.

ოჯახი, ხუთი შვილის დედობა და ეს საქმე, დაღლა გიგრძნიათ?

ხუთი შვილი და ეს საქმე მართლაც რომ ძალიან რთულია, მაგრამ შვილები და ოჯახის წევრები ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ისინი გაგებით ეკიდებიან ჩემს გადატვირთულ განრიგს და მუდმივად მეხმარებიან სახლის საქმეებში, საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის საქმიანობაშიც მონაწილეობენ. გარკვეული პერიოდი ჩემი პროფესიით ბანკში ვმუშაობდი. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო და საყვარელ საქმეში უნდა ვყოფილიყავი. აქ დროს ვერ ვსაზღვრავთ. ჩვენთვის დილა, საღამო, ღამე, ასე ვთქვათ, არ არსებობს. მითუმეტეს, დღესასწაულების და კერძო ივენთების დროს. აი, მაგალითად, ჩემთვის წლებია დედის დღე სხვების დედის დღისგან განსხვავებულია, ვინაიდან ჩემი მოვალეობაა მათი დღის გალამაზება, სწორედ ამიტომ ჩემი შვილების მოლოცვას ხშირად ტელეფონით თუ ახერხებენ. ასევე ქორწილებისთვის მზადება ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მაგალითად, ერთ-ერთი ქორწილი დანიშნულია სექტემბრის თვეში, ჩვენ დავიწყეთ დეტალების გავლა, დედოფალი უცხოეთშია და უკვე ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს დეკორაციები. დღეში რამდენიმე საათი ვკომუნიკაციობთ.

რას იტყვით გუნდზე?

გუნდი მყავს ძალიან კარგი, პირველ რიგში, მათ ვენდობი. ჩემთვის თითოეული მათგანი მეგობარი და ოჯახის წევრია. იციან, რა როგორ უნდა გააკეთონ, ეს არაა თანამშრომლობა და უფროსუმცროსობა. ეს არის ნდობა, ერთმანეთის დაფასება, სიყვარული. მომხმარებლებსაც ძალიან მოსწონს და უხარია ჩვენი ასეთი დამოკიდებულება. როგორც სახლში, ისე ვგრძნობთ აქ თავს.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ყვავილი?

 მოთხოვნადია წითელი ვარდი. ასევე ამ ბოლო დროს კესანები, პიონები, იასამნები და ჰორტენზიები ძალიან აქტუალურია. ლურჯი, შავი ფერის ვარდებიც მოსწონთ. და ყველაზე ხშირად დედისთვის, მეუღლისთვის, შეყვარებულისთვის მიაქვთ.

ყვავილების იმპორტი საიდან ხდება?

ძირითადად ეკვადორი, კენია, ჰოლანდია, თურქეთი. ადგილობრივი, ქართული ყვავილები ზაფხულობით შემოდის.

გვირილობის დღესასწაულზე როგორია თქვენი ჩართულობა?

გვირილობა ქუთაისისა და ქუთაისელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია. გვირგვინები, გვირილები, დეკორაციები… ყოველთვის ვმონაწილეობთ მათ შექმნაში.

ყვავილების ფასებზეც გვითხარით, მოიმატა ბოლო პერიოდში?

წინა წლებთან შედარებით მოიმატა. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენი კომპოზიციები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

თიგულები, ქორწილები, კორპორაციული საღამოები, ბანკეტები – თითოეულთან მიმართებაში ვცდილობთ საუკეთესოები ვიყოთ.

სამომავლო გეგმებზეც გვითხარით…

ლანდშაფტის დიზაინსაც ვაკეთებ და ამ მიმართულებით ვფიქრობ განვითარებას. არის სხვა გეგმებიც, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია.

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 21, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კორტნი კარდაშიანი დროს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს! წყვილი მალიბუში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

#OK! კორტნი კარდაშიანი დროს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს! წყვილი მალიბუში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

March 26, 2021
#OK! როგორ შენდება თბილისი – m²

#OK! როგორ შენდება თბილისი – m²

April 8, 2024
#OK! მაესტრო – ნიკა ნიკვაშვილი

#OK! მაესტრო – ნიკა ნიკვაშვილი

January 24, 2025
#OK! ნინა წკრიალაშვილი 5 წლის შემდეგ გამოჩნდა!

#OK! ნინა წკრიალაშვილი 5 წლის შემდეგ გამოჩნდა!

December 7, 2023

კვირის ჰიტები

ეკა ლაშხის პროფესიული გზა

ეკა ლაშხის პროფესიული გზა

December 21, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

December 15, 2025
#OK! „ცხენს სროლის ხმა არ უყვარს“ – როგორ შევხვდეთ 2026 წელს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევებით?

#OK! „ცხენს სროლის ხმა არ უყვარს“ – როგორ შევხვდეთ 2026 წელს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევებით?

December 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები