American Idol თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გახმაურებული და წარმატებული ამერიკული პროექტია, რომლის ოცეულშიც ამჯერად საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეა.
American Idol-ის ჟიურის წევრებიდან, რომლებიც ამჟამად მონაწილეების შესრულებას აფასებენ, ერთ-ერთი ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კეტი პერია. კეტიმ საერთაშორისო პოპულარობა 2007 წელს მოიპოვა, როდესაც Capitol Music Group-თან კონტრაქტი გააფორმა და თავისი პირველი სინგლი „Ur So Gay“ გამოუშვა. შემსრულებლის მეორე სინგლმა I Kissed a Girl მსოფლიო ჩარტები დაიპყრო, სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა One of the Boys კი 2008 წელს ყველაზე გაყიდვად ალბომებში 33-ე ადგილი დაიკავა. წარმატებული მუსიკალური საქმიანობის პარალელურად კეტი მოდის ინდუსტრიაშიც გავლენიანი ქალბატონის სახელით სარგებლობს. მისი გემოვნებიანი, დახვეწილი და ზოგჯერ ექსცენტრიული ჩაცმულობები ხშირად მოხვედრილა ტაბლოიდების ფურცლებსა და მაღალი მოდის გამოცემების ყდებზე.
წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს American Idol-ის ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ წევრზე.
მისი ნამდვილი სახელი კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონია.
ვარსკვლავმა სახელი ბავშვობის წლებში მიღებული უსიამოვნო გამოცდილებების შემდეგ მიიღო, ამასთან ერთად მას სურდა საზოგადოებას მარტივად დაემახსოვრებინა მისი შექმნილი ახალი პერსონაჟიც და მისი სასცენო სახელიც.
“ბავშვობაში რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვიყავი, სულ სხვანაირად ვიზრდებოდი, ჩემნაირად ჩაცმული და გამოწყობილი ადამიანი არ მეგონა ვინმესთვის გლამურული ყოფილიყო, ამიტომაც გადავწყვიტე შემეცვალა სახელი, რათა შემექნა ახალი პერსონაჟი”.
მისი მშობლები ძალიან მკაცრები იყვნენ და მას მუსიკის მოსმენის საშუალებასაც არ აძლევდნენ.
კეტის მშობლები კეიტ და მარი ჰადსონები ძალიან რელიგიური ადამიანები იყვნენ, რის გამოც კეტის ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მას არ ჰქონდა საშუალება წაეკითხვა სხვა ბავშვების მსგავსად “ჰარი პოტერის” წიგნები და მოესმინა თანამედროვე მუსიკისთვის.
View this post on Instagram
კეტის მშობლები არასდროს ყოფილან მისით ამაყები.
როგორც კეტი პერი სხვადასხვა ინტერვიუებში აღნიშნავს, მისი მშობლები მას ყოველთვის აკრიტიკებდნენ, მის გადაწყვეტილებებს იწუნებდნენ და არასდროს ამხნევებდნენ.
ის “განქორწინდა SMS შეტყობინებით”.
მას შემდეგ, რაც კეტი ყოფილ მეუღლეზე Russell Brand-ზე დაქორწინდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მან განქორწინების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია შეტყობინებით მიიღო.
მას არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი არის პროექტი, რომლის საშუალებითაც კეტი პერი გახდა ისტორიაში პირველი ქალი არტისტი, რომელსაც ერთი ალბომიდან “Teenage Dream” ჰქონდა ხუთი ნომერ პირველი ჰიტი.
მას ძალიან უყვარს კითხვა.
აინტერესებს ყველაზე მეტად კოსმოსი და სჯერა უცხოპლანეტელების.
იხილეთ ასევე: