• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება

August 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად კახეთი ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია. სუფთა ჰაერი და კავკასიონის ულამაზესი ხედი კი ყველა სტუმარს პირველივე ჩასვლისას ხიბლავს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჟურნალი OK! კახეთის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „კვირიას“ შესახებ გიამბობთ, რომელიც აშშ-ში 17-წლიან ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ  დაბრუნებულმა  ცოლ–ქმარმა, ალექსანდრე მელაშვილმა და მაია ჭინჭარაულმა გახსნეს.  „კვირიას“ დამფუძნებლები 6 წელია რაც საქართველოში დაბრუნდნენ და რამდენიმეწლიანი  თავდაუზოგავი შრომის შედეგად თელავის ერთ–ერთ ძველ უბანში ქალაქური, ბუტიკური ტიპის სასტუმრო ააშენეს.

მაიას და ალეკოს მიზანი სწორედაც რომ ქართული სულისა და ტრადიციების  ამერიკულ სერვისთან და მაღალ სტანდარტთან კომბინირება გახლდათ. მათი პრიორიტეტი თავიდანვე ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც თბილადაც დახვდებოდნენ ყველა სტუმარს, მაგრამ ყველა ნაბიჯში გაგრძნობინებდნენ, რომ ხუთვარსკვლავიანი სერვისის შექმნა პატარა სივრცეშიც შესაძლებელია. აქ დაგხვდებათ ლამაზი ვერანდები, გემოვნებით და ლამაზად მოწყობილი ეზო, საკონფერენციო დარბაზი, მარანი, საუნა, ჯაკუზი, რესტორანი, ღია აუზი და ბარი.

სასტუმროში სულ 14 ნომერია, აქედან 12 სტანდარტული, ერთი საოჯახო და ერთი ლუქსი. ოროთახიან საოჯახო ტიპის ნომერში 5-6 სტუმარი კომფორტულად თავსდება და ნამდვილად იდეალურია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის. ლუქსის ტიპის ნომერს განსხვავებული აბაზანა და ყველაზე დიდი აივანი აქვს, საიდანაც კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება. ეს ნომერი იდეალურია ახალდაქორწინებული წყვილებისათვის ან უბრალოდ მათთვის, ვინც განსაკუთრებულ დღეს აღნიშნავს. აქვეა ადაპტირებული ნომერი შშმ-პირებისთვის, სადაც აბაზანაც და საწოლიც საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულია.

არ შეიძლება არ ვისაუბროთ „კვირიას“ უგემრიელეს სამზარეულოზე, სადაც თქვენ დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისაგან შექმნილი კერძების მრავალფეროვანი არჩევანი. ადგილობრივი შეფი, რომელიც სასტუმროს გახსნის პირველი დღიდანაა ჩართული მის წარმატებაში, არა მარტო ამზადებს კერძებს, არამედ ამავდროულად ყველა სტუმარს გულისხმიერად აკვირდება, რათა დარწმუნდეს, რამხელა მოწონებას იმსახურებს მისი სიყვარულით შექმნილი კერძები. საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნო საღამოს გასატარებლად აქ ნამდვილად დაგხვდებათ განსაკუთრებული გარემო.

 

სასტუმროს პირველ სართულზე წარმოდგენილია მარანი და ღვინის ბარი, სადაც ტარდება ღვინის დეგუსტაციები და ასევე წარმოდგენილია გასართობი სივრცე სხვადასხვა სამაგიდო თამაშით (ბილიარდი, ჭადრაკი) და პატარა საოჯახო მუზეუმი.

ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ დამსვენებლებს საკუთარ ღვინოს სთავაზობს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება და მხოლოდ სასტუმროში იყიდება. სახელი „მათისი“-ც მათ ისტორიას უკავშირდება, როცა მაიამ („მა“) და თინამ („თი“) ქისის („სი“) ზონაში მიწის ძიება დაიწყეს, რათა სტუმრებს თავიანთი ღვინით გამასპინძლებოდნენ. თინა ახალბედა მეღვინეა, რომელმაც ღვინის დაყენება 2019 წლიდან დაიწყო. სასტუმროს მშენებლობის პირველი დღეებიდან აქტიურად იყო ყველა პროცესში ჩართული, შესაბამისად მაიამ და ალეკომ თუ ვერ გიმასპინძლათ, გული არ დაგწყდეთ – თინა იკითხეთ თქვენი სტუმრობისას. მარანში ისტორიული ჭაა რომელსაც უკავშირდება საინტერესო ფაქტები. როცა თინას შეხვდებით, ეს ამბავი აუცილებლად მოაყოლეთ.

საკონფერენციო დარბაზი გათვლილია 25 სტუმარზე და ძალიან კომფორტულია პატარა სამუშაო ჯგუფებისთვის, რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის ტექნიკით.  უნიკალურობა და მაღალი სტანდარტი ყველა სივრცეში იგრძნობა. მაგალითად, საუნა აქ ინდივიდუალურად იჯავშნება და შესაბამისად, ჰიგიენური ნორმებიც მაქსიმალურად არის დაცული.

უფრო ადრე უნდა აღგვენიშნა, რომ ეს პირველი ე.წ. „ჭკვიანი“ სასტუმროა ამ რეგიონში და ალბათ საქართველოშიც. სასტუმროს ტექნიკური დეტალები კონტროლირებადია დისტანციურად. ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი განათების, კონდიცირების, გათბობის, მორწყვის სისტემის, სახანძრო სიგნალიზაციის და ასევე, წყლის მარაგის დონის მონიტორინგი. სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოზე ზრუნვაა, ამიტომ აქ შეხვდებით ელექტროსკუტერებს  და მზის ბატარეებს სასტუმროს სახურავზე.

სასტუმროს სახელწოდება „კვირია“ დამფუძნებლის, მაია ჭინჭარაულის მამის სახელს უკავშირდება და ასევე, ქართული მითოლოგიის თანახმად, სამართლიანობისათვის მებრძოლი ღვთაების სახელია. გარდა ამ სიმბოლური დატვირთვისა, ყველასათვის საყვარელ უქმე დღესთან – კვირასთან ასოცირდება. მათი ლოგო კი სიცოცხლის სპირალია, მდედრობითი სიძლიერისა და სიახლისთვის მზადყოფნის აღსანიშნავად.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გირჩევთ თავად გამოსცადოთ. ესტუმრეთ და დაიტვირთეთ დადებითი ემოციებით ბუტიკ სასტუმროში „კვირია“. როცა დარწმუნდებით, რომ მათი სლოგანი „როცა ყველასგან გამოირჩევი“ მხოლოდ სიტყვები არაა, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ და თქვენი ემოციები ჩვენც გაგვიზიარეთ.

 

FB: Boutique Hotel Kviria • ბუტიკ სასტუმრო კვირია

Insta: kviria_hotel

Tel: 599 44 22 66

მის: ქ. თელავი, გოგებაშვილის ქუჩა N51

ასევე გაეცანი

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან

#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან

March 26, 2023
#OK! ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილის პირველი კადრები!

#OK! ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილის პირველი კადრები!

November 13, 2024
#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ატირდნენ, როდესაც სელენა გომეზის გულშემატკივრების აგრესიული შეძახილები მოისმინეს

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ატირდნენ, როდესაც სელენა გომეზის გულშემატკივრების აგრესიული შეძახილები მოისმინეს

September 17, 2021
#OK! Clinique-ის ისტორია

#OK! Clinique-ის ისტორია

March 17, 2024

კვირის ჰიტები

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

December 21, 2025
თეონა ბერიძის აფთიაქი და „ფარმათეას“ ფილოსოფია

თეონა ბერიძის აფთიაქი და „ფარმათეას“ ფილოსოფია

December 21, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

December 22, 2025
ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები