• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! Golden Tulip Design Tbilisi – ინოვაციური სასტუმრო, გამორჩეული სარესტორნო სივრცეებით და საუკეთესო ხედით თბილისზე

November 3, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალურ მენეჯერს – ელენე ოთარაშვილს.

როგორია საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს მთავარი კონცეფცია და რას სთავაზობს სასტუმრო ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორებს – ამ თემებზე სასაუბროდ ელენეს  Golden Tulip Design Tbilisi-ის „ტიტა რესტორანში“ ვეწვიეთ, სადაც ჩვენი საინტერესო საუბარი თბილისის ულამაზესი პანორამული ხედების ფონზე შედგა.

ელენე, გვესაუბრეთ Golden Tulip Design Tbilisi-ზე, როგორია სასტუმროს კონცეფცია და აქცენტები?

Golden Tulip მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარ-მასპინძლობის ჯგუფის – Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს. ჩვენ რამდენიმე თვეა, რაც სტუმარ-მასპინძლობის ბაზარზე შემოვედით, როგორც  ახალი, ინოვაციური სასტუმრო, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ ძალიან საინტერესო და  მრავალფეროვან გამოცდილებას.

სასტუმროს გამოარჩევს ინოვაციურობა და საოცრად დახვეწილი თანამედროვე დიზაინი. პროექტზე იმუშავა ცნობილმა პორტუგალიელმა  არქიტექტორმა ცეზარ რიბეირომ, რომელმაც Noa Studio-თან ერთად შეიმუშავა პროექტის ფასადი და ინტერიერი. აქ ყველა დეტალში ჩანს გეომეტრიული ფორმებით თამაში. ბრენდის სლოგანიც ესაა: Playtime Anytime. სასტუმროში თანამედროვე დიზაინის  77 ოთახია და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სასტუმროს თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი  ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს.  ამასთან ერთად, ჩვენი სტუმრები პირველ შთაბეჭდილებას იღებენ სასტუმროს ლობიში  კედელზე გამოსახული ქართული ანბანით.

ელენე, ინოვაციურობა ახსენეთ. რა მიმართულებებში გამოიხატება Golden Tulip Design Tbilisi-ს ინოვაციური მიდგომები?

ჩვენ შევქმენით საქართველოში პირველი სივრცე, სადაც წარმოდგენილია ციფრული არტის გამოფენა. აქ ჩვენ მუდმივად გვექნება NFT-არტების განახლებადი ექსპოზიციები, რითიც გვინდა ხელი შევუწყოთ თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედების წარმოჩენას და პოპულარიზაციას, როგორც უცხოელი ტურისტების, ასევე ადგილობრივი სტუმრებისთვის.

Golden Tulip Design Tbilisi აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმროა, რომლის ყველა ნომერი აღჭურვილია ინოვაციური პლანშეტით, პირადი ციფრული ასისტენტის ფუნქციით. ონლაინკონსიერჟის პლატფორმის საშუალებით ჩვენს ყველა სტუმარს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია სასტუმროს შესახებ, ასევე დაგეგმოს სხვადასხვა ტური თუ აქტივობა ქალაქში. ამ პლანშეტში ჩადებულია ეკომეგობრული კონცეფცია, რომლის საშუალებითაც სტუმარს  გარემოს დაცვისა და გაფრთხილების მიზნით შეუძლია რომელიღაც დღეს უარი თქვას მაგალითად, თეთრეულის გამოცვლაზე. სამაგიეროდ ჩვენგან, ამ პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებისთვის, დასაჩუქრდება საავტორო კოქტეილით.  სასტუმროში გვაქვს ფასადის Mood light კონცეფცია, რომელიც ჩვენს სტუმრებს საშუალებას აძლევს ოთახის განათების ფერი სასურველი განწყობის მიხედვით შეარჩიონ. სწორედ ამიტომ, ჩვენი სასტუმროს ფასადი ყოველ საღამოს ფერადი და სხვადასხვანაირია, ჩვენი სტუმრების განწყობის შესაბამისი.

ელენე მოგვიყევით სასტუმროს კონცეფციის შესახებ. რა ტიპის სივრცეებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

ჩვენ გვაქვს სამი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი. ლობიში წარმოდგენილია კაფე-რესტორანი Coffee and Co, რომელიც შესანიშნავი ადგილია დღის ნებისმიერ მონაკვეთში მსუბუქად წასახემსებლად და არომატული ყავის დასაგემოვნებლად.  აქვეა სამუშაო სივრცე ჩვენი სტუმრებისთვის. სასტუმროს ზედა სართულებზე წარმოდგენილი გვაქვს „ტიტა რესტორანი“ და „ტიტა ტერასა“, რომლებსაც თბილისის არაჩვეულებრივი პანორამული ხედები ამშვენებს. ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო მენიუს ქართული აქცენტებით. გვყავს  ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა  შეფი კოტე ჩიქობავა, თავისი საქმის ნამდვილი არტისტი, რომელიც მართლაც ხელოვნების ნიმუშად აქცევს თითოეულ კერძს. ჩვენს უცხოელ და ქართველ სტუმრებში დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენი კერძები, რაც ძალიან გვახარებს. კერძებს ადგილობრივი და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან ვამზადებთ. აქ დაგხვდებათ ქართული ელემენტებით გამდიდრებული უცხო გემოები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სტუმრებს დადებითი განწყობა, საუკეთესო გასტრონომიული გამოცდილება და დაუვიწყარი მოგონებები შევუქმნათ.

შეთავაზებაში გვაქვს ასევე კორპორაციული საღამოებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი მენიუები.  ჩვენი სასტუმრო ძალიან მოკლე ხანში იქცა ერთ-ერთ გამორჩეულ საღონისძიებო სივრცედ  ქალაქში. განსაკუთრებით ვამაყობთ ამ საოცარი პანორამული ხედით თბილისზე, რომელიც ჩვენი რესტორნიდან იშლება და მუდმივ აღტაცებას იწვევს.

ელენე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „ტიტა რესტორანში“ ყოველკვირეულად ტარდება საღამოები სპეციალურად მოწვეული დიჯეების მუსიკალური პერფორმანსით.

ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რესტორნის კონცეფციაზე. გვსურდა ახალი პროდუქტი შეგვეთავაზებინა ქალაქისთვის. პარასკევობით ვმართავთ დახურულ წვეულებებს, სადაც მოსულ სტუმრებს დილამდე ენერგიულად გართობის საშუალებას ვაძლევთ. ხოლო შაბათს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ვახშამს, სადაც ქართველი თანამედროვე არტისტები უკრავენ. აქ ყველა დეტალზე ბევრია ნაფიქრი იმისათვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა საუკეთესოდ იგრძნონ თავი. ჩვენთან ის ადამიანები მოდიან, ვისაც სურთ დასვენებასა და გართობაშიც ხარისხიანად გაატარონ დრო.

სასტუმროს გახსნაზე საფრანგეთიდან მოვიწვიეთ პარიზის წამყვანი კლუბების რეზიდენტი DJ Knuckle G, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ, ყოველ პარასკევსა და შაბათს გამორჩეული არტისტები უკრავენ ჩვენთან. საუკეთესო დაგეგმარებით და ლაინაფით, ჩვენს ივენთებზე უკვე საოცრად მაღალი მოთხოვნა შეიქმნა. ამ მომენტს ძალიან ვუფრთხილდებით და მუდმივად ვფიქრობთ რა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კონცეფციამ გაამართლა, რადგან ძალიან ცოტა დროში ქალაქის სხვა ობიექტებმაც აიტაცეს მსგავსი სპეციფიკა.

ვისაუბროთ Golden Tulip design Tbilisi-ს საქმიან სივრცეებზე. რა გარემო ხვდებათ ამ სივრცეების სტუმრებს?

გამორჩეულია ჩვენი ორი საკონფერენციო სივრცე. Conference Room იდეალურია ნებისმიერი ტიპის ოფიციალური შეხვედრისთვის.  ხოლო Creative Room-ში  შესაფერისი გარემოა მოწყობილი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ორივე სივრცე  აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და LCD-ეკრანებით. ამასთან ერთად, ჩვენი სასტუმროს ლობი და რესტორანიც მულტიფუნქციური სივრცეებია და აქაც ვატარებთ  საქმიან ღონისძიებებს: სემინარებს, კონფერენციებს, პროდუქტის პრეზენტაციებს და სხვა ტიპის შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სასტუმროს ულამაზესი ხედებით მოხიბლული წყვილები ხშირად მოგვმართავენ რომანტიკული ღონისძიებების – ხელის თხოვნის და ხელის მოწერის დასაგეგმად, ასევე დაბადების დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნად.

ელენე, მინდა გთხოვოთ, რომ გვესაუბროთ თქვენს უდიდეს გამოცდილებაზე სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ? 

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, რომელიც 12 წლის წინ მივიღე. ეს თავისთავად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როცა TBC ბანკიდან „შატო მუხრანში“ აღმოვჩნდი და შესაძლებლობა მომეცა საკუთარი წვლილი შემეტანა ამ ისტორიულ პროექტში. აქედან დაიწყო ჩემი საინტერესო თავგადასავალი სტუმარ-მასპინძლობის სექტორში. შემდეგ იყო „ვაზისუბნის მამული“, „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“ და „რადისონ ბლუ ივერია თბილისი“. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს და მეამაყება. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, ბევრი სირთულე გამოვიარე, მაგრამ გამოცდილებამ გამომაწრთო და მასწავლა ყველა პრობლემის ახალ შესაძლებლობად გარდაქმნა. ამ ინდუსტრიაში ყოფნა ჩემთვის შემოქმედებითი პროცესია, რაც მუდმივად მავსებს ენერგიითა და ენთუზიაზმით.

რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როცა Golden Tulip design Tbilisi-ში მოხვედით?

ყოველთვის მიყვარდა გამოწვევები. აქ ჩემი მთავარი მოტივაცია იყო დასაწყისიდან, ჰოტელიერების ენაზე რომ ვთქვა, Pre opening-იდან ჩავრთულიყავი და შემექმნა საერთაშორისო სტანდარტის ბრენდული სასტუმრო ინოვაციური მიდგომებითა და ახალი პროდუქტებით. ამასთან ერთად, მინდოდა შემექმნა ისეთი გარემო და სამუშაო პირობები, სადაც ჩემი გუნდის წევრები სიხარულით იმუშავებდნენ და ექნებოდათ გამოხატვის თავისუფლება. სასტუმროს დამფუძნებლისგან სრული ნდობისა და მხარდაჭერის პირობებში, შევქმენით ნამდვილი „ოქროს გუნდი“, რომლის თითოეული წევრისთვის Golden Tulip Design Tbilisi სამსახური კი არა ოჯახია. თითოეულ მათგანს მოუხარია აქ მოსვლა და თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო მიზნების მიღწევაში. წინ გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ.

ამ არაჩვეულებრივი პროექტის სულისჩამდგმელი გახლავთ საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფი“ და მისი მმართველი პარტნიორი, ნიჭიერი ანტრეპრენერი თორნიკე ჯანაშვილი. „ბლოკ ჯგუფი“ აქტიურად შემოვიდა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში და ამ მიმართულებით კიდევ ორ მსხვილ პროექტს ვამზადებთ თბილისში. ეს გახლავთ 200-ნომრიანი სასტუმრო Radisson ჭანტურიას ქუჩაზე და გრანდიოზული მულტიფუნქციური პროექტი ყაზბეგის გამზირზე.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სოციალური ქსელების როლი ჩვენს რეალობაში

#OK! სოციალური ქსელების როლი ჩვენს რეალობაში

June 4, 2021
#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

March 4, 2021
#OK! რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა კანზე

#OK! რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა კანზე

November 29, 2021
#OK! კეტი პერი ბურგუნდისფერი ლატექსის კაბით! მომღერალი American Idol-ის გადაღებებზე!

#OK! კეტი პერი ბურგუნდისფერი ლატექსის კაბით! მომღერალი American Idol-ის გადაღებებზე!

May 17, 2021

კვირის ჰიტები

#OK!  შავი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა – რა უნდა იცოდეთ

#OK! შავი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა – რა უნდა იცოდეთ

January 21, 2026
#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

January 21, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები