• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! GGRC-ის დროით

October 12, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„ექიმობა ყველაზე ჰუმანური და საპასუხისმგებლო პროფესიაა. შენ ადამიანის სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. ვფიქრობ, მთავარი აქაც დროული და სწორი კომუნიკაციაა, როდესაც პაციენტი შენამდე მოდის, ესე იგი, შენ გენდობა და ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ვცდილობ, არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დავტოვო, მათაც კი  ვპასუხობ, ვინც არაა ჩემი პაციენტი, მაგრამ კითხვით მომმართავს, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი პაციენტი მყავს, ისეთი, საერთოდ რომ არ მინახავს, მაგრამ მუდმივად ვარ მათთან ხაზზე და ვუწევ კონსულტაციას. ვფიქრობ, რომ ექიმისთვის ყველაფერი ადამიანის სიყვარულით უნდა იწყებოდეს, პაციენტი უნდა გიყვარდეს. თუ შენ მხოლოდ ანაზღაურების, ან ამბიციის გამო მუშაობ, ვერასოდეს შედგები კარგ ექიმად“, – აღნიშნა ჩემთან საუბრის დროს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო მუსერიძემ, რომელიც, უკვე წლებია, უშვილობის პრობლემას ებრძვის ჩვენს ქვეყანაში. ინტერვიუს ჩაწერის დროს, მისი ანთებული თვალები მარწმუნებდა თითოეული სიტყვის გულწრფელობაში და იმაშიც, რომ მალე, სწორედ ასეთი გულისხმიერი ადამიანების მხარდაჭერით უშვილობის პრობლემა არც ერთ წყვილს აღარ ექნება ჩვენს ქვეყანაში. ამ მიმართულებით აჭარის რეგიონმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, დეტალებზე, თანამშრომლობაზე და რეგიონში კლინიკის აქტივობებზე ქალბატონი ნინო თავად მოგვიყვება.

 


ჩვენი მკითხველი თქვენგან ყოველთვის ახალი ამბის მოლოდინშია უშვილობის პრობლემასთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რამდენად დიდი გამოწვევაა დღეს უშვილობა ჩვენს ქვეყანაში და კვლავ უქმნის თუ არა ეს საკითხი საფრთხეს საქართველოს დემოგრაფიას?

ვფიქრობ, რომ საქართველო ამ კუთხით სხვა ქვეყნებისგან არ გამოირჩევა. სტატისტიკურად თუ შევხედავთ, უშვილობის პრობლემა არ აღემატება 15%-ს. თუმცა, სამ მილიონნახევრიანი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. უშვილობის პრობლემა კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ზოგიერთ რეგიონში და მათ შორის არის აჭარა. უშვილო წყვილების რაოდენობა, აქ, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალია. ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემასთან „ბრძოლა“ დიდ გამოწვევად სოციალური მდგომარეობის გამოც რჩება, რადგან ინ ვიტრო განაყოფიერება საკმაოდ ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურაა, რისი საშუალებაც ბევრ ადამიანს არ აქვს. პრობლემა ამ ეტაპზეც პრობლემად რჩება, ჩვენთან უნაყოფობის მკურნალობას არც ერთი სადაზღვევო არ აფინანსებს და ეს კიდევ უფრო ამძიმებს პრობლემის ხარისხს. ხშირად მომყავს სამედიცინო სფეროში წამყვანი ქვეყნის, ისრაელის მაგალითი, ეს ქვეყანა წყვილს იქამდე უფინანსებს ინ ვიტრო განაყოფიერებას, სანამ მათ სამი შვილი არ ეყოლებათ. ისრაელისთვის დემოგრაფია არის ნომერ პირველი გამოწვევა. ძალიან მინდა, რომ ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვისაც ასე იყოს და ერის გამრავლებაზე ზრუნვას მეტი ყურადღება დაეთმოს.

აჭარის რეგიონი ინიციატორია და პილოტური პროგრამით უკვე დაიწყო უშვილო წყვილების დაფინანსება. თქვენი კლინიკა მონაწილეობს ამ პროექტში და თანამშრომლობთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან. მოგვიყევით როგორია შერჩევის პროცესი და როგორ ხდება ამ წყვილების დაფინანსება?

ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ პაციენტების მომართვიანობას ზრდის, ისინი მოდიან ჩვენამდე. ეს უკვე კარგია, როცა წყვილი მზად არის დაიწყოს კვლევა და იპოვოს უშვილობის მიზეზი. აჭარის მთავრობას პაციენტების შერჩევის თავისი კრიტერიუმები აქვს. შერჩეულ პაციენტებს კი, კვლევებზე ჩვენს კლინიკაში აგზავნის. პირველ ეტაპზე აფინანსებს სოციალურად დაუცველების და შშმ პირების კვლევებს. ზოგადად, საინტერესოა ბოლო დროინდელი სტატისტიკა, რომ წყვილებს აღარ ეშინიათ და უბრალოდ, მოდიან გამოკვლევებზე. მეტიც, ისინი გენეტიკურ კვლევასაც იკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ დაავადებები და ჯანმრთელი მომავალი აჩუქონ საქართველოს.

ჩვენის მხრივ, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ექიმები, სრულიად უფასოდ ვატარებთ კვლევებს და კონსულტაციებს აჭარის მოსახლეობისთვის, წელიწადში რამდენჯერმე ჩავდივართ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათია, ისინი უკვე დაზუსტებული დიაგნოზით მიმართავენ სამკურნალოდ კლინიკას. და ეს მხოლოდ აჭარის რეგიონში არ ხდება, ჩვენ ასევე ვსტუმრობთ სამეგრელოს, ქუთაისს და მივდივართ ყველგან, სადაც ამისი მოთხოვნაა.

 

 

ალბათ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს რა იწვევს უშვილობას და რა მეთოდებით ხდება შედეგამდე მისვლა?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, ბევრი მიზეზის გამოყოფა შეიძლება, უშვილობის ძირითადი გამომწვევებია: ენდოკრინოლოგიური პრობლემები, დახურული მილები, საშვილოსნოს პრობლემა, ასევე  მამაკაცის უშვილობა, რომელიც ხშირად მექანიკური დაზიანების ბრალიც შეიძლება იყოს, ან თანდაყოლილი პათოლოგია, ასევე ონკოლოგიური მიზეზი, ქიმიოთერაპიების შემდეგ და სხვა.  ონკოლოგიის დროს, მნიშვნელოვანია, ამ ჯგუფის სწორი მართვა. ისინი, ჩვენთან უნდა მოვიდნენ, მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ქიმიოთერაპია შვილოსნობაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ მასალას შევინახავთ და შემდეგ, როცა სრულიად გამოჯანმრთელდებიან, გააჩენენ აბსოლუტურად ჯანმრთელ შვილებს. ამასაც სჭირდება ცნობიერების ამაღლება, როგორც ბევრ სხვა საკითხს რეპროდუქტოლოგიაში. ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი, მედიის წარმომადგენლების ჩართულობაც ამგვარ საკითხებში.

რაც შეეხება მკურნალობას, დღევანდელ დღეს მედიცინა იმდენად წინ მიდის, რომ იმედი მაქვს, ძალიან მალე, დიაგნოზი „უშვილობა“ აღარ იარსებებს. რეპროდუქტოლოგიაში არ არსებობს ისეთი საკითხი რასაც ვერ გამოიკვლევ. მთავარი სწორად დასმული დიაგნოზია, სულ ვამბობ და გავიმეორებ, ინ ვიტრო განაყოფიერებას ხელოვნურს რომ ეძახიან, ასე არ არის, ეს არის ქალის კვერცხუჯრედისა და მამაკაცის სპერმატოზოიდის განაყოფიერება, მაგრამ, ხანდახან, რიგი ფაქტორები უშლის ხოლმე ხელს მის ჩვეულებრივი წესით განაყოფიერებას და ამას ჩვენ ვაკეთებთ, სინჯარაში. ეს არის დედის და მამის გენეტიკური მასალა, რომელსაც ექიმი ერთმანეთს ახვედრებს, რაც სხვაგვარად ვერ მოხერხდა.

ძალიან ხშირად წყვილები ამ შედეგამდე ვერ მიდიან, ფინანსური მხარის გამო, ამ კუთხითაც თქვენ არაერთ ოჯახს მიეცით შანსი გამხდარიყვნენ მშობლები, თქვენი კლინიკა სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითია, ფონდი, რომელიც უკვე მეოთხე წელია დაბალი შემოსავლის მქონე ქართველ უშვილო წყვილებს უფინანსებს მკურნალობას…

დიახ, ჩვენი ფონდის დახმარებით უკვე 425 ბავშვი დაიბადა და რა უნდა იყოს ამაზე მეტი ბედნიერება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა თანხების მოძიება, აქაც მოვძებნეთ გამოსავალი, უცხოელი პაციენტების მიერ ფასნამატით გადახდილი თანხა აკუმულირდება ფონდში, კლინიკა მას მოგებაში არ უშვებს და ამ თანხით ვეხმარებით ქართველ წყვილებს. ახლა, უკვე აჭარის მთავრობაც შემოგვიერთდა დაფინანსების ნაწილში და იმედი მაქვს, რომ მალე ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და კარგი იქნება თუ მთელ საქართველოზე გავრცელდება.

 

 

დღეს, რეპროდუქტოლოგია, როგორც ვიცით, უკვე დამოუკიდებელი დისციპლინაა, თუმცა, აქ არსებობს მთელი რიგი პრობლემები. შესაბამისად, სახელმწიფომ შემოიღო უამრავი რეგულაცია, მათ შორის უწყვეტი განათლების შესახებ. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის კონფერენცია, რომელსაც თქვენი კლინიკა უკვე მესამე წელია ატარებს: უშვილობა 35+. ვრცლად რომ მოგვიყვეთ ამ კონფერენციაზე.

დიახ, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ამ დარგის განვითარება იყო. ყველა ექიმს, განსაკუთრებით რეგიონებში, არ აქვს საშუალება საერთაშორისო კონფერენციებზე ან ტრენინგებზე იაროს სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, ჩემი მიზანი იყო, რომ ასეთი მაღალი დონის კონფერენცია ჩაგვეტარებინა ჩვენს ქვეყანაში და ის უფასო ყოფილიყო ქართველი ექიმებისთვის, რეზიდენტებისა თუ სტუდენტებისთვის. წელს, უკვე მესამედ ვატარებთ ამ კონფერენციას ბატონ არჩილ ხომასურიძესთან ერთად, სამედიცინო სფეროში მსოფლიოს ათი წამყვანი ქვეყნიდან მონაწილეობენ სპიკერები. მათ შორის არიან ამერიკიდან  – პირველი ინ ვიტრო განაყოფიერების დამნერგავი პროფესორი გომელი და ისრაელის რეპროდუქციული მედიცინის კორიფე,  პროფესორი შიმონი. აქვე მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში დიდი ყურადღება ექცევა ონკო პაციენტების საკითხსაც და აქ გვყავს მოწვეული ავსტრიელი მეცნიერი სიახლეებით ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი კლინიკა პირველია საქართველოში, რომელმაც დანერგა საშვილოსნოს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც იქნება ტრენინგები. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან, საქართველო სადაც რეპროდუქტოლოგიის სფერო სულ უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პაციენტებისთვის, მუდმივად იყოს მოვლენებისა და სიახლეების ეპიცენტრში და ქართველებისთვის ეს პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ, ასევე, გამოვეცით საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალი Medical Times, რომლის სექტემბრის ნომერი მთლიანად კონფერენციას ეძღვნება.

თქვენს საქმეზე ისეთი სიყვარულით და აღტაცებით საუბრობთ, არ შემიძლია არ გკითხოთ, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმისთვის?

ექიმობა ყველაზე ჰუმანური და საპასუხისმგებლო პროფესიაა. შენ, ადამიანის სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. ვფიქრობ, მთავარი აქაც დროული და სწორი კომუნიკაციაა, როდესაც პაციენტი შენამდე მოდის, ესე იგი, შენ გენდობა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ვცდილობ, არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დავტოვო, მათაც კი ვპასუხობ, ვინც ჩემი პაციენტი არ არის, მაგრამ კითხვით  მომმართავს, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი პაციენტი მყავს, ისეთი, საერთოდ რომ არ მინახავს, მაგრამ,  მათთან მუდმივად ხაზზე ვარ,  კონსულტაციას ვუწევ. ვფიქრობ, რომ ექიმისთვის ყველაფერი ადამიანის სიყვარულით უნდა იწყებოდეს, პაციენტი უნდა გიყვარდეს. თუ შენ მხოლოდ ანაზღაურების, ან ამბიციის გამო მუშაობ, ვერასდროს შედგები კარგ ექიმად.

და ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ…

რეპროდუქტოლოგია  უმნიშვნელოვანესი სფეროა. გვსურს, გავაკეთოთ ტრენინგ ცენტრი, სადაც პრაქტიკულ თუ თეორიულ მეცადინეობებს გაუძღვებიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები. კერძოდ, კურსები ქნება კლინიკურ ემბრიოლოგიაში, ანდროლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში  და მსურველებს მივცემთ აკრედიტირებულ, პოსტ დიპლომურ განათლებას. ამიერკავკასიაში ეს იქნება პირველი ტრენინგ ცენტრი, პრაქტიკას კი ლაბორატორიაში გაივლიან. ვფიქრობ, განათლება და დემოგრაფია ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სფერო, სადაც უნდა ჩადო რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს და ჯანმრთელი მომავალი ააშენოს.

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს ჩემს გუნდთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს ნინო ნიაურის „ვან ფოინთი“

#OK! დღეს ჩემს გუნდთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს ნინო ნიაურის „ვან ფოინთი“

December 8, 2024
#OK! ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც ერთი და იგივე კაბები მოირგეს

#OK! ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც ერთი და იგივე კაბები მოირგეს

August 21, 2023
#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

August 11, 2022
#OK პროდუქტები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ  საახალწლო მაკიაჟისთვის

#OK პროდუქტები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ საახალწლო მაკიაჟისთვის

December 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები