• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „მჯერა, რომ შრომა არასდროს იკარგება და ყველაფერი შესაძლებელია“

June 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

მაგდა კოსტავა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონის“ კლინიკური და ადმინისტრაციული ხემძღვანელია. ამავდროულად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კახიანოურის, საფიჩხიისა და მუხნარის მაჟორიტარი და იმავე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარე გახლავთ. მაგდა ჯერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა და დიპლომირებული მედიკოსია. მაგისტრატურა ლონდონში, Queen Mary University of London -ში გაიარა, გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის მიმართულებით. ბრიტანეთის სახელმწიფო ფონდის ჩივნინგის სტიპენდიანტი იყო. სწავლის პერიოდში ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში ერთვებოდა და აქტიურობდა საერთაშორისო კონფერენციებში როგორც მომხსენებლად, ასევე მონაწილედ. საკუთარი საქმიანობის გამოწვევებზე, გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე იგი უფრო ვრცლად გვესაუბრა.

მაგდა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მართვის სპეციალისტი ხართ. გვესაუბრეთ თქვენი საქმიანობის სირთულეებზე.

ამჟამად ჩემი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, ემსახურებოდე ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ყოველდღიურად, ჩემი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ვცდილობ დავგეგმო და განვახორციელო აქტივობები, რომელიც მიმდინარე გამოწვევებს უპასუხებს და არსებულ რეალობას უკეთესობისკენ შეცვლის.

ყოველი დღე განსხვავებულია, განსხვავებულია პრობლემები, რასთანაც გამკლავება გვიწევს. კლინიკა 24-საათიან რეჟიმში მობილიზებას მოითხოვს, რაც დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. არაერთხელ მიფიქრია, რომ შესაძლებლობების ზღვარზე ვარ, რომ ვეღარ გავუძლებ. დროსა და გამოცდილებასთან ერთად მსგავსი სიტუაციების მართვა უფრო და უფრო მარტივი ხდება. რთულია, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა საინტერესო და სასიამოვნოა.

რა გამოცდილებები შეგძინათ საზღვარგარეთ ცხოვრებამ და იქ მიღებულ ცოდნას როგორ იყენებთ ჩვენს ქვეყანაში?

უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილებამ გარდამტეხი როლი შეასრულა ჩემს პიროვნულ თუ კარიერულ განვითარებაში. ჩემი ცხოვრების რიტმი, აღქმები და დამოკიდებულებები შეცვალა. ნათლად დავინახე, ინდივიდებზე დაფუძნებული, საზოგადოების სწორი, თანამიმდევრული განვითარების პირობებში ქვეყანამ რას შეიძლება მიაღწიოს. დავბრუნდი ჩემს ქალაქში სურვილით, რომ გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა, შესაძლებლობად ვაქციო და ადამიანების კეთილდღეობისთვის გამოვიყენო.

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი? რა მოგწონთ და რას შეცვლიდით ამ ქალაქში?

ქუთაისი სახლია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანებით, ოჯახითა და ჩემი პირადი ისტორიით. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. შესაბამისად, თითოეული მოგონება და განცდა ძვირფასია.

ვთვლი, რომ ქუთაისი, როგორც უძველესი ქალაქი, უდიდეს ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, კულტურულ და ინტელექტუალურ პოტენციალს ფლობს. აღნიშნული პოტენციალის მიზანმიმართული განვითარება შესაძლებლობას მაძლევს, ქუთაისს მეტი რეკრეაციული, გამწვანებული სივრცით ვხედავდე, მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტითა თუ ტურისტით, გამართული და მოწესრიგებული საკომუნიკაციო სისტემებით და ინფრაქტრუქტურით ყველა უბანში. კულტურული და სპორტული აქტივობების სიმრავლით, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისთვის საინტერესო იქნება და მათ ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს. მეტი აქტიური, წარმატებული ახალგაზრდის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რადგან ჩვენ ვართ ქუთაისის დღევანდელი დღე და ჩვენვე უნდა შევქმნათ სასურველი გარემო.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში?

თუ უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება გვსურს და გვინდა, რომ განვვითარდეთ და სასურველი და საინტერესო გავხადოთ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, აუცილებელია გავაანალიზოთ და დავინახოთ ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ცვლილება და წამყვანი მამოძრავებელი ძალა პროგრესის, ინოვაციებისა და ცვლილებების გზაზე. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის მოგვიწევს შევეგუოთ და მივიღოთ შედეგები, რომლის საწინააღმდეგოდ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია.

 

რამდენად დიდია ქალის როლი ქვეყნის განვითარებისთვის?

მჯერა და ყოველთვის ვამბობ, რომ შესაძლებლობებს სქესი არ აქვს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, შენი მოსახლეობის ნახევარი უგულებელყო და მათი პოტენციალი სოფლის, ქალაქის, ქვეყნის თუ მსოფლიოს განვითარებისთვის არ გამოიყენო.

ქალისა და კაცის საჭიროებები განსხვავებულია. შესაბამისად, იმისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა რეალურად ითვალისწინებდეს და პასუხობდეს ორივე სქესის მოთხოვნებს, ქალების აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე აუცილებელია. ვთვლი, რომ ქალთა გაძლიერებასა და მათ მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ძლიერი, სამართლიანი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე.

მაგდა, წარმატების მიღწევისთვის რა მთავარ თვისებებს გამოარჩევდით?

მჯერა, რომ შრომა არასდროს არსად იკარგება და რომ ყველაფერი შესაძლებელია.

ჩემთვის ღირებულია სიკეთე, გუნდურობა, სამართლიანობა, თანასწორობა, საქმიანობის/გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა, პროფესიული ეთიკისა და პრინციპების განუხრელი დაცვა. შესაბამისი ზოგადი და პროფესიული განათლება ყველა ამ ღირებულების საქმიანობაში ტრანსფორმირების შესაძლებლობას გვაძლევს. პასუხისმგებლობის გრძნობა კი გვეხმარება, ჩვენი ცოდნა და ღირებულებები ჩვენი წარმატების გარანტად ვაქციოთ.

რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი? რა გეხმარებათ ეფექტურად მუშაობაში?

ჩემი ძირითადი მოტივაცია პიროვნული განვითარებაა, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაცნობა/გამოცდა. ახალი გამოწვევები და საქმიანობის შედეგებზე ფიქრი მაძლევს შესაძლებლობას, არ გავჩერდე და სვლა განვაგრძო. სწრაფ და ეფექტურ მუშაობაში ჩემი ხასიათი და შინაგანი ენერგია მეხმარება. ხშირად ვხუმრობ, რომ ჩემი საქმიანობა საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებაა.

რა გაშინებთ?

მეშინია მდგომარეობების, რომელიც ადამიანების შესაძლებლობებს მიღმაა და რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ჩემს საქმიანობაში ეს ყოველდღიურად შეიძლება განიცადო, არაერთხელ აღმოვჩენილვარ რეალობის წინაშე, როცა შეიძლება გააკეთო ყველაფერი, მაგრამ ვერაფერი შეცვალო. ეს დიდი იმედგაცრუება და ტკივილია, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლიერებს.

ჰობი, რომელსაც გარდა პროფესიისა, სიამოვნებით უთმობთ დროს.

მოგზაურობა უდიდეს ბედნიერებას, მოტივაციას და ენერგიას მანიჭებს. ყოველთვის საინტერესოა, რამდენიმე დღით, კვირით ახალ გარემოში იცხოვრო, ახალ ადამიანებთან, ახალი გამოწვევების წინაშე. უცხო გარემო ჩემთვის თავის აღმოჩენის ახალი შესაძლებლობაა, მუდმივი განვითარება და შეუცვლელი გამოცდილება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

განვვითარდე ჩემი პროფესიით. დავგეგმო და ვიმუშაო მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ფართომასშტაბიან შედეგებზე იქნება გათვლილი.

ჯანმრთელობის მაღალხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყველასთვის – ეს ადამიანის უპირველესი უფლებაა და არა გამორჩეულ ადამიანთა პრივილეგია. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შევქმნა გარემო, სადაც პაციენტი მისთვის კეთილგანწყობილ გარემოში მიიღებს ყველანაირ სერვისს უსაფრთხოდ, უწყვეტად და პირველადი საზრუნავი მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იქნება.

რას ურჩევდით ჟურნალ OK! -ის მკითხველს?

If you can dream it, You can do it!

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ემილი რატაკოვსკის ქუჩის სტილი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში მეუღლესთან ერთად  გამოჩნდა!

#OK! ემილი რატაკოვსკის ქუჩის სტილი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში მეუღლესთან ერთად გამოჩნდა!

April 22, 2021
#OK! ანია ტეილორ-ჯოი ვენეციის კინოფესტივალზე: მსახიობი წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა!

#OK! ანია ტეილორ-ჯოი ვენეციის კინოფესტივალზე: მსახიობი წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა!

September 5, 2021
#OK! საქართველოს 10 სოფელი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

#OK! საქართველოს 10 სოფელი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

August 1, 2023
#OK! 2023 წლის შეჯამება: ინტერვიუ წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცთან, პატრიკ დემპსისთან

#OK! 2023 წლის შეჯამება: ინტერვიუ წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცთან, პატრიკ დემპსისთან

December 29, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

August 4, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

August 6, 2025
#OK!  ენტონი ჰოპკინსმა ჰანიბალ ლექტერი SKIMS – ის ნიღბით დააბრუნა –  მსახიობი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

#OK! ენტონი ჰოპკინსმა ჰანიბალ ლექტერი SKIMS – ის ნიღბით დააბრუნა – მსახიობი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

August 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები