• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სიახლეების დანერგვისა და კომპლექსური მიდგომების წამყვანი სალონი − Tenten Nail Studio Tbilisi

December 29, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი ქართულ ბაზარზე პირველად ოთხი წლის წინ გამოჩნდა და უკვე მეხუთე წელია მომხმარებელს თავის მოვლის ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს. სალონის შესახებ უფრო დეტალურად Tenten Nail Studio Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი − ნუცა მეტრეველი გვესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც Tenten Nail Studio Tbilisi ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?

2018 წლის 10 ოქტომბერს თბილისში გავხსენით საერთაშორისო ბრენდ Tenten-ის შოურუმი. ოთხი წლის წინ აშკარა იყო, რომ ქართველი ქალებისათვის საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტს წარმოადგენდა და მათთვის ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ძალიან ბევრი სალონი არსებობდა, თავად მომსახურების დონე და ხარისხი ბაზარზე ჯერ კიდევ დასახვეწი და განსავითარებელი გახლდათ. სალონის ამჟამინდელმა დირექტორმა და მფლობელმა – ნინა ბირკაძემ ღირსეული პარტნიორები იპოვა, რომლებიც 15 წელზე მეტია სილამაზის სერვისში საქმიანობენ. სტუმრებისთვის ერთად შეიმუშავეს უნიკალური შეთავაზებები, შექმნეს ისეთი სერვისი, რომელიც არ დაკარგავდა აქტუალურობას და ქართველი მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებდა.

რა სახის პროცედურები ტარდება სალონში?

რითაც ძალიან ვამაყობთ და უმნიშვნელოვანესია, არის ის, რომ ჩვენი სალონი გთავაზობთ Complex-სერვისს, რომელიც გულისხმობს ერთდროულად მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთებას. ამრიგად, სტუმარი შეძლებს საათ-ნახევარში ორი მომსახურების მიღებას. ჩვეულებრივი მანიკიურისა და პედიკიურის გარდა, ჩვენი ოსტატები ლაქით ან გელ-ლაქით ასრულებენ დაგრძელებას, მრავალფეროვან დიზაინს და უამრავ სპა-პროცედურას. ჩვენი მენიუ მომხმარებელს ასევე სთავაზობს წარბებისა და წამწამების მოვლას, სხვადასხვა სახის კორექციას, შეღებვას, ლამინირებასა და მაკიაჟს.

რომელი ნიშით გამოირჩევა თქვენი სალონი სილამაზის სხვა ცენტრებისგან?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მობილური აპლიკაცია მინდა ვახსენო. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე „ეფლის“ მომხმარებლებისთვის. მისი დახმარებით დარეკვისა და მიმოწერის გარეშე სალონში ავტომატური ჩაწერა, სასურველი პროცედურისა და დროის არჩევაა შესაძლებელი.

ასევე აღსანიშნავია თენთენის ლოიალური მომხმარებლისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ერთგულ მომხმარებელს გადახდილი თანხის 10% უგროვდება ანგარიშზე და ამ ქულების გამოყენება ყოველ მომდევნო ვიზიტზეა შესაძლებელი. ბონუსების კონტროლი აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ყოველდღე, 10:10-ზე ჩაწერის შემთხვევაში, ყველა პროცედურაზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

დაბოლოს, სტუმარი საკუთარ დაბადების დღეზე, მე-10 და ყოველ მომდევნო ათეულ ვიზიტებზე კანის გამაჯანსაღებელ სპა-პროცედურებს იღებს საჩუქრად.

მნიშვნელოვანია სპეციალისტს ენდობოდე. თქვენი აზრით, როგორ დაიმსახურეთ მომხმარებლის ასეთი ნდობა? ასევე, გვესაუბრეთ თქვენს სპეციალისტებზე

თავიდანვე ძალიან ფრთხილად ვირჩევთ სპეციალისტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სპეციალისტს ჰქონდეს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. ჩვენთან ყველა ხელოსნის სტაჟი ამ სფეროში ორიდან თორმეტ წლამდეა. კომპანიაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გამოცდილი სპეციალისტების ხელახლა გადამზადებაა. მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომელი ჩვენს სტანდარტსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, რადგან მასალების განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვა ხშირად ხდება.

თქვენს მომხმარებელს Tenten Nail Studio Tbilisi-ს მიერ წარმოებული თავის მოვლის საშუალებით სარგებლობაც შეუძლია. გვესაუბრეთ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

ოთხი წლის წინ, როდესაც პირველად გავხსენით სალონი, ყველა სტუმარმა თუ ოსტატმა არ იცოდა ინსტრუმენტების მრავალჯერადი გამოყენების სათანადო სტერილიზაციის ვალდებულებები. შეიძლება ითქვას, რომ სტერილიზაციის პოპულარიზაცია ჩვენ დავნერგეთ. ოსტატი ვალდებულია მომხმარებელს ყოველთვის აჩვენოს მარკერი სტერილიზაციის შეფუთვაზე. ეს ადასტურებს, რომ ინსტრუმენტი დამუშავებულია. ხოლო რაც შეეხება მრავალჯერ გამოყენებად ხელსაწყოებს, როგორებიცაა ფრჩხილის ფაილები, ფორთოხლის ჩხირები და ქლიბები, სტუმრებს ყოველი მომსახურებისას ახალ შეფუთვას ვთავაზობთ. პროცედურის შემდეგ მათ შეუძლიათ თან წაიღონ ეს ხელსაწყოები, რადგან იციან, რომ მომდევნო სტუმრობისას სრულიად ახალი კომპლექტი დახვდებათ.

რაც შეეხება ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციას, მზადდება ევროპაში და გადის უსაფრთხოების სრულ პროტოკოლს. ეს პროდუქტებია: ლაქებისა და გელ-ლაქების ბრენდი NAILOR, ნუნების ზეთი, ხელ-ფეხის კრემები და სკრაბები.

ურბანულ გარემოში დატვირთული გრაფიკის მქონე საზოგადოება დროის დეფიციტს უჩივის. როგორც ვიცი, თქვენს სალონში მოსულ მომხმარებელს ერთდროულად რამდენიმე პროცედურით სარგებლობა შეუძლია. მოგვიყევით ამის შესახებ.

დიახ, ზემოთ აღნიშნული კომპლექსური სერვისი დროის დაზოგვის შესაძლებლობასაც იძლევა. ამ პროცედურებისთვის სპეციალურად უნიკალური სავარძლები ჩამოვიტანეთ. სავარძლები სტუმრების კომფორტს უზრუნველყოფს, ხოლო ოსტატებისთვის მოსახერხებელ სამუშაო გარემოს ქმნის. სავარძელს ასევე აქვს მასაჟის ფუნქცია, ხოლო ფეხის აბაზანაში ჯაკუზია ჩაშენებული. სალონში სტუმარს შეუძლია არა მხოლოდ დაზოგოს დრო, არამედ ეს პერიოდი, საყვარელი ფილმების თანხლებით, განსატვირთად და დასასვენებლად გამოიყენოს.

როგორია Tenten Nail Studio Tbilisi-ის სამომავლო გეგმები?

ახლო მომავალში ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას, რათა ჩვენი ფილიალები მომხმარებლისთვის თბილისის გარეთაც იყოს ხელმისაწვდომი.

ასევე გაეცანი

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?
Health & Beauty

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვინი ჰარლოუ Allure Essentials-ის სამოსით! მოდელი ფლორიდაში ისვენებს!

#OK! ვინი ჰარლოუ Allure Essentials-ის სამოსით! მოდელი ფლორიდაში ისვენებს!

April 2, 2021
#OK! გურამ შეროზია დაბადების დღეს ტანზანიაში აღნიშნავს (ფოტოები)

#OK! გურამ შეროზია დაბადების დღეს ტანზანიაში აღნიშნავს (ფოტოები)

November 29, 2021
#OK! გრინჰილ რეზიდენსი – სამომავლო გეგმები და სპეციალური შემოთავაზება 15 მაისამდე

#OK! გრინჰილ რეზიდენსი – სამომავლო გეგმები და სპეციალური შემოთავაზება 15 მაისამდე

May 7, 2021
#OK! ბექჰემების ოჯახური იდილია: დევიდ ბექჰემი მეუღლესთან და შვილებთან ერთად Inter Miami X LA Galaxy-ის თამაშს დაესწრო

#OK! ბექჰემების ოჯახური იდილია: დევიდ ბექჰემი მეუღლესთან და შვილებთან ერთად Inter Miami X LA Galaxy-ის თამაშს დაესწრო

April 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK!  გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

#OK! გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

June 24, 2025
#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები