• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ევროპული სკოლა – გზა ევროპისკენ, გზა წარმატებისკენ!

September 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი გზა ევროპისკენ“ − ამ დევიზით შეიქმნა თბილისში 2007 წელს „ევროპული სკოლა“, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზებას და მათთვის საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ წარმატების მისაღწევად ყველანაირი წინაპირობის შექმნას.

არსებობის 15 წლის განმავლობაში „ევროპული სკოლა“ მართლაც გახდა „გზა წარმატებისკენ“, „ევროპულსკოლელობა“კი წარმატებულობის სინონიმად იქცა. დღეს ამ სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (Yale University, Columbia University, University of Pennsylvania, Brown University, Cornell University და სხვ.). „ევროპულსკოლელებს“ არა მარტო დარგის ლიდერი ქართული კომპანიების სათავეში იხილავთ, არამედ მსოფლიოს მეგაკომპანიებშიც (Meta, Microsoft და ა.შ.) ნახავთ წამყვან პოზიციებზე. ეს 15 წელი იყო ზრდის, უწყვეტი განვითარების, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის, განათლების საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრების, გამოწვევებისა და მიღწევების წლები.

2007-2022 წლებში სკოლამ დანერგა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების სრული სპექტრი, ანუ ოთხივე ავტორიზებული პროგრამა (PYP, MYP, DP, CP) და გახდა რეგიონში ერთადერთი IB უწყვეტი განათლების (IB Full Continuum) სკოლა. ამავე პერიოდში გაიხსნა ამერიკული უმაღლესი სკოლაც, რომელიც მოსწავლეებს გზას უხსნის ამერიკული უმაღლესი განათლების სისტემისკენ და მათ სხვადასხვა საგანში სთავაზობს საუნივერსიტეტო დონის შესაბამის Advanced Placement (AP) კურსებს, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას პრიორიტეტული პოზიცია იქონიონ უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, მოიპოვონ საუნივერსიტეტო კრედიტები და ამგვარად დაზოგონ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსიც.

2019 წლიდან  „ევროპული სკოლა“ არის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული ერთადერთი სასწავლებელი საქართველოში. CIS აკრედიტაცია საერთაშორისო არენაზე ხარისხის ნიშნად არის აღიარებული და დასტურია იმისა, რომ სკოლის ქართულსა თუ საერთაშორისო პროგრამებში, სასწავლო პროცესსა და სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტში, დანერგილია საერთაშორისო განათლების მაღალი სტანდარტი. და მაინც, რას ნიშნავს, იყო საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული სკოლა?

ეს ნიშნავს, რომ სკოლა ერთგულია თავისი მისიის, რომელიც ლამაზად გაწერილი ფრაზების ერთობლიობა არ გახლავთ. ეს „ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა რეალობაა. სკოლისა, რომელიც მართლაც ინოვაციების გზებით ატარებს მოზარდებს და უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მათ მზადყოფნას.

STEM-განათლება, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab, Pepper, NAO ჰუმანოიდი რობოტები და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსი, დაწყებითი საფეხურიდანვე ხელმისაწვდომია „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის. ციფრული ტრანსფორმაცია „ევროპულ სკოლაში“ პანდემიით განპირობებული საჭიროება არ ყოფილა, ეს გაცილებით ადრე, სტრატეგიულ გეგმაში გაწერილი პროცესი იყო, რომელიც წინ უსწრებდა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს და იმდენად სწორად იყო გამართული, რომ რეალური გამოწვევები სკოლისთვის ახალ შესაძლებლობად აქცია და „ევროპულ სკოლას“ ონლაინსწავლების ლიდერის როლი მიანიჭა.

CIS-სტანდარტი ნიშნავს, რომ სკოლა გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეებს ზრდის. მოსწავლეებს, რომლებიც ადრეული ასაკიდან სწავლობენ სხვათა კულტურების დაფასებას, განსხვავებულთან მშვიდობიან თანაცხოვრებას, ლოკალური თუ მსოფლიო პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში თუ მრავალრიცხოვან საერთაშორისო კონფერენციებზე (გაეროს, NATO-ს, ევროპარლამენტის მოდელირებები და სხვ.) და შესწევთ უნარი, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალონ.

ასევე, აღნიშნული სტანდარტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ყველა პროცესი მოსწავლეებზე ზრუნვას და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება. ამას კარგად ხედავენ ოჯახები, რომელთაც „ევროპული სკოლა“ აირჩიეს და მას თავიანთი შვილების განათლება ანდეს. ამ ნდობის რიცხობრივი მაჩვენებელია 2007-2022 წლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა 300-იდან 1200-მდე.

საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ მინიჭებული აკრედიტაცია არის იმის გარანტი, რომ სკოლა მუდმივი განვითარების მზადყოფნას აცხადებს. თუ სკოლის განვითარების 15-წლიან ისტორიას გადაავლებთ თვალს, ადვილად დარწმუნდებით, რომ მის ფურცლებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვანი სიახლეები, ახალი აკადემიური პროგრამები, პროექტები ჩნდებოდა. არც წლევანდელი 2022-2023 სასწავლო წელი იქნება გამონაკლისი. მაღალი კლასის მოსწავლეები სექტემბრიდან შეაბიჯებენ ახალ შენობაში, რომელიც „ევროპული სკოლის“ პრიორიტეტების ფიზიკური გამოხატულებაა. გამორჩეული დიზაინის სასწავლო სივრცეებით, ულტრათანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი შენობა მომავლის საგანმანათლებლო დაწესებულების პროტოტიპია. იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობისა და ინოვაციების აქსელერაციას „ევროპულ სკოლაში“.

დიახ, „ევროპული სკოლა“ არის გზა ევროპისკენ, გზა წარმატებისკენ!

ასევე გაეცანი

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა
OK! News

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის
OK! News

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია
OK! Story

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK!  დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება
Fashion News

#OK! დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

July 5, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი ASAP Rocky-ს სახლის დატოვებისას შენიშნეს!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი ASAP Rocky-ს სახლის დატოვებისას შენიშნეს!

May 28, 2021
#OK! ალექსანდრა პაიჭაძე იუბილარია: ქართველი მოდელი დღეს 31 წლის გახდა

#OK! ალექსანდრა პაიჭაძე იუბილარია: ქართველი მოდელი დღეს 31 წლის გახდა

December 8, 2021
#OK! “აჭარაბეთ არენა“-  ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა

#OK! “აჭარაბეთ არენა“- ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა

August 11, 2021
#OK! ნათია სამუშია

#OK! ნათია სამუშია

March 6, 2022

კვირის ჰიტები

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

July 10, 2025
#OK! „ქუთაისი ინნ“ –  სასტუმრო ახალი გამოწვევებით

#OK! „ქუთაისი ინნ“ – სასტუმრო ახალი გამოწვევებით

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები