• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ირაკლი რუსაძის SITUATIONIST

April 4, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქართული OK! წარმოგიდგენთ ახალგაზრდა, უნიჭიერეს ქართველ დიზაინერ ირაკლი რუსაძეს და მის უკვე საკმაოდ პოპულარულ ბრენდს SITUATIONIST, რომლის სამოსიც უკვე არაერთმა მსოფლიო სახემ მოირგო. ახალი თარგები, საინტერესო კონსტრუქციები, დემოკრატიული ხასიათი და განწყობებზე მორგებული სამოსი − ასე ახასიათებს თავად დიზაინერი SITUATIONIST-ის ბრენდით მის მიერ შექმნილ სამოსს და სიამოვნებით გვიზიარებს სულ ახლახან, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, უჩვეულო ფორმატში წარმატებით წარმოდგენილი კოლექციის შესახებ ინფორმაციას.

ირაკლი, დავიწყოთ ჩვენი საუბარი პარიზის მოდის კვირეულით, სადაც სულ ახლახან, უჩვეულო და ამავდროულად, საინტერესო რეჟიმში − ონლაინ წარადგინეთ კოლექცია. მოგვიყევით, როგორ ემზადებოდით ამ ჩვენებისთვის?

უკვე მეორე სეზონია, რაც ონლაინფორმატში ჩატარდა პარიზის მოდის კვირეული. ჩვენც გავაგრძელეთ მუშაობა დღევანდელ არაჩვეულებრივ მოცემულობაში, თუმცა ამ რეჟიმზე ადაპტირებაც საინტერესო აღმოჩნდა, რადგან დიზაინერებს თვითგამოხატვის განსხვავებული საშუალებები მიეცათ. ჩვენ, მაგალითად, აქცენტი საქართველოს კუთხეებზე გავამახვილეთ − ჩვენი ქვეყნის რეგიონების წარმოჩენაზე. კოლექციის გადაღებები ბახმაროში, მესტიაში, ქობულეთში, საზანოში, იმერეთის მხარეში მიმდინარეობდა. სხვა დროს, როცა პირდაპირ პარიზში ვაკეთებდით პრეზენტაციას, ვერაფრით იქნებოდა ხელმისაწვდომი შესაძლებლობა, აუდიტორიისთვის გვეჩვენებინა არა მხოლოდ ახალი კოლექცია, არამედ ქართული ესთეტიკა, ადგილი, საიდანაც არის წარმოშობით ბრენდი SITUATIONIST.

რა ნიშნით შეარჩიეთ გადაღების კონკრეტული ადგილმდებარეობები?

რადგან ქართული ბრენდი ვართ, უპირველესად პრიორიტეტულია, ყველა კოლექციაში ჩანდეს ავთენტურობა, ჩვენი დამახასიათებელი ნიშა. ამ შემთხვევაში, გვინდოდა გვეჩვენებინა, მცირე მასშტაბურობის მიუხედავად, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანი ქვეყანა გვაქვს − არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ კულტურით, წეს-ჩვეულებებით და ა.შ. ძალიან საინტერესო გახლდათ ამ ყველაფრის გადმოცემა. მე ვფიქრობ, ეს არ იყო ჩვენი ერთჯერადი გამოცდილება და მომავალში კიდევ დავუბრუნდებით პრეზენტაციის ამ ფორმას.

მოგვიყევით ჩვენების პროცესზე − როგორ და რა ფორმით განხორციელდა?

პარიზის მოდის კვირეულის პლატფორმაზე განთავსებული გახლდათ ჩვენებების კალენდარი. ოფიციალური კალენდრის მიხედვით, კვირეულის მეორე დღეს იყო დაგეგმილი SITUATIONIST-ის პრეზენტაცია. გადავიღეთ ფილმი, რომლის საშუალებითაც ონლაინ ვაჩვენეთ აუდიტორიას ჩვენი კოლექცია.

ირაკლი, როგორ ემზადებოდით ჩვენებისთვის?

პანდემიისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ მომზადება. სხვა დროს, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყენებდით დამატებით დროით რესურსებს და გვიანობამდე ვმუშაობდით. ახლა ეს შესაძლებლობა აღარ გვქონდა და მეტ სირთულესა და სტრესს გადავაწყდით, მაგრამ ვფიქრობ, მაინც გავართვით თავი. ჯამში 3 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით.

ფილმის რეჟისორები არიან დავით გიორგაძე და სალომე ფოცხვერაშვილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს საჩვენებელ ფილმში არ მონაწილეობდნენ პროფესიონალი მოდელები და აქცენტი გამახვილებული გვქონდა სხვადასხვა აღნაგობის, ტიპაჟის, განსხვავებული პროფესიისა და ინტერესების ადამიანებზე.

ჩვენმა საუბარმა მოიტანა და აქვე გკითხავთ − როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, მსოფლიო პოდიუმი სრულიად დაიცალოს ვიზუალური სტანდარტისგან?

უკვე არცთუ ცოტა ხანია, რაც ეს პროცესი დაიწყო. ბევრი დიზაინერი გაემიჯნა დადგენილ წესებს და მიიღო განსხვავებული სტანდარტის მოდელები. ამას მეც მივესალმები.

ახალი კოლექციის შესახებ შექმნილ შთაბეჭდილებებზე მინდა გკითხოთ. როგორი ემოციები გამოიწვია პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-ის კოლექციამ?

ჩვენთვის ამ შთაბეჭდილების განმსაზღვრელია პრესა და შემდეგ უკვე „ბაიერები“. თითქმის ყველა ცნობილმა უცხოურმა გამოცემამ ცალსახად დადებითი დახასიათება მოგვცა, რაც ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის და რამაც მოტივაცია კიდევ უფრო აგვიმაღლა. ბაიერებსა და გაყიდვებს რაც შეეხება, ეს პროცესები ცოტა გვიან დაიწყება, რადგან ბაიერებს ბევრი ბრენდი აქვთ შერჩეული, რომელსაც ამჟამად ამუშავებენ. თვის ბოლოს უკეთ გვეცოდინება, გაყიდვების მხრივ რამდენად წარმატებული იყო ჩვენი კოლექცია.

ირაკლი, ძირითადად, რომელ ქვეყნებში იყიდება SITUATIONIST?

ჩვენთვის ყველაზე დიდი და საინტერესო ბაზარია იაპონია, ევროპის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი. ჯერჯერობით არ გვაქვს გაყიდვები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. პროდუქცია იყიდება ონლაინ და ჩამოთვლილი ქვეყნების მაღაზიებში.

თქვენი აზრით, როგორი ტიპაჟის, ხასიათის ადამიანები იცვამენ თქვენ მიერ შექმნილ ტანსაცმელს?

ჩვენ არ გვაქვს ერთი კონკრეტული ხასიათის ტანსაცმელი. მგონია, რომ ბევრი სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანები ირგებენ მას. ჩვენი ტანსაცმელი უფრო ხასიათისა და განწყობისთვის იქმნება, ვიდრე სხეულისთვის და ვფიქრობ, SITUATIONIST-ის ტანსაცმელი ალბათ ბევრი ადამიანისთვისაა კომფორტული. ჩემი აზრით, რომელიღაც ეტაპზე უკვე დასრულდა კონკრეტიკა მოდაში და ახლა აღარაა გამიჯნული ერთმანეთისგან სხვადასხვა იდეა. ეს ყველაფერი დრომ მოიტანა და დამოკიდებულებებიც გაამარტივა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი სამოსი დემოკრატიული ხასიათისაა.

მუზა როდის და როგორ მოდის ხოლმე?

ნებისმიერმა ფაქტორმა შეიძლება გააჩინოს. ძირითადად, უფრო ადამიანებს აქვთ ამ მხრივ როლი, მათზე დაკვირვებას მოაქვს კოლექციების შექმნის მუზა.

რა არის თქვენი კოლექციების მთავარი შტრიხი, დამახასიათებელი ნიშა?

ტექნიკურად, ახალი დამუშავებები, ახალი თარგები, საინტერესო კონსტრუქციები. გამართული სხეულის სამოსი და ტანსაცმლის თითოეული ფრაგმენტის სხეულის შესაბამის ნაწილზე იდეალურად მორგება. ეს ბრენდის მიმართულებაა, რომელსაც პირველი კოლექციიდან დღემდე ვიმეორებთ. ვმუშაობთ როგორც ბუნებრივ, ასევე ვეგანურ ტყავზე, შალის ქსოვილებზე, აბრეშუმზე. ახლახან დავამზადეთ ხელოვნური ბეწვის ქურქები, ნაქსოვი ჩანთები, გვაქვს ფეხსაცმელები…

ირაკლი, დასასრულისკენ, თქვენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით.

უკვე ახლოვდება Mercedes Benz Fashion Week, რომლისთვისაც უნდა მოვემზადოთ. ასევე, რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი, საინტერესო კოლაბორაციებს ვაპირებთ და შემდეგ უკვე, 6 თვეში კვლავ პარიზის მოდის კვირეულზე უნდა ვაჩვენოთ გაზაფხული/ზაფხულის ახალი კოლექცია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ისევ ონლაინ ფორმატში გაკეთდება ეს ჩვენება თუ ადგილზე ჩატარდება − ასეთ შემთხვევაში, პარიზში ჩავიტანთ კოლექციას და ისე წარვადგენთ. რა თქმა უნდა, მეორე ვერსია გვირჩევნია, რადგან ძალიან მოგვენატრა მოდის ტრადიციული ჩვენებები.

 

 

1 of 15
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: დავით გიორგაძე

ასევე გაეცანი

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან
Fashion

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან

January 5, 2026
UNIQUE FASHION SHOW NEW YORK
Fashion

UNIQUE FASHION SHOW NEW YORK

December 31, 2025
#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მეგაშოუ „ვოისი“ საქართველოს პირველ არხზე

#OK! მეგაშოუ „ვოისი“ საქართველოს პირველ არხზე

April 3, 2021
#OK! ირინა შეიკის ფენომენალური გამოსვლა Thierry Mugler-ის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში

#OK! ირინა შეიკის ფენომენალური გამოსვლა Thierry Mugler-ის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში

February 1, 2023
#OK! ბავშვობის ახდენილი ოცნება

#OK! ბავშვობის ახდენილი ოცნება

June 12, 2025
#OK! „გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა „ლევილი“ საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს“

#OK! „გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა „ლევილი“ საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს“

September 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

January 22, 2026
#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026
#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები