რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი და ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი იშვიათად უზიარებს საზოგადოებას “მისი იდეალური სხეულის” საიდუმლოს. როგორც ჩანს, კიმის მწვრთნელმა Melissa Alcantara-მ გადაწყვიტა დუმილი დაერღვია და აღნიშნა, რომ კიმი “იდეალური სხეულის” მისაღებად დღეში 2 საათის განმავლობაში ვარჯიშობს.
მელისას ინტერვიუს პარალელურად კიმმა საზოგადოებას თეთრეულის საკუთარი ბრენდისთვის შექმნილი ახალი კოლექცია წარადგინა. შავი საცურაო კოსტიუმის ღირებულება, რომელიც კიმმა ფოტოსესიისთვის მოირგო, 72 ამერიკული დოლარია.