• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! ხელოვანს შეუძლია თავისი ნამუშევრებით ისტორიას კონკრეტული მოვლენა შემოუნახოს… ინტერვიუ მხატვარ თამარ აბუაშვილთან

March 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ხელოვანს აქვს ნიჭი, რომ თავის ნამუშევრებში კონკრეტული დრო, მოვლენა და ემოცია შემოინახოს. მხატვარ თამარ აბუაშვილის შემოქმედებაში საქართველოს ოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა. მისი გზავნილი – რუსეთი აგრესორია, უკრაინის ომის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა.

მნიშვნელოვანია, რომ თამარი სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილ ნახატებს, რათა შესული თანხით უკრაინულ არმიას დაეხმაროს.

თამარის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფერების შერწყმა და ტექნიკა, რომლითაც მისი ნახატები გამოირჩევა, ასევე იკვეთება მუსიკის გავლენა და ეზოთერიკით დაინტერესება. მუშაობს მხოლოდ ზეთის საღებავებით, ფენა-ფენა, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. თამარი ფერწერის ერთგულია და მისი ნამუშევრები აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან და კონცეპტუალურ ხელოვნებასთანაა დაკავშირებული.

 

თამარ, როდის დაიწყეთ ხატვა?

რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მიუხედავად ამისა, სამედიცინოზე ჩავაბარე და დავამთავრე. შემდეგ კი მივხვდი, რომ უნდა მეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა.

ჩემთვის ხატვა არის თავისუფლება, კომუნიკაციის საშუალება სამყაროსთან, მომავალთან… წავედი იქ, სადაც თავისუფლება იყო – თეატრალური მხატვრობის სპეციალობით გავაგრძელე სწავლა სამხატვრო აკადემიაში და საბოლოოდ ისევ ფერწერას დავუბრუნდი.

2000 წლიდან ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში, აგრეთვე ვაწყობ პერსონალურ გამოფენებს როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. მქონდა კონტრაქტი „აგორა“ გალერეასთან 2014-2015 წლებში. ასევე, ფსევდონიმით „თამო“ ჩემი არაერთი ნამუშევარი გამოფენილა „არტ ჰემპტონსა“ და „არტ ექსპოზე“.

 

საიდან იღებთ ინსპირაციას? რისი თქმა გსურთ თქვენი ნამუშევრებით?

ინსპირაციას ვიღებ ყველაფრისგან, თუმცა უმთავრესი მაინც მუსიკაა, ის ყველაზე მეტად მეხმარება ნამუშევრების შექმნაში. თინეიჯერობის ასაკში ვუსმენდი როკს, – „ნირვანას“… ეს ერთგვარი გზა იყო, საბოლოოდ გამომეხატა ჩემი სათქმელი.

ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ გადმოვცე რეალური მოვლენები, ურთიერთობები და ის დაგროვებული ემოციები, რაც მაწუხებს. ხანდახან ეს ერთგვარი პროტესტია მოვლენების მიმართ, როდესაც სხვას ვერაფერს ვაკეთებ და ამით ვცდილობ გამოვხატო ჩემი აზრი.

ადამიანებს ვაძლევ ფიქრის შესაძლებლობას, აღიქვან ჩემი ნამუშევრების გზავნილი და განიცადონ უჩვეულო ემოციები.

ჩემი აზრით, კონცეპტუალური ხელოვნების ხიბლი იმაშია, რომ ის საშუალებას აძლევს ხელოვანს, გასცდეს ბანალურობას და ორიგინალურად გადმოსცეს იდეა.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩემს ნამუშევრებს დადებითი ენერგეტიკა აქვს. რა თემასაც უნდა ეხებოდეს, ის ადამიანებში აღძრავს სიმშვიდეს, რაც ალბათ იმ ფერების – ნეიტრალური ტონების დამსახურებაცაა, რითაც მე ვხატავ. ჩემი სურვილიც ესაა, ჩემმა ნახატებმა სიმშვიდის და მომავლის იმედის განცდა მოიტანოს.

 

გვესაუბრეთ რუსეთის აგრესიის თემატიკაზე შექმნილ ნახატებზე…

9 აპრილი იყო პირველი გამოცდილება რუსეთთან… მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა კარგად მახსოვს კადრი – ზღვა ფეხსაცმელი რუსთაველზე და ტანკები ვაკის პარკამდე, ეს შემზარავი კადრები ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდის და, ალბათ, ამან შესაბამისი კვალი დატოვა.

 

აბხაზეთი (საქართველოს ოკუპირებული მხარე), ზეთი, ტილო 80×70სმ, 2022 წელი

შემდეგ იყო სამაჩაბლო, აფხაზეთი, სამოქალაქო ომი და ყველგან – აგრესორი რუსეთი. სწორედ ამიტომ მას მერე არაერთი ნამუშევარი შევქმენი რუსეთის თემატიკაზე.

ხშირად ვამბობ, რომ რუსეთი ყოველთვის იყო აგრესორი და საბოლოოდ ამაში უკრაინის ომმა დაგვარწმუნა. ამ ომმა ჩემზე ემოციურად ძალიან იმოქმედა, უსუსურად ვიგრძენი თავი, რადგან არაფრის გაკეთება არ შემეძლო და, რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა ჩემთვის ამ ემოციების გამოსახატავად ხატვა იყო.

 

„მარიუპოლი“ არის ნამუშევარი, რომელშიც მაქსიმალურად ვეცადე გადმომეცა, რას ნიშნავს „რუსული მშვიდობა“.

 

მარიოპოლი, ზეთი, ტილო 71,5 სმ x 50,5სმ, 2022 წელი

 

ზელენსკის ემოციური გამოსვლის შემდეგ, როცა მან მოითხოვა: „ცა ჩაკეტეთ“, შევქმენი ნახატი – ,,ოკუპირებული ცა და ქვევით ცეცხლწაკიდებული პურის ყანა”… მინდოდა ამ ნახატით მეჩვენებინა ის, რასაც იმწუთას დისტანციურად ვგრძნობდი.

 

,,ოკუპირებული ცა და ცეცხლმოკიდებული პურის ყანა’’ , ზეთი, ტილო 200sm x 0.30სმ, 2022 წელი

 

27 ნამუშევარი დამიგროვდა რუსეთის თემატიკაზე. პრინციპში, ხელოვანებს ხომ მხოლოდ ეს შეგვიძლია – ისტორიას ჩვენი ნამუშევრებით კონკრეტული მოვლენა შემოვუნახოთ.

 

2022 – ზეთი, ტილო 51x71sm, 2022 წელი

 

სამომავლო გეგმები…

ამჟამად გალერეებიდან სხვადასხვა შემოთავაზება მაქვს. რაც შეეხება ახალ ნამუშევრებს, ჯერ არ შემიძლია სხვა თემაზე გადართვა, რადგან ემოციურად არ ვარ მზად, ომი ჯერაც არ დასრულებულა. ვგრძნობ, რომ ჩემი ნახატებით ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი.

 

 

 

web: https://tamoart.me/

insta: https://www.instagram.com/tamo.artist/

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსანდრე ყოჩაშვილი

ასევე გაეცანი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 21, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კიბერ გალაკტიონი – გაციფრულებული ხელოვნება და გაცოცხლებული ბოტები

#OK! კიბერ გალაკტიონი – გაციფრულებული ხელოვნება და გაცოცხლებული ბოტები

December 10, 2021
#OK! მზის ჩასვლის “სილუეტური ილუზიები” – ინდოელი ფოტოგრაფის ორიგინალური კადრები

#OK! მზის ჩასვლის “სილუეტური ილუზიები” – ინდოელი ფოტოგრაფის ორიგინალური კადრები

October 25, 2021
#OK! საქართველოდან − საქართველოსთვის… 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში 95%-იანი დაფინანსებით ისწავლის

#OK! საქართველოდან − საქართველოსთვის… 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში 95%-იანი დაფინანსებით ისწავლის

May 1, 2022
#OK! სკოტ დისიკი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა! წყვილი მაიამიში ისვენებს!

#OK! სკოტ დისიკი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა! წყვილი მაიამიში ისვენებს!

April 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თაკო მექვაბიძე – დიზაინერი, რომელმაც სტილი ისტორიად აქცია

#OK! თაკო მექვაბიძე – დიზაინერი, რომელმაც სტილი ისტორიად აქცია

December 19, 2025
#OK! „მის ფინეთს“ რასისტული ფოტოს გამო ტიტული ჩამოართვეს

#OK! „მის ფინეთს“ რასისტული ფოტოს გამო ტიტული ჩამოართვეს

December 17, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები