• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ესთეტიკის ცენტრი „მედინი“ – ყველა მოთხოვნადი პროცედურა ერთ სივრცეში

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ინგა ელიაშვილი პროფესიით ლაზეროთერაპევტი და ესთეტიკური ცენტრის, „მედინის“ დამფუძნებელია. მედიცინა ჯერ კიდევ მცირეწლოვანს იტაცებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება აესრულებინა და პროფესიული საქმიანობაც ამ სფეროს დაუკავშირა. მიაჩნია, რომ კარიერული თვალსაზრისით წარმატების მიღწევის მთავარი მექანიზმი საქმისადმი უანგარო სიყვარულია. უფრო მეტ ინფორმაციას OK! -სთან ინტერვიუში გაეცნობით.

 

ინგა, როგორი ბავშვობა გქონდათ და რაზე ოცნებობდით?

ჩემთვის ბავშვობის წლები დაკავშირებულია ქუთაისთან. ცხოვრების ეს პერიოდი ძალიან ბედნიერი, ფერადი და უზრუნველი იყო. ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, ექიმი გავმხდარიყავი. ეს სურვილი იმდენად ძლიერი და შეუცვლელი აღმოჩნდა, რომ უკვე გააზრებულ ასაკში, სკოლის პერიოდში, გადავწყვიტე ჩამებარებინა სამედიცინოზე და ჩემი დაჟინებული სურვილი ამეხდინა.

 

როდის მიხვდით, რომ მედიცინის სფეროში საკუთარი თავი იპოვეთ?

სწავლის პროცესში, როცა გავდიოდი პრაქტიკის კურსებს, ამ სფეროსთან უშუალო შეხებამ მიმახვედრა, რომ ერთ კონკრეტულ სფეროს უნდა გავყოლოდი და ავირჩიე კარდიოლოგია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ჩემი მუდმივი ინტერესის საგანი და გადავწყვიტე, კოსმეტოლოგიისა და ლაზეროთერაპიის მიმართულებით გამეგრძელებინა საქმიანობა. ამ სფეროში ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა ესთეტიკურმა ცენტრმა „საკურამ“, სადაც 6 წელი ვიმუშავე და შევიძინე ის უნარები, რაც პროფესიულ ზრდაში დამეხმარა. ამ საქმისადმი დიდმა სიყვარულმა შემდგომში მიბიძგა, დამოუკიდებლად განვვითარებულიყავი და ესთეტიკური ცენტრი „მედინი“ დავაფუძნე.

 

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის მთავარ სირთულედ?

ჩემი პროფესია დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან, რაც პაციენტთან სწორად კომუნიკაციაში გამოიხატება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროში განათლებას, ცოდნას და გამოცდილებას. პროფესიონალიზმი გულისხმობს იმას, რომ შენთან მოსულ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მათ მდგომარეობას შენც ისევე იზიარებ და გრძნობ, როგორც ისინი. ემოციური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მომხმარებელი ყოველთვის ამჩნევს.

 

პროფესიის გარდა გაქვთ თუ არა ჰობი, რომელსაც სიამოვნებით აკეთებთ?

ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება არის ხატვა, რაც უდიდეს სიამოვნებასა და სიმშვიდეს მანიჭებს, ემოციების უკეთ გამოხატვაში მეხმარება. ხატვის პროცესის დროს მოწყვეტილი ვარ რეალობას და თავს ჩემს სამყაროში ვგრძნობ. სამწუხაროდ, ამის ფუფუნება ხშირად არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ თავისუფალ დროს დიდი ყურადღება დავუთმო ხატვას, რაც ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის.

 

რატომ გაგიჩნდათ ესთეტიკური ცენტრის დაარსების სურვილი?

ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის შედეგი ამ პროფესიისადმი. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ მხოლოდ ფინანსურად დაინტერესდებიან საქმეში, წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ბედნიერი ვიყავი, როცა პაციენტებისგან კმაყოფილებას ვგრძნობდი. შეიძლება ითქვას, ეს დამოკიდებულება „მედინის“ ერთგვარი წარმატების ფორმულაცაა, რომელიც წლებია აქტიურად ჩანს ბაზარზე.

 

 

რა სერვისებს სთავაზობს „მედინი“ მომხმარებელს?

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მედინის“ პირველი ფილიალი 5 წლის წინ ქუთაისში გაიხსნა და შემდეგ უკვე ფართო ბაზარზეც განვვითარდით ბათუმსა და ფოთში. ქუთაისის „მედინი“ მომხმარებელს სთავაზობს: კოსმეტოლოგიის სრულ მომსახურებას, ფრჩხილის მოვლის პროცედურებსა და ლაზერს. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია სახის მოვლის ნებისმიერი პროცედურა ჩაიტაროს, რადგან „მედინიში“ ამ კუთხით მრავალფეროვანი მომსახურებაა ხელმისაწვდომი.

 

დაბოლოს, რას ეტყოდით ქალბატონებს…

უპირველეს ყოვლისა, ყველა ქალს ვეტყოდი, რომ თავდაუზოგავად იშრომონ საკუთარი ოცნებებისთვის, დაისახონ მიზნები და იარონ წინ, არ გაჩერდნენ და შეშინდნენ, რომ რაღაც არ გამოუვათ, გამოიმუშაონ სიძლიერე და სიმტკიცე, რაც ყოველთვის დაეხმარებათ ნებისმიერ სფეროსა თუ საქმეში. დაგროვილმა გამოცდილებებმა დამარწმუნა, რომ თუ არსებობს დიდი სურვილი და მონდომება, შეუძლებელი არაფერია.

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ლოკაცია: 10 Inn boutique hotel batumi

ასევე გაეცანი

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე
Health & Beauty

#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე

October 31, 2025
#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია
Health & Beauty

#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია

October 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Discover Yoga – იგრძენით იოგას ჯადოსნური შესაძლებლობები

#OK! Discover Yoga – იგრძენით იოგას ჯადოსნური შესაძლებლობები

January 16, 2024
#OK! 7 გამორჩეული როლი ტომ ჰოლანდის შემოქმედებიდან

#OK! 7 გამორჩეული როლი ტომ ჰოლანდის შემოქმედებიდან

April 19, 2021
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
OK! მასპინძელი – ლემონსი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 27, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

November 11, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! ნაომი კემპბელი რომის პაპს შეხვდა და წიგნი გადასცა

#OK! ნაომი კემპბელი რომის პაპს შეხვდა და წიგნი გადასცა

November 13, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები