• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! „ფიტ ფაქტორი“ – გარემო, სადაც კეთილგანწყობა, ზრუნვა და კომფორტი დაგხვდებათ

June 8, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გამძლეობის მოსამატებლად კი ეფექტური გზა რეგულარული ფიზიკური აქტიურობაა. იმისათვის, რომ ჩვენს სხეულსა და პრობლემებს მორგებული კომბინაცია შევადგინოთ, პროფესიონალები დაგვეხმარებიან. ამ მხრივ ქუთაისში გამორჩეულია FIT Factory – მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც სატრენაჟორო დარბაზს, პილატესს, იოგას, აერობიკას, სპინინგაქტივობასა და სხვა კლასებს აერთიანებს და ყოველდღიური რუტინიდან გამოსვლის შესაძლებლობასაც იძლევა. ფიტნესცენტრის უპირატესობების შესახებ უფრო ვრცლად მისი დამფუძნებელი ასმათ ნიშნიანიძე გვესაუბრა.

როდის და რატომ გაგიჩნდათ ფიტნესცენტრის გახსნის იდეა?

წლებია ვვარჯიშობ და ეს უკვე ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა. ისე მოხდა, რომ იდეა ვარჯიშის დროს დაიბადა, რადგან მინდოდა, ჩემს ქალაქში პრემიუმხარისხის დარბაზი მეხილა, სადაც ყველა მოთხოვნა, რასაც მე ვუყენებდი სივრცეს, სადაც მაშინ ვიყავი, გათვალისწინებული ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტე ეს გარემო შემექმნა.

რა არის „ფიტ ფაქტორის“ კონცეფცია?

ჩემი ფიტნესცენტრის კონცეფცია ეფუძნება ლათინურ გამოთქმას: mens sana in corpore sano – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

 

რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება?

სახელწოდებაზე დიდი ფიქრი არ დამჭირდა, იდეის დაბადებიდან მალევე მომაფიქრდა. ჩემთვის ასოცირდება ადგილთან, სადაც აქტიური ფიტნესცხოვრება დუღს.

გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები, როგორ დაიწყეთ ეს ბიზნესი და რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდით?

პირველ რიგში, საკუთარ თავთან გადავლახე წინააღმდეგობები. რის შემდეგაც, ყოველთვის, როდესაც პრობლემა ჩნდებოდა, მიზეზსა და ძალას ვეძებდი, არ დამეკარგა ენერგია და რწმენა იმისა, რომ მე ეს შემიძლია.

მაღალი კონკურენციის ფონზე როგორ ფუნქციონირებს ფიტნესცენტრი?

მაღალი კონკურენცია უფლებას მაძლევდა მეფიქრა, რომ ბაზარზე შემეძლო შემოვსულიყავი უკვე სხვა დონის სივრცით. ამიტომ მზად ვარ ჯანსაღი კონკურენციისთვის. ამ ეტაპზე „ფიტ ფაქტორი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც პრემიუმხაზის ტრენაჟორებით მომსახურებას, ასევე პილატესს, იოგას, აერობიკას, სპინინგაქტივობას. დარბაზში ფუნქციონირებს მასაჟის კაბინეტი და მომხმარებელს ემსახურება მინი კაფე.

 

რას სთავაზობთ მომხმარებელს? რატომ უნდა აირჩიონ FIT Factory?

რატომ „ფიტ ფაქტორი“? ჩემი ხედვა პირველივე წამიდან იყო, შემექმნა გარემო, სადაც ადამიანი პირველივე ნაბიჯიდან იგრნობს სიყვარულს, კეთილგანწყობას, ზრუნვასა და კომფორტს. „ფიტ ფაქტორი“, ვარჯიშის გარდა, ყოველდღიური რუტინიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მომხმარებელმა საკუთარი ძალებისა და საკუთარი უსაზღვროების ირწმუნოს.

რა სიხშირით სტუმრობენ ფიტნესცენტრს?

გვსტუმრობს საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც დროსა და სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. რეგულარულად მოგვმართავენ. ასევე, ნაწილს სურს, რომ კონკრეტული დღისთვის ან სეზონისთვის მიიღოს შედეგი. მიხარია, რომ ახალგაზრდები აქტიურები არიან და ცდილობენ, ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრონ. ზოგადად, ვარჯიშის მუდმივ ჩვევაში გადატანის მხრივ, ტენდენცია ქუთაისში საუკეთესოა.

რას ურჩევდით მათ, ვინც ვარჯიშს ახლა იწყებს?

გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, არ გადადოთ ხვალისთვის. იცხოვრეთ აქ და ამჟამად, გააკეთეთ ყველაფერი, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი უკეთესი იყოს.

 

წარმატების თქვენეული ფორმულა.

წარმატებისთვის აუცილებელია არ დანებდე. იქნება ბევრი წინააღმდეგობა, ბევრი გათენებული ღამე, მაგრამ ბოლოს აუცილებლად გაანათებს. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, გაბედნიერებდეს და იყო პასუხისმგებლობით სავსე მის მიმართ.

გაგვიმხილეთ სამომავლო გეგმები…

გეგმები, რა თქმა უნდა მაქვს, აქტიურად ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომელიც ისევ ადამიანთა კეთილდღეობას ეფუძნება და იმედი მაქვს, დღის სინათლეს მალე იხილავს.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 23, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული რიანას ფოტოსესია საკუთარი ბრენდის თეთრეულის უახლესი კოლექციისთვის

#OK! ორსული რიანას ფოტოსესია საკუთარი ბრენდის თეთრეულის უახლესი კოლექციისთვის

July 11, 2023
#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

August 7, 2025
#OK! Harper’s BAZAAR-მა 2022 წლის საუკეთესო მსახიობად ანია ტაილორ-ჯოი დაასახელა

#OK! Harper’s BAZAAR-მა 2022 წლის საუკეთესო მსახიობად ანია ტაილორ-ჯოი დაასახელა

November 18, 2022
#OK! როგორ გამოიყურება ბევერლი ჰილზში არსებული 2.2 მილიონი დოლარის ღირებულის სახლი, რომელიც Doja Cat-მა შეიძინა

#OK! როგორ გამოიყურება ბევერლი ჰილზში არსებული 2.2 მილიონი დოლარის ღირებულის სახლი, რომელიც Doja Cat-მა შეიძინა

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
#OK! დედამიწაზე შესაძლოა, სიცოცხლე გაქრეს – მეცნიერების ახალი კვლევა

#OK! დედამიწაზე შესაძლოა, სიცოცხლე გაქრეს – მეცნიერების ახალი კვლევა

February 20, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები