ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ყოველთვის ღიად საუბრობს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე, როგორიც არის პირადი ცხოვრება, მენტალური ჯანმრთელობა ან ოჯახი. ამჯერად, ნანუკამ გულახდილ თემებზე ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა:
„ჩემი შვილებით ვამაყობ, მარიამით და საბათი. ძალიან მიყვარს ჩემი თავი და ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, ყოჩაღ! მაქვს დღიური, სადაც ვწერ ყოველდღე ხუთ მადლობას და ხუთ “ყოჩაღს” ვუწერ საკუთარ თავს. ცოტა ხნის წინ, მედიტაციისას საკუთარი სიბერე დავინახე, ბევრი შვილიშვილებით, საბას ძალიან ბევრი შვილი ჰყავდა, ცოტა შემეშინდა, ბევრი ცოლი ხომ არ ეყოლება – მეთქი. აი, თუ შეყვარებული არ ვიქნები, მაშინ სიბერის ძალიან შემეშინდება. ამ დროს არაფერი მადარდებს, აი, თუ შეყვარებული არ მეყოლება, მაშინ ძალიან შემეშინდება სიბერის.“
„მარიამის მამა რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიქნებოდი საერთოდ არაფერი. კოკასთა თანაცხოვრებამ დამაწყებინა ტელევიზიაში მუშაობა და შექმნა „ის“ ნანუკა. ირაკლის მადლიერი ვარ იმიტომ, რომ მისი ამბავი რომ არ ყოფილიყო, მე საჯარო არ გავხდებოდი. ირაკლიმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა. კიდევ შეიძლება ორივეზე მეტად მადლიერი სხვისი ვიყო. ჩემი რევოლუციური ცვლილებები ყოველთვის პირად ამბებს უკავშირდებოდა.“