• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „პირველად ხელით ქორწილის დღეს შემეხო“ – ნელი დოროყაშვილის ემოციური ინტერვიუ ლელა წურწუმიასთან

October 21, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე და მოდელი, ნელი დოროყაშვილი, გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ საუბრობს მასსა და ნიკოლოზს შორის არსებულ დავაზე, საზოგადოების მხრიდან ბულინგზე და ნიკოლოზის მხრიდან ძალადობაზე.

„დიდიხანი ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი გავხდი ახალი ძალადობის-ბულინგის მსხვერპლი.“

ნელიმ ინტერვიუში გაიხსენა გაცნობის პერიოდი:

„ჩვენ გავიცანით ერთმანეთი 2011 წელს,მახსოვს ნიკოლოზმა მომწერა რამოდენიმეჯერ, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. მე, გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა საზღვარგარეთ, მიყვებოდა მისი ცხოვრების ამბავს, რომ დგამდა პირველ ნაბიჯებს კარიერაში და უნდოდა ყოფილიყო წარმატებული სპორტსმენი. ჩვენ, ნიკუშას გრაფიკის გამო, ხშირად გვიწევდა კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმით, რადგან არ იმყოფებოდა საქართველოში. შემიყვარდა ეს ბიჭი… წელიწადნახევარში გადავწყვიტეთ დაოჯახება.“

როგორც ინტერვიუში მოდელი აღნიშნავს, ნიკოლოზის მხრიდან ძალადობა დაქორწინების შემდეგ დაიწყო და მას ჰქონდა სხვადასხვა ფორმები. ნელიმ, ძალადობის პირველი შემთხვევა გაიხსენა:

„ძალადობა ისე იწყება, რომ შეიძლება ძალიან დიდიხანი ეს ვერ გაიაზრო. ჩემს შემთხვევაში დაიწყო კარიერის აკრძალვით და სწავლის შეწყვეტით. მეუბნებოდა, რომ ვიყავი შეუხედავი, უშნო – მე ეს ყველაფერი მჯეროდა, დამიქვეითდა თვითშეფასება. ამის შემდეგ, დაიწყო პირდაპირი აკრძალვები, ამ ყველაფერს ვერ ვეწინააღმდეგებოდი, რადგან უკვე ვიყავი ძალიან დასუსტებული და მას ვემორჩილებოდი. 

პირველად ხელით, ქორწილის დღეს შემეხო, მაგრამ მაშინ ეს ვერ გავაანალიზე. ნელ-ნელა სიტუაცია გამძაფრდა, ჩემს შემთხვევაში ძალადობის ფორმები იყო შემდეგნაირი: ხელით შეხება, თმის მოქაჩვა, კარადაზე თავის მირტყმა, თმით თრევა, საწოლიდან გადმოგდება, საჭმელების თავზე გადაყრა, ბოტასებით წიხლების რტყმა, სახლიდან გამოგდება… “

 

სამართლებრივი დავის დროს, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იყო ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებული და ასახავდა ნიკოლოზის მხრიდან ძალადობის ფაქტებს, თუ რატომ გადაიღო ეს ვიდეო მოდელმა, ასე განმარტა:

„მე ჩავედი 2018 წელს, მასთან ამერიკის ღია პირველობაზე, სანამ ჩავიდოდი გვქონდა კონფლიქტი, მაგრამ ბოდიშების შემდეგ შევრიგდით და წასასვლელი ბილეთები თავად ამიღო. მას ამ ჩემპიონატზე ახალი ჩოგნებით უნდა ეთამაშა და ეს ჩოგნები ჩავუტანე. რამოდენიმე დღეში, იქ ყოფნის დროს დაიძაბა ჩვენს შორის ურთიერთობა. მქონდა შიში, ჩემი განადგურების, მეშინოდა, რომ არ მოვეკალი. როცა ტელეფონი ავიღე, მქონდა ფიქრები, რომ ეს ჩანაწერები შესაძლოა ვინმეს ენახა და მიმხვდარიყო რა დამემართა.“

ინტერვიუში ნელი ბოლო ძალადობის ფაქტს იხსენებს:

„21 მაისს, შუა დღეს მე და ლუკასი ვთამაშობდით ეზოში, მანამდე ვიცოდი ნიკოლოზისგან, რომ სურდა ბავშვის ნახვა და უნდა წაეყვანა, ამ დღემდე ჩემს და ნიკოლოზს შორის იყო დაძაბული სიტუაცია, ლუკასი ამბობს, რომ არ უნდა წასვლა და სურს ნიკოლოზი მასთან ამოვიდეს და იქ ეთამაშოს, როცა ეს ნიკოლოზს შევატყობინე, ნახევარი საათის განმავლობაში გაქრა. უეცრად, ნიკოლოზი მომიახლოვდა ზურგიდან, ვესაუბრეთ ლუკასს და საბოლოოდ გაყვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მივაკითხე ბავშვს, რომ წამომეყვანა, ნიკოლოზი მეუბნება „ანდრიასთან“ უნდა წავიყვანოო, და ბავშვს სვამს მანქანაში და კეტავს, როცა ლუკასმა გააცნობიერა, რომ მე არ მივყვებოდი დაიწყო ტირილი, ამ დროს ნიკოლოზი გარეთ მირტყამდა, მაფურთხებდა და მაგინებდა, ამის ფონზე ბავშვი გახდა ცუდად, შევვარდი მათ სახლში, ბავშვისთვის წყალი რომ შემესხა, სადაც დამხვდა ნიკოლოზის მამა, ხელში ხის ნაკეთობით რომელიც გვემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით.“

ამ ფაქტის შემდეგ, ნელი იძულებული გახდა, რომ სამართლებრივი დავა დაეწყო,  როგორც მოდელი აღნიშნავს ეს დავა შემთხვევით დაიწყო, როდესაც ბოლო ძალადობის დროს, ცუდად მყოფი ბავშვისთვის გამოძახებულ სასწრაფოს, პატრული მოჰყვა:

„გადარჩენის ინსტიქტით, ბოლო ძალადობის შემდეგ გამოვიქეცი ნიკოლოზის სახლიდან, ქუჩაში მიმავალი მანქანა გავაჩერე და ვთხოვე დახმარება, აფთიაქამდე ჩაყვანა, რადგან ბავშვი ისევ ცუდად იყო, პარალელურად დავრეკე 112-ში, სასწრაფო გამოვიძახე, რომელსაც მოჰყვა პოლიცია. აქედან დაიწყო ჩემი და ნიკოლოზის დავა. 

ძალიან რთულია ამ გზის გავლა, მაგრამ ცხოვრება დავიწყე 0-დან, ჩემი კარიერა, ჩემი პიროვნების გაზრდა-განვითარება, ჩემი როგორც დედის როლის გაგრძელება, ისე რომ ვყოფილიყავი სრულფასოვანი საზოგადოების წევრი, სრულფასოვანი დედა ჩემი შვილისთვის და შვილი ჩემი მშობლებისთვის. “

იხილეთ გადაცემა სრულად:

ასევე იხილეთ:

#OK! თიკო სადუნიშვილის გამოჩენა 6 წლის შემდეგ- გულახდილი ინტერვიუ ლელა წურწუმიასთან

გაიგე მეტი: ნელი დოროყაშვილინიკოლოზ ბასილაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ჯორჯინა როდრიგესის და ლორენ სანჩესის „ბრილიანტების ომი“ Balenciaga-ს ჩვენებაზე
OK! News

#OK! ჯორჯინა როდრიგესის და ლორენ სანჩესის „ბრილიანტების ომი“ Balenciaga-ს ჩვენებაზე

October 9, 2025
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
OK! News

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 9, 2025
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს
OK! News

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს
OK! News

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ალესანდრა ამბროსიოს უახლესი ფოტოსესია – ბრაზილიელი ლამაზმანი სოციალურ მედიაში ახალ კადრებს აქვეყნებს

#OK! ალესანდრა ამბროსიოს უახლესი ფოტოსესია – ბრაზილიელი ლამაზმანი სოციალურ მედიაში ახალ კადრებს აქვეყნებს

December 7, 2022
#OK! უკეთესი მომავლისთვის – ინტერვიუ მარიამ ქანთარიასთან

#OK! უკეთესი მომავლისთვის – ინტერვიუ მარიამ ქანთარიასთან

July 2, 2022
#OK! Guy Bourdin

#OK! Guy Bourdin

November 5, 2021
#OK! რეფორმერ ფიტნესი – …შენ vs შენ …

#OK! რეფორმერ ფიტნესი – …შენ vs შენ …

November 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! ჯორჯინა როდრიგესის და ლორენ სანჩესის „ბრილიანტების ომი“ Balenciaga-ს ჩვენებაზე

#OK! ჯორჯინა როდრიგესის და ლორენ სანჩესის „ბრილიანტების ომი“ Balenciaga-ს ჩვენებაზე

October 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები