• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პროფესიული საქმიანობა ტრადიციაა

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ზურაბ უბერი ექიმი პედიატრია და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო„ ქსენონის“ პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი გახლავთ. მამის პროფესიამ შვილის არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა და მისმა ქალიშვილმა, თეკლა უბერმაც პედიატრობა აირჩია. ის ამავე კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მუშაობს. თუ რა ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას, რა თვისებები გადმოეცათ გენეტიკურად და რა გამოწვევების წინაშე არიან, ამ თემების შესახებ უფრო ვრცლად მამა-შვილი გვესაუბრა.

 

ზურაბ, გვიამბეთ, რამ განაპირობა ამ პროფესიის არჩევა?

ჩემი მამა, პეტრე უბერი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველი გამოშვების ექიმი პედიატრი გახლდათ – სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის წარმატებული და გამორჩეული მაგალითი.

პროფესიის არჩევისას მე შეუზღუდავი არჩევანის გაკეთება შემეძლო, თუმცა ოჯახურმა ტრადიციამ, რადგან დედაც ექიმი თერაპევტი იყო და იმ ფაქტმა, რომ ჩვენს ოჯახში ეს პროფესია ძალიან შინაგანი და ორგანული გახლდათ, მეც და ჩემმა სამივე ძმამ ექიმობა ავირჩიეთ.

 

თეკლა, მამის პროფესიამ იქონია თუ არა თქვენს არჩევანზე გავლენა?

მამას იმდენად უყვარს თავისი პროფესია და აქვს გასაოცარი უნარი, სხვასაც გადასცეს ამ სიყვარულის ენერგეტიკა, პატარაობიდანვე მასწავლა ადამიანის ტკივილის შეგრძნება. ადვილი არ არის, მაგრამ მე ეს შევძელი და ეს თვისება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ძალიან მეხმარება.

 

საინტერესოა თქვენი ოჯახის ისტორია…

ჩვენი ოჯახის ისტორია ჩემთვის ძალიან ღირებულია. თითოეულ თარიღს და ფაქტს სათუთად ვუფრთხილდებით და ვცდილობთ ეს ღირებულებები საჭირო დოზით ყველა თაობაში შენარჩუნდეს.

უბერი ფრანგული წარმოშობის გვარია. ჩემი დიდი ბაბუა, პიერ უბერი, 1870 წელს, პრინც აშილ მიურატის მოწვევით მეაბრეშუმეობის განვითარებისა და აღორძინებისათვის ჩამოვიდა საქართველოში. ის, როგორც პრინცის უახლოესი გარემოცვა, დადიანების სასახლეში ცხოვრობდა. აქ გაიცნო და შეიყვარა პრინცესა სალომეს მეგობარი თათია დარასელია და მასზე იქორწინა. შეეძინათ სამი შვილი: ადელი, იოსები და შარლი. შარლი გახლდათ პეტრე უბერის მამა. აქედან იღებს საქართველოში ეს გვარი სათავეს.

ჩემი მეუღლის ოჯახი ძირძველი ქუთაისის ღირსეული ნაწილია. ლეჟავების საგვარეულო სახლი 1889 წელსაა აშენებული მათი სახელოვანი წინაპრების, ვენედიქტე და ნაზარ ლეჟავების მიერ. ამჟამად ამ სახლში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის წმინდა ნაზარ ლეჟავას მემორიალური მუზეუმია და მათი შვილიშვილები და შვილთაშვილები ცხოვრობენ. ჩემი შვილებიც აქ გაიზარდნენ და გათავისებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც ისტორიულად დაეკისრათ.

 

ქუთაისში და არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, უბერის გვარი პროფესიონალ ექიმთან ასოცირდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?

უბერი – გვარი, გეთანხმებით, რომ პასუხისმგებლობის სინონიმად და წოდებად იქცა ხალხში. ბევრი პაციენტი მომმართავს მეც, ჩემს ძმებს, შვილებს, ძმისშვილებს: „უბერი ექიმო“, რაც ძალიან მსიამოვნებს, რადგან ამის უკან თაობათა დიდი ძალისხმევა, ემოცია, დარდი და სიხარულია. რამ განაპირობა ეს, რთული სათქმელია. კონკრეტული პასუხი ამაზე ნამდვილად არ მაქვს. მაგრამ ვიცი, რომ ყველა პაციენტი ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებულია და ჩვენ შორის ყოველთვის ხდება ენერგიის გაცვლა. ეს მეხმარება, მისი ტკივილი გავითავისო და ჩემგან მისთვის საჭირო ცოდნა, ინფორმაცია და სითბო გავცე. ეს თვისება ჩემი მამისგან გენეტიკურად გადმოგვეცა ყველა ძმას და ვეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობაში ეს უნარი ჩვენი შვილებისთვისაც ბუნებრივ თვისებად გვექცია.

 

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

პროფესიული საქმიანობა ჩვენი ოჯახის წესი და ტრადიციაა. ყოველ ახალ პაციენტთან ურთიერთობა პასუხისმგებლობის გარდა, ჩემთვის გარკვეული რელაქსაციაა.

 

რას ნიშნავს იყო ექიმი?

არ მინდა ექიმობაზე ბანალურად საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ პროფესიონალიზმის გარდა, ესაა უნარი, მოიპოვო ნდობა ურთიერთობაში, შეიგრძნო ადამიანის ტკივილი და გახსოვდეს, რომ ექიმის ყველა სიტყვა ოქროს ფასია.

 

ზურაბ, მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

ჩემი პროფესიის ყველაზე რთული გამოწვევა ჩემთან შემოსული ყოველი ახალი პაციენტია.

 

პაციენტებთან ურთიერთობა რამდენად ადვილია? არსებობს „ჯადოსნური“ სიტყვები, რომელიც ყველას უნდა უთხრათ?

ძალიან რთულია პაციენტებთან ურთიერთობა და კონკრეტულად დაწერილი კანონი არ არსებობს. მთავარია ორმხრივი ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის. რაიმე ტრაფარეტი არ არის. ყველა ურთიერთობა განსხვავებულია თავისი შინაარსით, ემოციითა და მიდგომით.

 

თეკლა, ვინ არის თქვენი მთავარი მოტივატორი პროფესიაში? რა გეხმარებათ ეფექტურად მუშაობაში?

ჩემი მოტივატორი არის მამაჩემი. არ ვიცი როგორ, მაგრამ მასთან პროფესიული ურთიერთობა საოცარ ენერგეტიკას მაძლევს. ძალიან მსიამოვნებს, როცა მას პაციენტთან ურთიერთობაში ჩემი აზრი აინტერესებს და ითვალისწინებს. საქმის სიყვარული ძალიან მიადვილებს პროფესიულ საქმიანობას.

 

ექიმის პროფესია დაუღალავ შრომას მოითხოვს, როგორ შეძელით კარიერისა და ოჯახის შეთავსება?

კარიერისა და ოჯახის შეთავსება არაა რთული, როცა პროფესიული საქმიანობა შენთვის დატვირთვაცაა და განტვირთვაც.

 

ჰობი, საქმიანობა, რომელსაც გარდა პროფესიისა, სიამოვნებით უთმობთ დროს.

ზურაბი: ჩემი პროფესიის გარდა ძალიან მიყვარს და მიტაცებს მოგზაურობა, კითხვა, ახლობლებთან კონტაქტი.

თეკლა: კონკრეტული ჰობი არ მაქვს. უბრალოდ, პროფესიის გარდა ბევრი ინტერესის სფერო მაქვს, – სხვადასხვა დროს სხვადასხვა გატაცება და ეს ჩემთვის რაღაც დაკანონებული საქმე არაა.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქალაქი?

ზურაბი: მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა საცხოვრებლად ქუთაისი ავირჩიე. ეს ქალაქი არის ჩემთვის სახლი, გრძნობა და პასუხისმგებლობა.

თეკლა: ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სიძლიერე და ემოცია, ჩემი შინაგანის და თვითმყოფადობის გამოხატულება.

 

რას ურჩევდით OK! -ის მკითხველს?

ნებისმიერ ადამიანს, ამ შემთხვევაში თქვენი გამოცემის მკითხველს და ჩემს თავსაც ვურჩევდი – აკეთეთ ის, რაც მოგწონთ, ასე ნებისმიერი საქმე წარმატებული და სასიამოვნო გახდება.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სელენა გომესი საქორწილო კაბაში – კადრები, რომლებიც ინტერნეტს იპყრობს

#OK! სელენა გომესი საქორწილო კაბაში – კადრები, რომლებიც ინტერნეტს იპყრობს

March 22, 2023
#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

April 7, 2021
#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის პროექტს გამოეთიშა!

#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის პროექტს გამოეთიშა!

May 1, 2023
#OK! პარიკების ოთახი – ნატურალური თმისაგან დამზადებული პარიკების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! პარიკების ოთახი – ნატურალური თმისაგან დამზადებული პარიკების მრავალფეროვანი არჩევანი

November 16, 2024

კვირის ჰიტები

#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი  მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

March 9, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

March 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები