• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “ჯომ მითხრა, შენთან ყოფნას ვერ შევძლებ, სანამ საკუთარი თავი არ გეყვარებაო“ – სოფი ტერნერისა და ჯო ჯონასის სიყვარულის ისტორია

February 21, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავს, 26 წლის სოფი ტერნერის და მის მეუღლის 32 წლის მომღერალ ჯო ჯონასის სასიყვარულო ისტორია ხშირად ექცევა უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში, თუ როგორ დაეხმარნენ ვარსკვლავები ერთმანეთს ინდივიდუალურობის პოვნაში და როგორ ჩამოყალიბდნენ იმაზე უკეთეს პიროვნებებად, ვიდრე ერთმანეთის გაცნობამდე იყვნენ.

ინგლისელი მსახიობი სოფი ტერნერი საზოგადოებამ სანსა სტარკის როლით გაიცნო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“, ხოლო ჯო ამერიკულ პოპროკ ჯგუფ Jonas Brothers-ის წევრია (ძმათა ტრიო, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიას 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად 2019 წელს დაუბრუნდა).

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ახალგაზრდა წყვილმა 21-ე საუკუნეში სასიყვარულო ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი სოციალური ქსელის საშუალებით გადადგა. სოფიმ და ჯომ ერთმანეთი პირველად 2016 წელს გაიცნეს, თუმცა ურთიერთობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიდუმლოდ ტოვებდნენ:

„ჩვენ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენი ერთმანეთისთვის გაცნობას. სოციალურ ქსელში გამოწერილი გვყავდა ერთმანეთი, თუმცა არ ვეკონტაქტებოდი. ერთხელაც ჯომ პირად შეტყობინებებში მოულოდნელად მომწერა და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი“, − იხსენებს სოფი.

წყვილი სოციალური მედიისა და ვირტუალური მიმოწერის მიღმა, ერთმანეთს პირველად დიდ ბრიტანეთში, Camden-ში არსებულ ლოკალურ ბარში შეხვდნენ. ინგლისელი ლამაზმანი მეუღლესთან პირველი შეხვედრის წინ მომხდარ სახალისო შემთხვევას იხსენებს: „ბარში მეგობრებთან ერთად მივედი, რადგან მეგონა, ისეთი სულელი აღმოჩნდებოდა, რომ დაცვასთან ერთად მოვიდოდა. ამიტომ მინდოდა, ჩემი რაგბისტი მეგობრებიც ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ. მოგვიანებით მოვლენები რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. იმ საღამოს საათების განმავლობაში ვლაპარაკობდით, მასთან საუბარი იმდენად მარტივი იყო, რომ თითქოს განუყოფელნი გავხდით“. სოფიმ და ჯომ სასიყვარულო ურთიერთობა მალევე, რამდენიმე თვეში გაასაჯაროეს, თუმცა პირადი ცხოვრების კონკრეტული დეტალები ტაბლოიდებისა და უცხოური გამოცემებისთვის კვლავ მიუწვდომელი გახლდათ.

Joe Jonas and Sophie Turner Kiss and Cuddle at a New York Knicks Game |  Teen Vogue

„ჩემი ბედნიერება უკავშირდება იმ ადამიანთან ყოფნას, რომელიც მიყვარს და ვისაც ზუსტად ვიცი, რომ საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ. მან შთამაგონა, მეპოვნა საკუთარი თავი. ვფიქრობ, სამსახიობო საქმიანობის გარდა, სწორედ ის დამეხმარა აღმომეჩინა ამქვეყნად ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. ჯო ძალიან მხიარული და მზრუნველია, ჯოსთან ურთიერთობისას მის ასაკს ვერ ვხვდები, ის ყველაზე ენერგიული, მხიარული და პოზიტიური ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. მისგან განსხვავებით, მე პესიმისტი ვარ, ამიტომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ვაბალანსებთ“, − სოფი.

The Late Late Show With James Cordon-თან გადაცემაში სტუმრობისას ჯომ ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან სახალისო მომენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სოფი მასთან პაემანს მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ ის „ჰარი პოტერის“ ყველა სერიას უყურებდა: „მან მითხრა, თუ გსურს, რომ შეგხვდე, მოგიწევს უყურო „ჰარი პოტერის“ ფილმებს, იმიტომ, რომ ყოველ შობას მისი ნახვა ჩვეულებრივი ტრადიციაა“.

რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. მათ ნიშნობის შესახებ 2017 წლის ნოემბერში განაცხადეს, როდესაც სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდების ფოტოები გაავრცელეს, წარწერებით „მე თანახმა ვარ“ და „ის დამთანხმდა“. ჯომ იმჟამინდელ მომავალ მეუღლეს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 000 ამერიკული დოლარია. სოფი და ჯო 21 და 28 წლის ასაკში დაინიშნენ. Glamour Uk-ისთან საუბრისას მსახიობმა პირად ურთიერთობაში არსებულ კერძო ასპექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს:

„ვფიქრობ, როდესაც იპოვი იმ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდი, მაშინ ყველაფერს მიხვდები. მე საკმარისი პერიოდი ვიცხოვრე იმისათვის, რომ გამეცნო და შემესწავლა ადამიანები, ჩემი სულიერი სამყარო გაზრდილია და ჩამოყალიბებული, ამიტომ საკუთარ თავს იმაზე დიდი ასაკის პიროვნებად მივიჩნევ, ვიდრე რეალურად ვარ“.

Joe Jonas shares first photo with wife Sophie Turner after welcoming  daughter Willa

სოფი და ჯო 2019 წლის მაისში მოულოდნელად დაქორწინდნენ. ხოლო მეორე, უკვე ოფიციალური ცერემონია წყვილს სამხრეთ საფრანგეთში ჰქონდა, რომელსაც ცნობილი ადამიანებიდან მოდელი ეშლი გრაჰამი, დიჯეი Diplo და GOT-ის ვარსკვლავი, მსახიობი და ამავდროულად სოფის მეჯვარე – მეისი უილიამსი ესწრებოდნენ.

See Sophie Turner and Joe Jonas' First Wedding Photos on Instagram

 

„არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ქორწინება ყველაზე დიდებული რამაა, რაც კი შესაძლოა შენს თავს მოხდეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა არის ის, რისთვისაც ვშრომობ და როდესაც წარმატებას ვაღწევ, მიჩნდება გრძნობა, რომ ეს არის ყველაზე დიდებული რამ, რასაც ამ ცხოვრებაში მივიღებ. მიხარია, რომ ჯო ჩემ გვერდითაა, არა იმიტომ, რომ ქორწინებით რამეს მივაღწიე, არამედ იმიტომ, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც მიყვარს და ვიპოვე სახლი, სადაც ბედნიერი ვარ. ეს არის შეგრძნება, რომელსაც სწორად შერჩეულ პიროვნებასთან ერთად გრძნობ“.

Joe Jonas Sophie Turner Wedding Date, Details

 

ოფიციალური საქორწინო ცერემონიის შემდეგ წყვილმა ბრიტანულ The Times-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ: „ეს იყო ყველაზე ცუდი დღე ჩვენს ცხოვრებაში. აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა, 24 საათში კი ყველაფერი შეიცვალა და ისე გავაგრძელეთ ცხოვრება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ჯანმრთელობის მხრივ რთული პერიოდი მქონდა, იმ მომენტში მენტალური პრობლემები მაწუხებდა. ჯომ მითხრა, შენთან ყოფნა არ შემიძლია, სანამ საკუთარი თავი არ გეყვარებაო. მაშინ რაღაც განსაკუთრებული მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ყველაფერი შეცვალა. ვფიქრობ, ჯომ გარკვეულწილად სიცოცხლეს გადამარჩინა და საკუთარი თავი მაპოვნინა“.

Pregnant Sophie Turner, Joe Jonas Have 'Always' Wanted Children

Jonas Brothers-ის ვარსკვლავისთვის მეუღლე ინსპირაციის წყაროა. ჯოს კარიერაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა Hesitate შემსრულებელმა სწორედ მეორე ნახევარს მიუძღვნა:

„სიმღერა სოფიზეა, ის ჩემი საქორწინო ფიცივითაა, ჩემი დანაპირები, რომელიც სოფისთვის დავდე. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიმღერას ვასრულებ, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ მას. ამ შესრულებას სხვა სამყაროში გადავყავარ… საკუთარი თავის პოვნით ცხოვრების პარტნიორიც აღმოვაჩინე, რადგან სწორედ სიყვარულმა მიბიძგა იმაზე უკეთესი ადამიანი და ძმა გავმხდარიყავი, ვიდრე რეალურად ვარ“.

ჯო პირად ცხოვრებაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავს, რომ სოფისთან ურთიერთობამ ის უკეთეს პიროვნებად ჩამოაყალიბა და ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მისცა.

Does Joe Jonas and Sophie Turner's daughter's name have a reference to THIS  popular character? | English Movie News - Times of India

ასევე გაეცანი

#OK! ჯეინ გუდოლი – მეცნიერების სიმბოლო და ბუნების უსასრულო ამბის მთხრობელი
Hollywood News

#OK! ჯეინ გუდოლი – მეცნიერების სიმბოლო და ბუნების უსასრულო ამბის მთხრობელი

October 2, 2025
#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა
Hollywood News

#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა

August 24, 2025
#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან
Hollywood News

#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან

August 24, 2025
#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ
Hollywood News

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

August 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სეზონური სტილის ინსპირაცია რობინ რიანა ფენტისგან: ვარსკვლავმა Celine x Tyson Reeder-ის სამოსი მოირგო

#OK! სეზონური სტილის ინსპირაცია რობინ რიანა ფენტისგან: ვარსკვლავმა Celine x Tyson Reeder-ის სამოსი მოირგო

March 30, 2021
#OK! Street Style: ჯესიკა ალბა ფლორალური პრინტით გაფორმებულ კაბას კლასიკურ ბლეიზერს უხამებს

#OK! Street Style: ჯესიკა ალბა ფლორალური პრინტით გაფორმებულ კაბას კლასიკურ ბლეიზერს უხამებს

April 1, 2021
#OK! „მეგი, ჩვენი სიამაყე ხარ“ – სოსო პავლიაშვილის მიმართვა მეგი გოგიტიძეს

#OK! „მეგი, ჩვენი სიამაყე ხარ“ – სოსო პავლიაშვილის მიმართვა მეგი გოგიტიძეს

March 2, 2023
#OK! პი ეს დენტალი – თქვენი ჯანმრთელი და ბედნიერი ღიმილის გარანტი

#OK! პი ეს დენტალი – თქვენი ჯანმრთელი და ბედნიერი ღიმილის გარანტი

July 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები