• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პერსონა

#OK! ევროპული ისტორიები – ზაზა ფანასკერტელი

September 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

PSP – ჩემი ოჯახის აფთიაქი, საქართველოს ფარმაციის ლიდერი, ხარისხის გარანტი, ევროპული ღირებულებების მქონე კომპანია წარმოგიდგენთ ,,ევროპულ ისტორიებს”.

 

ზაზა ფანასკერტელი ავტორია ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა „სამკურნალო წიგნი-კარაბადინი“. წიგნში განხილულია თეორიული და პრაქტიკული მედიცინის საკითხები. მისი აზრით, ავადმყოფის განსაკურნავად საჭიროა ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდების გამოყენება.

იგი უარყოფს ფსიქიკური დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენად მიიჩნევს. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი − მხედართმთავარი და ბრძენთმთავარი, ასე მოიხსენიება ძველ თუ ახალ წყაროებში პიროვნება, რომელსაც ქვეყნის წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვის, როგორც იმდროინდელი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისათვის.

 

წიგნი 2 ტომად არის შედგენილი და მასში საკმაო სიზუსტითაა განხილული მედიცინის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, აღწერილია დაავადებათა გამოცნობის ხერხები, ობიექტური გასინჯვის მეთოდები, ავადმყოფთა გამოკვლევის უაღრესად რაციონალური სქემა. კარგად არის გაშუქებული სამკურნალო საშუალებათა სხვადასხვა ფორმა, მკურნალობის მრავალნაირი მეთოდი. განხილულია ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ძირითადი საკითხები, მოცემულია ფსიქიკის მატერიალური გაგების ელემენტები, ტვინი აღიარებულია გარემოს შეცნობის ორგანოდ. ავტორი უარყოფს ფსიქიკური დაავადების მისტიკურ ბუნებას და მიიჩნევს მას ტვინის ორგანულ დაავადებად, რომელიც საჭიროებს მკურნალობას წამლებით და არა მაგიურ-რელიგიური რიტუალებით.

„სამკურნალო წიგნი − კარაბადინი“ შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, როგორც სამედიცინო-ბიოლოგიური, ისე ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიისათვის. ფანასკერტელის „სამკურნალო წიგნი“ განეკუთვნება ე.წ. აღდგენის პერიოდს, როდესაც კულტურისა და მეცნიერების სხვა დარგებთან ერთად გამოცოცხლდა სამედიცინო აზროვნება და პრაქტიკული მედიცინა. „სამკურნალო წიგნი“ პრაქტიკოს ექიმთათვისაა გამიზნული. მასში მოკლედაა განხილული ზოგადი მედიცინის საკითხები, ანატომიურ-ფიზიოლოგიური ცნობები, დიაგნოსტიკური და კონკრეტულ დაავადებათა მკურნალობასთან დაკავშირებული მეთოდები.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძველი ქართული მედიცინის ისტორიაში. ის ჯერჯერობით ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა „სამკურნალო წიგნზე“ და ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს. შემონახულია აგრეთვე მისი პორტრეტი, რომელიც ფრესკის სახით დაცულია ყინწვისის ტაძარში.

ასევე გაეცანი

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 11, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

November 7, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

October 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დიდი მეგობრობის დასაწყისი? – ჯენიფერ ლოპესის და კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

#OK! დიდი მეგობრობის დასაწყისი? – ჯენიფერ ლოპესის და კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

January 30, 2023
#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილს ელოდებიან

#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილს ელოდებიან

September 15, 2022
#OK! ანჯელინა ჯოლის იშვიათი იმიჯი

#OK! ანჯელინა ჯოლის იშვიათი იმიჯი

June 24, 2021
#OK! ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილი – დღე 1-ლი

#OK! ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილი – დღე 1-ლი

June 28, 2025

კვირის ჰიტები

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

November 20, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 25, 2025
#OK! „მის ტვინს მეცნიერებს გადავცემთ“ – ბრიუს უილისის ოჯახი მსახიობის გარდაცვალებისთვის ემზადება

#OK! „მის ტვინს მეცნიერებს გადავცემთ“ – ბრიუს უილისის ოჯახი მსახიობის გარდაცვალებისთვის ემზადება

November 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები