• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! „დოდოკა“ – ნაქსოვი ტანსაცმლისა და აქსესუარების ფერადი სამყარო…

October 11, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

სურდა თავისი შვილებისთვის გემოვნებიანი და განსხვავებული ტანსაცმელი თავად შეექმნა, ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია და ქსოვის შესწავლა დაიწყო. იმდენად დააინტერესა და შეუყვარდა ეს პროცესი, გადაწყვიტა სხვისთვისაც გაეზიარებინა თავისი ნამუშევრები, ასეც მოიქცა, ადამიანებისგან წამოსულმა დადებითმა ემოციებმა კი საკუთარი ბრენდის შექმნისკენ უბიძგა, ასე გაჩნდა „დოდოკა“, რომელიც დღეს ქალის, ბავშვისა და მამაკაცის ნაქსოვ ტანისამოსსა და აქსესუარებს ქმნის. ბათუმში დაიბადა და თავისი ცხოვრების უმეტეს დროს ამ ქალაქში ატარებს. ამბობს, რომ მისთვის ბედნიერებაა ცხოვრობდეს ისეთ ქალაქში, რომელიც შემოქმედებითად უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გხდის, რომელიც ყოველდღიურად გაძლევს ინსპირაციას. „დოდოკას“  პროდუქცია ყოველთვის იწვევს გემოვნებიანი მომხმარებლის ინტერესს, პოზიტიურ ემოციას, ამის მიზეზი კი ფერთა საოცარი სინთეზია, რომელიც მის ნამუშევრებში გვხვდება. რატომ უნდა ავირჩიოთ „დოდოკა“, რომელ ქართველ ვარსკვლავს ჩააცმევდა თავის მოქსოვილ ტანისამოსს დიდი სიამოვნებით და რა გეგმები აქვს ბრენდს სამომავლოდ – წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუ ბრენდ „დოდოკას“ დამფუძნებელთან, დოდოკა მეფარიშვილთან.

 

 

საკუთარი ბრენდი „დოდოკა“ 2018 წელს შექმენით, მას შემდეგ არაერთი წარმატება და აღიარება გხვდათ წილად. როგორ გაჩნდა იდეა, როგორ დაიწყო და განვითარდა ყველაფერი…

ყველაფერი დაიწყო დეკრეტის პერიოდში. როდესაც ჩემი პირველი შვილი დაიბადა, გამიჩნდა სურვილი პროფესიით მუსიკოსი, ისევ ხელოვნებას დავბრუნებოდი და ჩემთვის უცნობი ხელსაქმე, ხელით ქსოვა  შემესწავლა, ბავშვისთვის გემოვნებიანი ტანისამოსი მომექსოვა, ძალიან მომწონდა ტრენდული და მოდის მიმდევარი ცნობადი სახეების მიერ წარმოდგენილი ნაქსოვი კარდიგანები, ასეც მოხდა. ბათუმში, მეგობარმა დამაკავშირა განსხვავებული ნიმუშების შემქმნელ პროფესიონალ მქსოველს. 7 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ შემესწავლა ქსოვის ჩემთვის საინტერესო ნიმუშები და შემექმნა განსხვავებული სამოსი, ამავდროულად, ჩემი შვილიც „გაპრანჭული“ მყოლოდა. შემდეგ ჩემთვის მოვიქსოვე ჟაკეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ასე გაჩნდა ბრენდი „დოდოკა“. სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი და წარმატებული სტარტაპერი გავხდი. 2021 წელს მოვაწყვე ჩვენება კვარიათში, სასტუმრო „ვილა ევკალიპტ კვარიათი“ – ღია ცის ქვეშ. სასიხარულოა, რომ ენდობიან და უყვართ „დოდოკა“, ამის დასტური კი ყოველწლიურად მომხმარებელთა რიცხვის ზრდაა. ბრენდი როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე საზღვრებს გარეთაც იყიდება, რაც სასიხარულოსთან ერთად, საპასუხისმგებლო მისიაა ჩემთვის. მომხმარებლების რიცხვის ზრდამ განაპირობა ის, რომ დღეს 5 ქალბატონი მყავს დასაქმებული და ახლო მომავალში კვლავ ვგეგმავ  მათი რაოდენობის გაზრდას. ჩვენი გუნდი ქმნის, როგორც ხელით ნაქსოვ პროდუქციას, ასევე საქსოვ დაზგაზე ნაქსოვსაც. ვქმნით მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ სამოსს და ექსკლუზიურ სამოსს. ბრენდის მეტი ცნობადობისთვის, საქართველოს მასშტაბით, ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში. მარკეტინგის კუთხით ვიძენ ცოდნას სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით, იქნება ეს ონლაინ თუ ოფლაინ ტრენინგები.

 

 

რა ტექნოლოგიებს იყენებთ ტანსაცმლისა და აქსესუარების შექმნის დროს? როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ბრენდის წარმატება? 

ბრენდი ორიენტირებულია ხარისხზე. ხდება ხარისხიანი საქსოვი ძაფის შეძენა, ორიგინალური მოდელის შექმნა და მომხმარებლისთვის მიწოდება. დღესდღეობით გვყავს ერთგული, მუდმივი მომხმარებლები, რაც ბრენდის წარმატებაზე მეტყველებს. საზოგადოებას ვთავაზობთ ყველა ტიპის მომსახურებას: სურვილისამებრ ადგილზე ზომების აღება, სასურველი მოდელის ანალოგის შექმნა, ადგილზე მიწოდება საკურიერო მომსახურებით.

ნაქსოვი ტანსაცმელი ბოლო წლებში ძალიან მოდური გახდა, რა გაძლევთ ინსპირაციას მუშაობის დროს, რომ შექმნათ გამორჩეული და ყველასათვის სასურველი პროდუქტი?

ვცდილობ ავყვე მოდას და შევქმნა ტრენდული სამოსი. თვალს ვადევნებ მსოფლიო მოდის წამყვან ბრენდებს და ინფლუენსერებს, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურები არიან ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ ვქმნით ნებისმიერ სამოსს, ქალების, ბავშვებისა და მამაკაცებისათვის. ზაფხულის სეზონზე ძალიან აქტუალურია საცურაო კოსტუმებზე გადასაცმელები, ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები, ტოპები და სარაფნები, რომელთა ინსპირაციაც ისევ და ისევ ჩვენი მომხმარებლები არიან.

 

 

რომელი ფერი სჭარბობს თქვენს ნამუშევრებში…

შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფერი, რადგან ჩემი ნამუშევრები  ფერადია. ზუსტად ეს იწვევს მომხმარებლებში დიდ დაინტერესებასა და აღფრთოვანებას. მკვეთრი ფერები, ხელით შექმნილ სხვადასხვა ფიგურებით ქმნის ერთ ხელოვნების ნიმუშს, თუმცა, გვაქვს კლასიკური ფერებიც. ხშირად, ფერები განსაზღვრავენ ადამიანთა შინაგან განწყობებს და მე მინდა, რომ „დოდოკას“ მომხმარებელი, მუდამ ფერად განწყობაზე იყოს.

 

 

გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

მყავს მეუღლე, რომელიც პროფესით მეზღვაურია, კაპიტნის პირველი თანაშემწის პოზიციაზე მუშაობს. შვილები, ალექსანდრე და თეკლა.  ოჯახი მაძლევს ძალას მეტი ენერგიით ვაკეთო ის, რაც მიყვარს. მუდმივად მიდგანან გვერდით და მჯერა ერთობლივი ძალებით ყოველთვის მივაღწევთ სასურველ მიზანს. პირველ რიგში იმას, რომ ჩვენს სურვილებს ერთად შევასხათ ფრთები.

წარატება, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყებათ…

კმაყოფილი მომხარებელი, ვფიქრობ, ეს უკვე წარმატებაა. თუმცა, წელს ბრენდი „დოდოკა“ პირველად გახდა ლიდერ ქალთა 2022-ის მიერ ნომინაციაში  – „ორიგინალური ბრენდი და დასაქმების ხელშეწყობა“ -გამარჯვებული. ასევე, სულ ეხლახანს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეობა 2022-ის გრანტის გამარჯვებული გავხდი. მეამაყება ის რომ, ჩემი შრომა დაფასდა.  მჯერა ჩემი ბრენდის არაერთი წარმატებით ვიამაყებ მომავალში, რისთვისაც არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას.

როგორც ვიცით შოურუმ-ატელიე გახსენით, მოგვიყევით აღნიშნულის შესახებ და გვითხარით, სად შეგვიძლია თქვენი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა?

ჩვენი შოურუმი-ატელიე ბათუმში მდებარეობს, სადაც მომხამრებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს და შეიძინოს არსებული კოლექცია, ასევე შეგვიკვეთოს სასურველი დიზაინით, სასურველი სამოსი. ხოლო მათ,   ვისაც ქსოვის შესწავლა სურს, შეგვიძლია ვასწავლოთ დაზგაზე და ხელით ქსოვა, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქსოვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მომავალი განვითარებისა და წარმატებისათვის.

თვისებები, რომლებიც გეხმარებათ იყოთ წარმატებული…

ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ბევრჯერ გამირისკავს, არ გავურბივარ სირთულეებს, მიყვარს ახლის ძიება.

 

 

რომელ ქართველ ვარსკვლავს ჩააცმევდით თქვენს მოქსოვილ ტანისამოსს?

ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს კლასიკურ ფერებში გადაწყვეტილ ბეწვის კარდიგანს ჩავაცმევდი. ჩემს ფერად სამოსს ხშირად ატარებს ნუკი კოშკელიშვილი, ძალიან კარგად იხდენს.

 

რა არის მთავარი, მისდიო მოდას, თუ გეცვას ის, რაც მოგწონს და რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს?

რა თქმა უნდა, გეცვას ის, რაც მოგწონს და კომფორტულია. ჩემი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ: „მე ვიპოვე ჩემი „დოდოკა“. ბედნიერი ვარ, რომ მათთვის კომფორტულია ჩემი სამოსი და ამავდროულად მოდური.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბრენდის განვითარება მომავალში?

სამომავლოდ ვგეგმავ მოლაპარაკებებს ადგილობრივ კერძო სკოლებთან, შევთავაზებ ნაქსოვ სასკოლო პიჯაკებს, ფორმის სახით, ბრენდირებული ლოგოთი. წელს უკვე გაფორმდა პარტნიორობა ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“. სკოლაში ერთწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა თუ როგორ ხარისხიან სამოსს ვთავაზობთ მოსწავლეებს. ბრენდის განვითარებისთვის სამომავლოდ ასევე იგეგმება საქსოვი დაზგა დანადგარების შეძენა და ხელით მქსოველების მოძიება, რათა მეტი ქალბატონი დავასაქმო და მეტი მომხმარებელი დავაკმაყოფილო. ასევე, დიდი სურვილი და მოტივაცია მაქვს ჩემი პროდუქციის საზღვარგარეთ, ექსპორტზე გატანისა, სხვა რომელიმე კონკრეტულ ბრენდთან თანამშრომლობით. მჯერა „დოდოკა“ თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის მომავალშიც, სურვილი და მისწრაფება, ქმნიდე ხარისხიანსა და ღირებულს, აუცილებლად  დაიმსახურებს კიდევ უფრო მეტ ნდობასა და სიყვარულს.

 

 

ტექსტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ლეონარდო დიკაპრიო უკრაინელებს 10 მილიონი დოლარით დაეხმარება

#OK! ლეონარდო დიკაპრიო უკრაინელებს 10 მილიონი დოლარით დაეხმარება

March 9, 2022
#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი ფოტოსესია ZEKI-ის ახალი კოლექციისთვის

#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი ფოტოსესია ZEKI-ის ახალი კოლექციისთვის

June 20, 2023
#OK! კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი: წყვილი იტალიაში ისვენებს!

#OK! კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი: წყვილი იტალიაში ისვენებს!

August 31, 2021
#OK! დონა კარანი 73 წლის გახდა: ლეგენდარული დიზაინერის საკულტო მომენტები Vogue-ში

#OK! დონა კარანი 73 წლის გახდა: ლეგენდარული დიზაინერის საკულტო მომენტები Vogue-ში

October 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

January 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები