• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ცინო ნაცვლიშვილი Fashion Book-ის ობიექტივში

October 8, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ცინო ნაცვლიშვილი, ინჟინერ-ტექნოლოგი

 

ცინო, როგორია თქვენი თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა?

ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი ჩემი ჩაცმის სტილსა და თავის მოვლას. მსურდა, მუდმივად სასურველი გარეგნობა მქონოდა, ამიტომ აქტიურად მივყვებოდი მოდის ტენდენციებს. ხშირად ვყიდულობდი ცნობილი ბრენდების სამოსს.

რაც შეეხება უშუალოდ თავის მოვლას, ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი ჯანსაღ კვებას, რათა შემენარჩუნებინა გარეგნული და შინაგანი ჯანმრთელობა.

არასოდეს ვყოფილვარ კოსმეტოლოგებისა და სტილისტების ხშირი მომხმარებელი, თავად ვირჩევდი თუნდაც ვარცხნილობას. ასევე, დამოუკიდებლად ვუვლიდი საკუთარ სახის კანს.

თავის მოვლის თქვენეული მეთოდი ხომ არ გაქვთ?

დიახ, ნატურალური ყურძნის არყით ვასველებ ხოლმე ბამბას და შემდეგ ვიწმენდ სახეს. ამ რუტინის შემდეგ კი ვიტენიანებ დამატენიანებელი კრემით. ბებიაჩემისგან მახსოვს ეს რეცეპტი და ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

როგორია თქვენი ჩაცმის სტილი?

გამოვარჩევდი კლასიკურ სტილს, თანამედროვეობასთან თანხვედრაში. რაც შეეხება ბრენდს, Escada მიყვარდა ყველაზე მეტად. ასევე მომწონს Calvin Klein-ი და Valentino. მთლიანობაში, მაინც ყველაფერს ვიცვამ, რაც მომწონს. მთავარია, თავი კომფორტულად ვიგრძნო. ხშირად ჩემეული დეტალებიც შემაქვს სამოსში.

ჩემ გარშემო ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც შარვალი ჩაიცვა. თანაც ისეთი პროფესია მაქვს, შარვალში უფრო კომფორტულად ვიგრძენი თავი.

 

 

თქვენს საქმიანობაზეც გვიამბეთ.

პროფესიით ვარ ინჟინერ-ტექნოლოგი, გაერომ მაღიარა ექსპერტად. გარკვეული წლების განმავლობაში ვმუშაობდი განათლების ხარისხის ცენტრში, ასევე ექსპერტად. ვარ წიგნის ავტორი, რომელიც შეეხება ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების ტექნოლოგიას. ამ წიგნს სწავლობენ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. ამჟამად ვმუშაობ ჩემს მეორე წიგნზე, რომელიც იქნება კიდევ უფრო ვრცელი და სრულყოფილი ამ მიმართულებით. ძალიან მახარებს ფაქტი, რომ მაქვს საშუალება მომავალ თაობას დავუტოვო და გავუზიარო ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში დავაგროვე.

საწარმოში ვაკეთებთ მრავალი სახეობის საწებლებს, ჯემებს, მურაბებს. ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ხილ-ბოსტნეულს ფერმერებისგან, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას − როგორც ძველს, ასევე თანამედროვე ინოვაციებს.

რას ეტყოდით საზოგადოებას?

მოგეხსენებათ, რომ გარემო-ფაქტორები მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ძალიან მაწუხებს არასათანადოდ მოვლილი გარემო, რომელზეც ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. შეძლებისდაგვარად მეტი დრო დავუთმოთ ბუნებაზე ზრუნვას. მომავალი თაობებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რას ურჩევდით ახალ თაობას?

ახალ თაობას ვურჩევდი, მეტი დრო დაუთმონ განათლებას, იკვებონ ჯანსაღად და სწორად. ჯანსაღი კვება − ჯანსაღი თაობა. უფრო მეტად უყვარდეთ ჩვენი სილამაზით გამორჩეული სამშობლო, ჩვენი დედაბუნება!

ასევე გაეცანი

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან
Fashion

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან

January 5, 2026
UNIQUE FASHION SHOW NEW YORK
Fashion

UNIQUE FASHION SHOW NEW YORK

December 31, 2025
#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მეღვინეობა „ფალავანი“ – ტრადიციული და თანამედროვე ღვინის სინთეზი

#OK! მეღვინეობა „ფალავანი“ – ტრადიციული და თანამედროვე ღვინის სინთეზი

November 8, 2023
#OK! ფოტოები: რა ეცვათ ვარსკვლავებს დედოფალთან შეხვედრისას

#OK! ფოტოები: რა ეცვათ ვარსკვლავებს დედოფალთან შეხვედრისას

October 16, 2021
#OK!ექსკლუზივი: როგორი იქნება 2024 წელი და როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ახალი წლისთვის? ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

#OK!ექსკლუზივი: როგორი იქნება 2024 წელი და როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ახალი წლისთვის? ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

February 13, 2024
#OK! ადრე და ახლა: 55 წლის სინდი კროუფორდმა Pepsi-ის 1992 წლის რეკლამა გააცოცხლა

#OK! ადრე და ახლა: 55 წლის სინდი კროუფორდმა Pepsi-ის 1992 წლის რეკლამა გააცოცხლა

September 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

January 6, 2026
#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები