რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Health & Beauty

#OK! სექსუალური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროგრამა

December 3, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read
რეკლამა

ბალნეო კურორტი − ინტიმური სივრცე სიმშვიდის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის!

ცნობილია, რომ ნაწილი არაჰარმონიული სექსის გამო შორდება ერთმანეთს. თუმცა ყველა როდი უსწორებს თვალს უთანხმოების რეალურ მიზეზს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ქალი მამაკაცზე ნაკლებად ინტერესდება სექსით, ნაკლებად სექსუალურია  და ქალების სექსუალობასთან დაკავშირებული პრობლემები, ფაქტობრივად, არც კი განიხილებოდა. საკითხისადმი დამოკიდებულება დღეს შეცვლილია და ყველა თანხმდება, რომ სექსუალური ცხოვრებით უკმაყოფილება, დისფუნქციები, ანორგაზმია ქალისთვისაც და კაცისთვისაც ერთნაირ პრობლემას წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუშაობა „თბილისის ბალნეოლოგიურმა სპა-კურორტმა“ ითავა და დღეს უკვე გთავაზობთ სქესობრივი დისფუნქციის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით. ამ საკითხზე OK! კლინიკურ ფსიქოლოგს, ნეირომეცნიერების დოქტორს, „თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელს, ნინა გოგოხიას ესაუბრა.

თემა, რომელზე საუბარსაც ყველა ერიდება…

გეთანხმებით, ამ თემაზე ხშირად არ ვსაუბრობთ. სექსუალობასთან დაკავშირებული ცნობიერების განვითარება აუცილებელია, ევოლუციური ფსიქოლოგიის პერსპექტივით სექსუალობა სამყაროს წარმმართველი ძალაა. ადამიანის სექსუალურ ჯანმრთელობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და პირიქით − სექსუალური პრობლემების გამო ხშირია ინტერპერსონალურ ურთიერთობებში დაძაბულობა, კონფლიქტი.

სექსუალური რეაბილიტაცია და აბილიტაცია განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ პარტნიორს აქვს ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იწვევს ცვლილებებს სექსუალურ სფეროში და ამ დროს სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვაა საჭირო. მაგ. პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები. მამაკაცები დაბალი ტესტოსტერონის გამო ნაკლებად მამაკაცურად მიიჩნევენ თავს, ქალების შემთხვევაში − გინეკოლოგიური დაავადებები; ონკოგინეკოლოგიური, პოსტოპერაციული პერიოდი და სხვ.

 

 

რას მოიცავს თქვენი თერაპია?

სექსუალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, რაც ხდება სპეციალური ფსიქოლოგიური თერაპიის საშუალებით.  სექს-თერაპია ფსიქოთერაპიის სახეობაა, რომელიც ხორციელდება ფსიქოლოგის, ფსიქოკონსულტანტის ან სერტიფიცირებული სპეციალისტის – ფსიქოსექსოლოგის  მიერ, რომელიც მზადაა გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვას სექსუალურ პრობლემებთან კავშირში. სექს თერაპია ეხმარება ადამიანებს არა მხოლოდ სექსუალური პრობლემების, არამედ პარტნიორული ურთიერთობის საკითხების მოგვარებაშიც. თავდაპირველად, შესაძლოა უხერხული იყოს საუბარი სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა კვალიფიციური სამედიცინო თერაპევტი ღია საუბრისას ზუსტ რეკომენდაციას იძლევა ამ საკითხებზე. თერაპიის საშუალებით შესაძლებელი ხდება პრობლემების სიზუსტით გადმოცემა, უკეთ ხდება როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის სექსუალური მოთხოვნილებების გაგება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გამოწვეულია სტრესით, შფოთვით, დეპრესიით და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში ფუნქციის დარღვევა გამოწვეულია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, პრეპარატების გვერდითი ეფექტებით, ქირურგიული ჩარევით ან ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერებით.

ამრიგად, სექს-თერაპია საჭიროებს ნდობის ჩამოყალიბებას თერაპევტსა და პაციენტს შორის, რათა მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სექსუალური პრობლემების დაძლევაში.

საჭიროებების მიხედვით, სქესობრივი დისფუნქციის მიზეზთა დადგენაში შესაძლებელია ჩართულ იქნას შესაბამისი სპეციალისტების (უროლოგი/ანდროლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი) გუნდი.

ანუ, თერაპიის პროცესში მხოლოდ ფსიქოლოგი არ არის ჩართული?

რა თქმა უნდა, საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე აღვნიშნე, რომ პრობლემის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. „თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს“ უამრავი პროცედურა და საშუალება აქვს, რაც მიზნის სწორად მიღწევაში დაგვეხმარება. მკურნალობის პროცესში გამოვიყენებთ შესაბამის პროცედურებს. მაგალითად: ელექტროსტიმულაცია, ჰიდროთერაპია, თეძოების ძირის ვიბრომასაჟი, ვარჯიში, აღმავალი შხაპი, ტალახის აპლიკაციები, რექტალური მასაჟი, დარტყმითი ტალღური თერაპია, აკუპუნქტურა.

სექსუალობასთან დაკავშირებული დიაგნოზების მკურნალობა კომპლექსური პროცესია; სექსუალური ჯანმრთელობისა და დისფუნქციის თერაპიული მიდგომა − სექს-თერაპია, რეალურად საუბრით თერაპიაა, რომელიც მიმართულია როგორც სექსუალური ფუნქციის სიმპტომური აღდგენის, ასევე ინტერპერსონალური პრობლემების გადაჭრისა და ცხოვრების სექსუალური ასპექტის გაუმჯობესებისაკენ. კონსულტირება შესაძლებელია ინდივიდუალურად, და პარტნიორთან ერთად − წყვილში.

წყვილების თერაპიაზეც გვიამბეთ.

წყვილების თერაპიისთვის ფსიქოლოგთან კაბინეტში პრივატული გარემოა, შესაძლებელია სენსორული ფოკუსირება შფოთვის შესამცირებლად − ე.წ. გრაუნდინგი.  წყვილებისთვის შექმნილია ნდობისა და ინტიმური ურთიერთობის გასამყარებლად ყველა პირობა. თუმცა სექს-თერაპიის წარმატება ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოტივირებულია პიროვნება პროცესში.

ფსიქოსექსოლოგთან კონსულტირება მოიცავს ფსიქოგანათლებას სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ. თერაპევტი აწვდის შესაბამის ინფორმაციას, კონტენტს წასაკითხად ან ვიდეოჩანაწერებს სანახავად. ძირითადი ფსიქოთერაპიული ტექნიკებია: კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია (CBT), მაინდფულნესზე დაფუძნებული კბთ-პრაქტიკა, ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია, ფსიქოდინამიკური თერაპია.

რამდენადაც საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ეს ინფორმაცია ინტეგრირებული არ არის და ჩვენს ქვეყანაში თაობები იზრდება ისე, რომ ადეკვატურ სექსუალურ განათლებას ვერ იღებს, უამრავ ადამიანს ზრდასრულ ასაკშიც მკაფიო წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ ფუნქციონირებს სხეული სექსუალური აქტივობის დროს, ან/და ანატომიურ თავისებურებებზე.

 

 

რას მოიცავს ჯანსაღი სექსუალობა?

ეს არის 3 ელემენტი: სექსუალური ფუნქცია, ურთიერთობები და იდენტობა;

ურთიერთობები: ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებისთვის აუცილებელია სექსუალური საკომუნიკაციო სტრატეგიები. მარტივად, პრაქტიკული ცოდნა და ჩვევები, თუ როგორ განვსაზღვროთ რა გვსურს ან რა გვჭირდება სექსუალურ ან/და ემოციურ ურთიერთობებში. წყვილს შესაძლოა დასჭირდეს სექსუალური რუტინის მოწესრიგება ან სექსუალობასთან მიმართებაში დამოკიდებულების შეცვლა. მაგ. როგორ ხდება სექსუალური აქტის ინიციაცია, თანხმობის მიღება და სხვ.

ფუნქცია: თუ სექსუალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კონსულტირების პროცესში წყვილებს, სექსუალურ აღგზნებასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ. ფიზიოლოგიური ეტიოლოგიის გამორიცხვის შემდეგ, ვურჩევთ ექსპერიმენტირებას, მაგ. მათ შეუძლიათ სცადონ როლური თამაშები, სექს-სათამაშოების გამოყენება, და სხვადასხვა აქტივობა, რაც გაუმძაფრებთ ლტოლვას.

სექსუალური ჯანმრთელობის პრობლემები აუცილებლად ორგანული არ არის და მხოლოდ, ან ავტომატურად სექსუალურ დისფუნქციას არ ნიშნავს. მაგ. მამაკაცებში შედარებით ნაკლებად არის ცნობილი ე.წ. პეირონის დაავადება, ე.წ. გამრუდება; მთავარი, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი სქესობრივი აქტია, მაგრამ მამაკაცი შესაძლოა უკმაყოფილო იყოს სასქესო ასოს გარეგნული სახითაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური შეხვედრის ან იმ სიტუაციების შიში. თუ მას საკუთარი პენისი ერექციის მდგომარეობაში არ მოსწონს, ეს იწვევს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის დაქვეითებას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

იდენტობა: რაც შეეხება სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, სექსუალური იდენტობა არის ადამიანის თვითაღქმა იმის მიხედვით, თუ ვის მიმართ გრძნობს სექსუალურ/რომანტიკულ მიზიდულობას. სექსუალური იდენტობა ინდივიდის ზოგადი იდენტობის კომპონენტია; სექსუალური იდენტობა შედგება საკუთარი მიზნების, რწმენა-წარმოდგენების, ღირებულებებისა და ცხოვრებისეული როლების სტაბილურობის განცდისგან; იდენტობა ასახავს სექსუალურ თვითშეფასებას, რაც ინდივიდის ცხოვრების განმავლობაში იცვლება. უამრავი ქალი, მაგალითად, მასტექტომიის შემდეგ აღნიშნავს, რომ ნაკლებად ქალურად გრძნობს თავს.

რა დროს არის რეკომენდებული კონსულტირება?

სექსუალური განვითარებისა და ორიენტაციის დისფუნქციის შემთხვევაში; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდობის პერიოდში, როდესაც იდენტობა ფორმირდება და პარალელურად, სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებული შფოთვა ვლინდება; ეგო-დისტონური ორიენტაციის შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას მიაჩნია, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია მიუღებელია არსებული იდეალიზებული თვითიმიჯისთვის, და თუ ეს წარმოადგენს გარკვეულ კონფლიქტს სასურველ და არსებულ სექსუალურ ორიენტაციას შორის.

შედარებით ნაკლებად ცნობილი დიაგნოზია სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ეს დიაგნოზი წარმოადგენს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ქვეტიპს, რომლის დროსაც ფიქრები და ქცევები გამომდინარეობს ინდივიდის ორიენტაციისგან; მაგ. პაციენტი განიცდის შიშს, რომ ის აღქმული იქნება რომელიღაც კონკრეტული ორიენტაციის მქონედ და უჩნდება ფიქრები, რომ მისი ორიენტაცია განსხვავდება იმისგან, რაც უკვე თვითაღქმულია და ხომ არ შეიძლება ის შეიცვალოს.

რატომ არის ბალნეოლოგიური კურორტი საუკეთესო სივრცე ადამიანების სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის?

ისტორიულად, ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძეს სურდა ორთაჭალის ამ ნაწილში, აბანოთუბანში თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაშენებულიყო. მისი ეს იდეა მოგვიანებით განხორციელდა და კურორტი ათწლეულების განმავლობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრად ყალიბდებოდა. ბალნეო კურორტი მუდმივად ვითარდება და უდიდესი გამოცდილებით, ქმნის უნიკალურ ტრადიციას რეაბილიტაციის მიმართულებით.   გვყავს არაჩვეულებრივად კვალიფიციური სპეციალისტები, უალტერნატივო სექსუალური ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მულტიმოდალური პროგრამა. ბალნეო კურორტის ვინტაჟური გარემო იდეალურია სიმშვიდის აღდგენის და რელაქსაციისთვის!

 

 

რეკლამა

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

February 3, 2023
#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე  ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან
Health & Beauty

#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან

February 1, 2023
#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას
Health & Beauty

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან
Health & Beauty

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! სასტუმრო „თეორია“ – გაატარე დაუვიწყარი დღეები უგემრიელეს კერძებთან ერთად

#OK! სასტუმრო „თეორია“ – გაატარე დაუვიწყარი დღეები უგემრიელეს კერძებთან ერთად

December 28, 2021
#OK! მეგან ფოქსის ქუჩის სტილი! მსახიობი იმიჯს Prada-ს ჩანთას უხამებს!

#OK! მეგან ფოქსის ქუჩის სტილი! მსახიობი იმიჯს Prada-ს ჩანთას უხამებს!

April 13, 2021
#OK! მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი დევინ ბუკერთან რომანის გასაჯაროებას ერიდება

#OK! მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი დევინ ბუკერთან რომანის გასაჯაროებას ერიდება

June 21, 2021
#OK! ნინა ზარქუას იტალიური დაბადების დღე

#OK! ნინა ზარქუას იტალიური დაბადების დღე

December 15, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
#OK! “როგორც მამა, ისე შვილები” – გაიცანით დამწყები მოდელები, პირს ბროსნანის ვაჟები დილან და პერის ბროსნანები

#OK! “როგორც მამა, ისე შვილები” – გაიცანით დამწყები მოდელები, პირს ბროსნანის ვაჟები დილან და პერის ბროსნანები

February 1, 2023
#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
#OK! ვალენტინობის ბარათების ისტორია

#OK! ვალენტინობის ბარათების ისტორია

February 3, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×