• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! სიახლეები სასტუმრო „გისტოლაში“ – სამზადისი ზამთრის სეზონისთვის

October 3, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

სვანეთი საქართველოს ერთ–ერთი უძველესი, გამორჩეული და საინტერესო კუთხეა თავისი ტრადიციებით და ისტორიით, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს როგორც ნებისმიერმა ქართველმა, ასევე ჩამოსულმა ტურისტმა.

სვანეთში დღემდეა შემორჩენილი საუკუნოვანი სახალხო დღესასწაულები, რომელთა მონაწილეც აუცილებლად უნდა გახდეთ.

გარდა ამისა ცნობილია, რომ საქართველოს თითოეული კუთხე ცნობილია თავისი სტუმარ–მასპინძლობით და ერთ–ერთ საპატიო ადგილს რა საკვირველია სვანეთი იკავებს. ამიტომ თუ გსურთ, რომ უკეთ გაიცნოთ და ამავდროულად კომფორტულად დაისვენოთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სასტუმრო „გისტოლას“, სადაც უკვე დაიწყეს ზამთრის სეზონისთვის მზადება და არსებულ სიახლეებსა და სამზადისზე მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ჭინჭარაული მოგვიყვება.

 

ანა, უპირველესად გაგვაცანით სასტუმრო. რამდენი ხანია რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და რატომ მაინც და მაინც სვანეთი?

პრემიუმ კლასის სასტუმრო “გისტოლა” მესტიის ტურისტულ რუკაზე 2021 წელს გაჩნდა და უკვე მეორე წელია, რაც ჩვენს სტუმრებს მყუდრო და კომფორტულ გარემოს ვთავაზობთ საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ და ტრადიციულ კუთხეში.

რაც შეეხება სახელწოდებას – „გისტოლა“  მწვერვალის სახელია ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც თეთნულდზე 150 მეტრით მაღალია.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვერჩია ეს კონკრეტული სახელწოდება.

რას სახის მომსახურებას სთავაზობთ საზოგადოებას, რამდენი და რა ტიპის ნომრებისგან შედგება სასტუმრო?

სასტუმრო შედგება 45 ნომრისგან და ყველა ასაკობრივი კატეგორიის მოთხოვნას პასუხობს.

გვაქვს რესტორანი, ლაუნჯი, სკი დეპო, ბავშვთა გასართობი სივრცე ეზოშო, ფინური საუნა, საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ბიზნეს სექტორისთვისაც ძალიან საინტერესოა. ასევე მესტიაში პირველი ღამის გასართობი კლუბი, რომელიც ადგილობრივებს და დამსვენებლებს ძალიან სასიამოვნო საღამოებს სთავაზობს.

სად მდებარეობს ტერიტორიულად? გვესაუბრეთ გარემოზე.

მოგეხსენებათ სვანეთის ბუნება უდავოდ მომნუსხველია ალპური მდელოებით, კლდეებით, მწვერვალებით, ჩანჩქერებითა თუ ულამაზესი ალპური ტბებით. ეს მხარე ერთნაირად მიზიდველია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მთამსვლელებისთვის, მოთხილემურეებისთვისა და უბრალოდ ხეტიალის, მთაში დასვენების და მასშტაბური ხედების მოყვარულთათვის.
უშუალოდ სასტუმროს მდებარეობას რაც შეეხება, “გისტოლა” პრაქტიკულად მესტიის ცენტრშია, სვანური კოშკების გარემოცვაში და ახლოს არის სასრიალო ტრასებთან.

სასტუმროს აქვს ტრანსპორტირების სერვისი, ტური სვანეთის სხვადასხვა მიმართულებით, ტრანსფერი სვენეთის აეროპორტიდან.  მათთვის კი, ვინც ელექტორო მანქანებით სარგებლობს მოვაწყეთ შესაბამისი სივრცე ელექტრო მანქანების დასამუხტად.

გვესაუბრეთ გუნდზე.

პირველ რიგში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დასაქმებულთა უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს და სასტუმროს გახსნის დღიდან გისტოლას გუნდის წევრები არიან. გვყავს ძალიან მეგობრული გუნდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი და მათთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შექმნა, რადგან ვფიქრობთ,  ხარისხიანი მომსახურებას მხოლოდ კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი ქმნის.

გვესაუბრეთ სამზარეულოზე და კერძებზე, რომელიც დამსვენებლებს სასტუმროში დახვდებათ.

სასტუმრო გისტოლას რესტორანი ჩვენთვის მართლაც საამაყო მიმართულებაა, რადგან გვაქვს ძალიან გემრიელი როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო. გვყავს პროფესიონალი შეფ მზარეული და კონდიტერი მრავალწლიანი გამოცდილებით, სწორედ მათი დამსახურებაა გისტოლას მრავალფეროვანი საუზმე და ზოგადად მენიუ, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს.

როგორც ვიცით სასტუმრო „გისტოლამ“ უკვე დაიწყო ზამთრის სეზონისთვის მზადება. რას შესთავაზებთ დამსვენებლებს ზამთრის სეზონზე?

დიახ, უკვე დავიწყეთ ზამთრის სეზონისთვის მზადება და ახლა სწორედ ახალი წლის ღონისძიების დაგეგმვის პროცესში ვართ იმისთვის, რომ არამხოლოდ „გისტოლაში“, არამედ სვანეთში ჩამოსულ სტუმრებს ახალი წლის ღამეს საინტერესო და მხიარული საღამო შევუქმნათ. დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ უახლოეს პერიოდში ჩვენს სოციალურ ქსელებში განვათავსებთ და მათ, ვინც ახალი წლის გატარებას სვანეთში აპირებს წინასწარი ჯავშნის შესაძლებლობა ექნებათ.


ბოლოს გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები.

ზოგადად, ჩვენი მიზანია გისტოლაში გატარებული დღეები სტუმრებისთვის სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი იყოს, აქედან გამომდინარე, სამომავლო გეგმებიც შესაბამისია და უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.
მომავალი წლის ზაფხულის სეზონზე „გისტოლაში“ ჩამოსულ სტუმრებს დახვდებათ ღია და დახურული აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, სპა ცენტრი და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გასართობი სივრცე.

ასევე გაეცანი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი
Travel

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

February 2, 2026
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სექსუალური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროგრამა

#OK! სექსუალური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროგრამა

December 3, 2022
#OK! ანია ტეილორ-ჯოის გამორჩეული Street Style მომენტები!

#OK! ანია ტეილორ-ჯოის გამორჩეული Street Style მომენტები!

August 28, 2021
#OK! პრინც ჰარის სამეფო ოჯახის ზოოპარკთან შედარებისთვის სამეფო დასჯას უპირებს

#OK! პრინც ჰარის სამეფო ოჯახის ზოოპარკთან შედარებისთვის სამეფო დასჯას უპირებს

May 17, 2021
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

November 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 19, 2026
#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

February 19, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები